რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
,,ევროპასთან თანამშრომლობა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის არჩევანია''
,,ევროპასთან თანამშრომლობა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის
არჩევანია''
- ამის შესახებ განცხადებას უნივერსიტეტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
განცხადება დღეს, 8 მარტს საღამოს გაავრცელეს. მასში ვკითხულობთ:
,,გორის სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის ევროპასთან ინტეგრაციისა და ინსტიტუციური ინტერნაციონალიზაციის პროცესი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პრიორიტეტია, შესაბამისად, ევროპის უნივერსიტეტებთან, საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევით ორგანიზაციებთან თანამშრომლობა ინსტიტუციური ინტერნაციონალიზაციის პროცესის ერთერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა.
უკანასკნელი წლების განმავლობაში გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან, მათ შორის ევროკავშირის ქოლგის ქვეშ მყოფ ინსტიტუციებთან, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსა და საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან (USAID), გაეროს ბავშვთა ფონდთან და საქართველოში აკრედიტებულ საელჩოებთან.
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი ამჟამად ჩართულია ევროკომისიის მიერ დაფინანსებულ 11 პროგრამაში: ინსტიტუციური განვითარების (CBHE) 3 პროექტი; 1 ჟან მონეს მოდული („აღმოაჩინე ევროკავშირი ასოცირების შეთანხმებაში“); ერასმუს +-ს საერთაშორისო კრედიტ მობილობის 7 პროგრამა.
ზემოაღნიშნულ საერთაშორისო პროექტებში ჩართულები არიან გორის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და პარტნიორი ევროპული უნივერსიტეტების აკადემიური/ ადმინისტრაციული პერსონალი და სტუდენტები, რომლებიც აკადემიური მობილობის გზით ახდენენ ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას ერთიანი ევროპული საგნამანათლებლო სივრცის განვითარებისა და ფუნდამენტური ევროპული ღირებულებების განმტკიცებისთვის.
ევროპული ღირებულებები, ევროპასთან თანამშრომლობა და ევროპულ საგნამანათლებლო სივრცეში ინტეგრაცია გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის არჩევანია'' - წერია განცხადებაში.

ამავე კატეგორიაში
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
"შავ პარასკევს", 29 ნოემბერს, თიბისი ყველა მომხმარებელს
საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.
საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე, ტანის ხეობაში
ღამის ულამაზესი პეიზაჟი იხატება, როცა მწერლის თვალით უყურებ " ბნელ
სივრცეში " როგორ " ირწევიან ღრუბლები,"
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ
ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა
თანატოლი ჰყავს.
რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი
ახალგაზრდების გამოცდილება
გასული თვის პოპულარული სიახლეები
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები