რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
უკრაინის სოლიდარობის აქცია თბილისში
თბილისში, რუსთაველის გამზირზე, დღეს, 24 თებერვალს, უკრაინის
სოლიდარობის აქცია გაიმართა. ღონისძიების ორგანიზატორები,
საქართველოში მცხოვრებ უკრაინელებთან ერთად, იყვნენ პარტია „გირჩი –
მეტი თავისუფლება“, “სტრატეგია აღმაშენებელი“ და „დროა“.
აქციზე ათიათასობით ადამიანი შეიკრიბა, ხალხით იყო გადაჭედილი მიმდებარე მეტროსადგურები. აქციაზე ძირითადად ინგლისურენოვანი ტრანსპარანტები ჭარბობდა, ფრიალებდა საქართველოს, უკრაინისა და ევროკავშირის, ასევე ბელორუსული ოპოზიციის დროშები.
აქციაზე აკრიტკებდნენ ხელისუფლებას, რომელმაც უარი თქვა ომის წლისთავზე უკრაინაში ჩასვლაზე. უკრაინას მიმდინარე დღეებში არაერთი ლიდერი ეწვია, მათ შორის, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი. აქციაზე სიტყვით გამომსვლელთა თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება უკრაინაში მიმდინარე ომის დროს ისტორიის არასწორ მხარეს დადგა.
სწორედ 24 თებერვალს, ზუსტად ერთი წლის წინ შეიჭრა რუსეთი უკრაინაში, თუმცა პუტინის რეჟიმმა დასახულ მიზანს ამ დრომდე ვერ მიაღწია და მას ომის პირველ დღეებში აღებული რეგიონების ნაწილიდან გასვლაც კი მოუწია. ბრძოლები ამჟამადაც გრძელდება, ძირითადად, უკრაინის აღმოსავლეთით.
„მიეცით უკრაინას ფრთები“
„პუტინი კრიმინალია“
„არა ომს!“
„ჯიუტად თავისუფლებისკენ!“
„შიში არ არის ბრძოლის შეწყვეტის მიზეზი“
„ომმა შეიწირა 8 ათასზე მეტი მსვიდობიანი ადამიანი, მათ შორის, 487 ბავშვი, მილიონობით ადამიანმა იძულებით დატოვა თავისი სახლი“
ეს არის მცირე ჩამონათვალი წარწერებისა, რომელიც დღეს აქციის მონაწილეებს ეკავათ.
ნეტგაზეთი

ამავე კატეგორიაში
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
"შავ პარასკევს", 29 ნოემბერს, თიბისი ყველა მომხმარებელს
საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.
საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე, ტანის ხეობაში
ღამის ულამაზესი პეიზაჟი იხატება, როცა მწერლის თვალით უყურებ " ბნელ
სივრცეში " როგორ " ირწევიან ღრუბლები,"
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ
ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა
თანატოლი ჰყავს.
რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი
ახალგაზრდების გამოცდილება
გასული თვის პოპულარული სიახლეები
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები