რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
გორის პროკურორის ცნობით, ძალადობის მუხლით გასამართლებულმა მამაკაცმა ისევ სცემა ოჯახის წევრებს
ციხიდან გამოსულმა მამაკაცმა ისევ სცემა ოჯახის წევრებს. საქმეს გორის
პროკურატურა იძიებდა.
გორის პროკურატურის პროკურორი ანა ცაგურია ცდილობდა ბრალის დამტკიცებას, თუმცა სასამართლომ აღნიშნა, რომ მისი ძალისხმევა არ იყო უმაღლესი სტანდარტის.
სასამართლო პროცესზე დაზარალებულმა მოქალაქეებმა მხარი არ დაუჭირეს პროკურორს. ხოლო პოლიციელების ჩვენებები ჩაითვალა ირიბ ჩვენებად.
გორის შს სამმართველოს თანამშრომლებს დაკავებული ჰყავდათ მამაკაცი, რომელსაც არასრულწლოვნების თანდასწრებით მეუღლის მიმართ ფიზიკურ ძალადობასა და არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილ ძალადობებში სდებდნენ ბრალს. დანაშაული, გამოძიების ცნობით, 2022 წლის 12 იანვარს მოხდა. 2023 წლის 8 თებერვალს, მოსამართლის გადაწყვეტილებით, ბრალდებული გამართლდა. ის ნასამართლევი იყო იგივე დანაშაულზე. პირველი დანაშაული 2020 წელს ჩაიდინა, ანალოგიური სახის დანაშაული - 2022 წელს.
პროკურორის განცხადებით:
,,ნასამართლევმა, ალკოჰოლური სასმლით მთვრალმა მამაკაცმა თავის საცხოვრებელ სახლში, არასრულწლოვანი 3 შვილის თანდასწრებით, იძალადა მეუღლეზე, კერძოდ, მობილური ტელეფონი ჩაარტყა თავის არეში, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლეს, უთხრა, რომ ,,ყელს გამოჭრიდა და მოკლავდა". იძალადა ამავე არასრულწლოვან შვილებზე, კერძოდ, ერთ-ერთს ხელი დაარტყა თავის არეში, შემდეგ ხის ნაჭერი ესროლა ფეხის არეში.''
საქმის განხილვისას დაზარალებულებმა მეუღლემ და შვილებმა ისარგებლეს კანონით მინიჭებული უფლებით და არ მისცეს ჩვენება.
მოწმის სახით დაკითხულმა დედამ განმარტა, რომ საღამოს საათებში, მისი შვილი იყო ნასვამი; ხან ცოლს ეჩხუბებოდა, ხან - მას და ხანაც - საკუთარ შვილებს, ,,ვინც მოხვდებოდა". თავში მუშტის ჩარტყმისა და შვილისთვის შეშის ნაპობის სროლის ფაქტები არ დაუნახავს. შეტყობინების დღეს და იმ დროს, როდესაც პოლიციის თანამშრომლები გამოცხადდნენ მის სახლში, თავად იყო მაღაზიაში, რის გამოც არ დაუნახავს ფიზიკური ძალადობის ფაქტი და არც მუქარის ფაქტი გაუგონია. დაზარალებულმა მეუღლემ კი სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარებაზე განაცხადა უარი, ვინაიდან, მისი განმარტებით, სხეულზე რაიმე სახის დაზიანება არ აღენიშნებოდა.

ამავე კატეგორიაში
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
"შავ პარასკევს", 29 ნოემბერს, თიბისი ყველა მომხმარებელს
საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.
საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე, ტანის ხეობაში
ღამის ულამაზესი პეიზაჟი იხატება, როცა მწერლის თვალით უყურებ " ბნელ
სივრცეში " როგორ " ირწევიან ღრუბლები,"
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ
ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა
თანატოლი ჰყავს.
რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი
ახალგაზრდების გამოცდილება
გასული თვის პოპულარული სიახლეები
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები