რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
,,ჩემი თავი საშინელ ფილმში მეგონა'' - გორელი ემიგრანტი ქალი მიწისძვრის ეპიცენტრიდან
თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაზიანდა კორპუსი, სადაც გორის
მუნიციპალიტეტის სოფელ ატენიდან ემიგრანტი ირინა ბზიშვილი
ცხოვრობდა.
ის ამჟამად სტამბოლში იმყოფება და თავს კარგად გრძნობს. რამდენიმე ხნის განმავლობაში ჩაკეტილ ბინაში იმყოფებოდა, რადგან მიწისძვრის დროს, კარი ჩაიკეტა.
იგი ფიქრობს, რომ კარი რომ არ ჩაკეტილიყო, ალბათ, კიბეებზე ჩასვლისას დაიღუპებოდა. მან თავისი ამბავი სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
,,გუშინ ჩამოვედით სტამბოლში და კარგად ვარ ეხლა. დავბინავდი ოჯახში. აქ არაფერი გამიჭირდება უკვე, რადგან გამოვაღწიე იმ საშინელებას უვნებელი, მადლობა უფალს ცოცხალი გადავრჩი. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო თითოეულ თქვენგანს, განსაკუთრებით, ჩემთვის სრულიად უცხო ადამიანებს, ვისაც საერთოდ არ ვიცნობ, ვინც მომიკითხეთ, მირეკავდით და ჯერ კიდევ ზარები არ წყდება, დახმარებას მთავაზობთ, არასდროს გაგჭირვებოდეთ მშვიდობა და მხნეობა მოგცეთ უფალმა.
მე მართლა მჯერა, რომ უფალმა გადამარჩინა.
ეს მოხდა დილის 4:16 წუთზე, როცა ყველაზე მაგრად სძინავს ადამიანს. თითქოს რაღაც ვიგრძენი, უცბად წამოვდექი და კიდევაც დაიწყო ბინამ ზანზარი. მეათე სართულზე ოთხნი ვიყავით, ყველას ცალცალკე ოთახში გვეძინა.
კარებისკენ როგორც კი გამოვიქეცი, ჩემი საწოლის თავზე კედელი ჩამოინგრა. წუთნახევარი გაგრძელდა. აღარაფერი დარჩა ადგილზე.
გარეთ გასასვლელი კარი ჩაიკეტა.
მაგაზეც მადლობელი ვარ, ის კარი რომ ჩაგვეკეტა, თორემ შიშით ალბათ კიბეზე ჩავირბენდით. აი იქ კი ნამდვილად მოვკვდებოდი, მაღლიდან ბეტონები ცვიოდა. ჩემი თავი საშინელ ფილმში მეგონა.
დახმარებას არ ველოდით იმ წუთში, არავისგან, რადგან ქალაქში სინათლე გაითიშა, აღარაფერი ჩანდა წყვდიადში.
ჩვენთან გენერატორი ჩაირთო და კიდევ იმედიანად ვიყავით. გარედან საშინელი წივივილის ხმა ისმოდა. ზღვის პირზე ვიყავით, ცენტრალური ქუჩა გადის, გამიკვირდა მანქანებიც რომ არ ჩანდა. რას დავინახავდით, თურმე ზღვა გადმოსულა და იქით აღარავინ გარბოდა.
საათნახევარი მაინც ალბათ ზუსტად არ მახსოვს, ჩემი პატრონის ძმიშვილი მოვიდა და კარები შემოამტვრია, ისე გამოვედით, ტანსაცმელიც ვერ ავიღე, სადაც მქონდა დაწყობილი, ის ,,კომოდ''ი უკუღმა ეგდო. ვეცადე აწევა, მაგრამ ვერ დავძალე.
ვიღაცამ მომწერა, ყოჩაღ, რომ უკან შეხვედი და ვიდეო გადაიღეო. უკან კი არ შევედი, ვერ გამოვდიოდი და ვიდეოს კანკალით ვიღებდი.
არავის ვუსურვებ ასეთ სიტუაციაში მოყოლას. გფარავდეთ უფალი, ყველა ყველას ყველას. უღრმესი მადლობა კიდევ და კიდევ. მიყვარხართ ყველა, ვინც კი ამ დროს არ დამტოვეთ უყურადღებოდ.'' - წერს ირინა ბზიშვილი.
-----------
თურქეთში 13 000-ს უახლოვდება მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი.
სამძებრო-სამაშველო ოპერაცია გრძელდება სტიქიური უბედურების ზონაში, რომელიც მოიცავს თურქეთის 10 პროვინციას, მათ შორის ქაჰრამანმარაშს, გაზიანთეპს, ჰათაის, ადანას, დიარბაქირს და მალათიას. ოპერაციაში ჩართულია 113 200 თურქი და უცხოელი მაშველი. მათ შორისაა 100 ქართველი მაშველი, რომლებიც ქალაქ ადიამანში მუშაობენ.
დამანგრეველი მიწისძვრა 6 თებერვალს მოხდა. თურქეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, 7,7 მაგნიტუდის მიწისძვრის ეპიცენტრი ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთში, კაჰრამანმარაშის პროვინციაში მდებარეობდა. ამერიკის შეერთებული შტატების გეოლოგიური სამსახურის მონაცემებით, მიწისძვრა 7,8 მაგნიტუდის იყო. 6 თებერვალს, შუადღის შემდეგ, ეპიცენტრში დაფიქსირდა კიდევ ერთი - 7,6 მაგნიტუდის მიწისძვრა.

ამავე კატეგორიაში
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
"შავ პარასკევს", 29 ნოემბერს, თიბისი ყველა მომხმარებელს
საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.
საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე, ტანის ხეობაში
ღამის ულამაზესი პეიზაჟი იხატება, როცა მწერლის თვალით უყურებ " ბნელ
სივრცეში " როგორ " ირწევიან ღრუბლები,"
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ
ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა
თანატოლი ჰყავს.
რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი
ახალგაზრდების გამოცდილება
გასული თვის პოპულარული სიახლეები
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები