რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
გორში ,,ქალები ევროპული მომავლისთვის" პროექტის ფარგლებში შეხვედრა იგეგმება
პარტია ,,სტრატეგია აღმაშენებლის" ინიციატივითა და ფრიდრიხ ნაუმანის
ფონდის მხარდაჭერით, პროექტის ფარგლებში "ქალები პოლიტიკაში ევროპული
მომავლისთვის" 25 მარტს გორში ქალებთან ინტენსიური სამუშაო შეხვედრა
გაიმართება. მსგავსი შეხვედრა უკვე გაიმართა რუსთავში და ასევე
იგეგმება თელავში, სიღნაღსა და მარნეულში. პროექტის მიზანია ხელი
შეუწყოს ქალთა გაძლიერებას, გამოკვეთოს მათი როლი საზოგადოებაში,
როგორც ლიბერალური დემოკრატიის პრინციპებისა და ევროპული
პერსპექტივისთვის განვითარებისთვის.
,,დღეს, საქართველოში ხალხი აღარ არის ხელისუფლების წყარო. უკიდურესად გაღრმავებულია პოლიტიკური თუ ეკონომიკური კრიზისი. ეჭვქვეშ დგება საქართველოს ევროპული მომავალი. ვხედავთ, რომ 12 პუნქტიანი რეკომენდაციის შესრულებაშიც არ გვაქვს წინსვლა. დამოუკიდებლობის აღდგენიდან 30 წლის განმავლობაში ერთი და იგივე სახეებია წარმოდგენილი პოლიტიკურ სცენაზე, რაც კიდევ უფრო ამცირებს ნდობას პოლიტიკისადმი. სამოქალაქო ჩართულობა, ახალგაზრდული ენთუზიაზმი და ენერგეტიკა ერთადერთი გამოსავალია საყოველთაო ნიჰილიზმის, უიმედობისა და უნდობლობის დასამარცხებლად. პროექტის "ქალები ევროპული მომავლისთვის" მიზანია დემოკრატიული ღირებულებების მხარდაჭერა განსაკუთრებით საქართველოს რეგიონებსა და დიდ ქალაქებში. მშვიდობიანი, პოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტების არცოდნა ხელს აძლევს ხელისუფლებას გაიმყაროს ძალაუფლება და კვლავ გააღვივოს პოლარიზების პროცესი საზოგადოების უმრავლესობის ნების საწინააღმდეგოდ. სწორედ აქტიური ქალების, ახალი აქტორების მხარდაჭრა და ევროპული მომავლისთვის საერთო ხედვების ხორცშესხმა არის ჩვენი პროექტის ამოცანა." - ,,სტრატეგია აღმაშენებლის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ნანა ტოხვაძე.
,,საქართველოში ჩატარებული სხვა და სხვა კვლევით დასტურდება, რომ ამომრჩევლის უმრავლესობა ემხრობა პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობის გაზრდას. საქართველოს მოსახლეობის 65% უჭერს მხარს გენდერულ კვოტირებას, 60%-ის აზრით, ქალების მეტი ჩართულობა პოლიტიკაში დადებით გავლენას იქონიებს ქვეყნის განვითარებაზე. ქალების 85% და კაცების 58% ფიქრობს, რომ კარიერაში ქალებს უფრო მეტი დაბრკოლების გადალახვა უწევთ, ვიდრე კაცებს. ამიტომ მნიშვნელოვანია ქალების მხარდაჭერა და გაძლიერება, როგორც საგანმანათლებლო აქტივობებით ისევე ერთმანეთის სოლიდარობითა და თანადგომით. რუსთავის შემდეგ თელავში, სიღნაღში და მარნეულში გავმართავთ შეხვედრებს, სასიამოვნოა რომ პროექტში ჩართვის მსურველთა რაოდენობა მზარდია და იმედი მაქვს გორშიც ძალიან საინტერესო და საიმედო ქალებს გავიცნობთ. მადლობას ვუხდი ამ შესაძლებლობისთვის ფრიდრიხ ნაუმანის ფონდს თავისუფლებისთვის" - ,,სტრატეგია აღმაშენებლის" პოლიტიკური საბჭოს წევრი თეონა ჭალიძე.

ამავე კატეგორიაში
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
"შავ პარასკევს", 29 ნოემბერს, თიბისი ყველა მომხმარებელს
საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.
საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე, ტანის ხეობაში
ღამის ულამაზესი პეიზაჟი იხატება, როცა მწერლის თვალით უყურებ " ბნელ
სივრცეში " როგორ " ირწევიან ღრუბლები,"
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ
ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა
თანატოლი ჰყავს.
რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი
ახალგაზრდების გამოცდილება
გასული თვის პოპულარული სიახლეები
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები