რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ახალი ამბები
ამ კანონპროექტის მიღება სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის საქმიანობას საფრთხეს უქმნის – გაერო
გაერთიანებული ერების ორგანიზაცია საქართველოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს ეხმიანება და სპეციალურ განცხადებას ავრცელებს – ორგანიზაციის წერილში ნათქვამია, რომ ამ კანონპროექტის მიღება სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის საქმიანობას შეუქმნის საფრთხეს.

„საქართველოში, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები არსებით მხარდაჭერას უწევენ საზოგადოების ყველაზე მოწყვლად და დაუცველ ჯგუფებს და მათ უფლებებს იცავენ. სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობის სტიგმატიზაციამ შესაძლოა, დაუცველი და მოწყვლადი ჯგუფები სათანადო დახმარების გარეშე დატოვოს, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, დევნილები, უმცირესობათა წარმომადგენლები, ხანდაზმულები, ქალები, ახალგაზრდები, ბავშვები, ოჯახში ძალადობის მსხვერპლები და სხვა ადამიანები, რომელთაც ეფექტიანი მხარდაჭერა და თანადგომა სჭირდება“ – ნათქვამია 26 თებერვალს გავრცელებულ განცხადებაში.

გაერთიანებული ერების ორგანიზაცია საქართველოში, ხელისუფლებას მოუწოდებს არ გადადგას ისეთი ნაბიჯები, რომლებიც ქვეყნის დემოკრატიისა და განვითარებისთვის საფრთხისშემცველი იქნება.

„მსგავსი კანონის მიღებამ შესაძლოა შეაფერხოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საქმიანობა მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ხელშეკრულების ფარგლებში, ქვეყნის სტრატეგია რომელსაც ჩვენ საქართველოს მთავრობასთან ერთად მოვაწერეთ ხელი. ოცდაათ წელზე მეტია, გაერო საქართველოს სანდო პარტნიორი და მოკავშირეა, რომელიც მხარს უჭერს საქართველოს განვითარებას ქვეყნის ეროვნული პრიორიტეტების შესაბამისად და დახმარებას უწევს ქართველ ხალხს ჩვენს ადგილობრივ პარტნიორებთან, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიასთან ერთად. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გადადგას ყველა საჭირო ნაბიჯი, რათა თავიდან აიცილოს ისეთი ზომები, რომლებიც საფრთხეს შეუქმნის ქართულ დემოკრატიას და შეაფერხებს ან შეანელებს საქართველოს განვითარების მხარდაჭერას“ – წერია ორგანიზაციის განცხადებაში.

„უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ კანონპროექტი საქართველოს პარლამენტში 20 თებერვალს დარეგისტრირდა. „ხალხის ძალის“ ინიციატივას მედიისა და არასამთავრობო სექტორის მწვავე პროტესტი მოჰყვა. ჟურნალისტებმა საკანონმდებლო ორგანოში საპროტესტო აქციაც გამართეს გზავნილით – „არა რუსულ კანონს“.

სამოქალაქო სექტორისა და მედიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ანალოგიური შინაარსის კანონით, 2012 წლიდან რუსეთში მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მასობრივი დევნა დაიწყო და სწორედ ამ საფრთხეს ხედავენ ისინი საქართველოშიც.

კანონპროექტი „უცხოური აგენტების შესახებ“ 15 თებერვალს მკაცრად გააკრიტიკა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ნედ პრაისმა. მისი განცხადებით, შეერთებულ შტატებში ღრმა შეშფოთებას იწვევს ის შედეგები, რომლებიც შესაძლოა, ამ კანონმა საქართველოში სიტყვის თავისუფლებასა და დემოკრატიას მოუტანოს.

„ხალხის ძალის“ მიერ ინიციირებულ კანონპროექტს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური ხელმძღვანელი ჟოზეპ ბორელიც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ კანონპროექტის მიღება შეუთავსებელი იქნება ევროკავშირის ნორმებთან და ღირებულებებთან.

ჯერ არ არის ცნობილი, როდის უყრიან კენჭს საქართელოს პარლამენტში სადავო კანონპროექტს, თუმცა უკვე ცნობილია, რომ დოკუმენტს მმართველი პარტიის მხარდაჭერა ექნება.

წყარო: euronewsgeorgia.com
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
19:53 / 22.11.2024
"შავ პარასკევს", 29 ნოემბერს, თიბისი ყველა მომხმარებელს
16:42 / 22.11.2024
საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების
სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.

საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.

15:55 / 22.11.2024
საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე,
ტანის ხეობაში

საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე, ტანის ხეობაში

13:33 / 22.11.2024
ღამის ულამაზესი პეიზაჟი იხატება, როცა მწერლის თვალით უყურებ
ღამის ულამაზესი პეიზაჟი იხატება, როცა მწერლის თვალით უყურებ " ბნელ სივრცეში " როგორ " ირწევიან ღრუბლები,"
21:11 / 21.11.2024
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა თანატოლი ჰყავს.

"ტრანსპორტი არ არის, სოფლამდე მოსასვლელი გზა არ იყო და ამის გამო არ დადიოდა

რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.