რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
გორში მომხდარ მკვლელობის ფაქტზე კიდევ ერთი ვერსია ვრცელდება
გორში, სადგურის დასახლებაში მომხდარ მკვლელობისა და ერთი ადამიანის
დაჭრის ფაქტზე მოკლულისა და დაჭრილის მამაკაცის მხარეებმა საკუთარი
პოზიცია გაავრცელეს.
ეს ინფორმაცია ადვოკატმა ნინო შავშვილმა საკუთარ გვერდზეც გააზიარა. ის იცავს ამ საქმეზე ერთ-ერთ ბრალდებულს. აღნიშნული ინფორმაციის მიხედვით, ამბავი გადმოცემულია პირველწყაროსგან, ამ ეტაპზე უცნობია, ვისგან.
ახალი ვერსია
,,2022 წლის ზაფხულში საბაშვილების კუთვნილ ავტოსახელოსნოში მიიყვანეს ავტომობილი (შავი ფერის ჯიპი) რომელიც საჭიროებდა შეღებვას, ხელოსანმა აღნიშნულ მომსახურებაში მოითხოვა 1800 ლარი.
ბიჭები დათანხმდნენ ზემოთ აღნიშნული თანხის გადახდას და დაიწყეს მისი მიცემა ნაწილ-ნაწილ ასე: 550 ლ შემდეგ 500 ლ, დარჩენილი ნაწილი კი რომელიც შეადგენდა 750 ლარს ბიჭებმა გადმორიცხეს საზღვარგარეთ ყოფნის დროს, რომელიც მათი ახლობლის მეშვეობით მიიტანეს სახელოსნოში, დეკემბრის ბოლოს.
საზღვარგარეთ წასული ბიჭები საქართველოში 5 თვის შემდეგ, იანვრის მიწურულს ბრუნდებიან და სახელოსნოში მისულებს ავტომობილი მხოლოდდამხოლოდ "დაშპაკლული" ხვდებათ. შექმნილი სურათი ბიჭების გაკვირვებას და უკმაყოფილებას იწვევს. ბუნებრივია, მათ უჩნდებათ კითხვები ხელოსნის მიმართ, რომელიც მდგომარეობს შემდეგში:
1) რატომ არ შეიღება მათი ავტომობილი?
2) რატომ არ შეასრულა ხელოსანმა შეთანხმების მისი ნაწილი, როდესაც ბიჭებს მათი წილი ვალდებულება პირ ნათლად ქონდათ შესრულებული.
დასმული კითხვების პასუხად ნიკა საბაშვილმა ბიჭებს უთხრა, რომ მას ბევრი საქმე ჰქონდა და მათი ავტომობილის შეღებვას დაჭირდებოდა კიდევ 2 თვე და აქვე შესთავაზა, თუ სურდათ, მათი საქმე ორ სამ დღეში დაესრულებინა, გადახდილი 1800 ლარისთვის კიდევ 1000 ლარი უნდა დაემატებინათ.
ამ აღმაშფოთებელ შეთავაზებაზე რატი მამედოვმა ზდილობიანად და თავშეკავებულად უპასუხა ნიკა საბაშვილის ძმას, დავით საბაშვილს,რომ აღარ აპირებდნენ მათთან ავტომობილის დატოვებას და საბაშვილებს დაებრუნებინათ შეუსრულებელ სამუშაოში აღებული 1800 ლარი.
რატი მამედოვის პასუხის მოსმენის შემდეგ დავით საბაშვილი ამბობს, რომ თანხა რომელიც წინასწარ ქონდათ აღებული, უკვე დახარჯულია, მიუხედავად იმის, რომ მამედოვს შეეძლო სრული თანხა დაუყოვნებლივ მოეთხოვა, ის იჩენს კეთილ ნებას და სთავაზობს მისთვის მისაცემი თანხის გადახდას ყოველ თვე, 500ლარის ოდენობით, რასაც დავით საბაშვილი თანხმდება.
ყოველივე ამის შემდეგ რატი მამედოვი ტოვებს სახელოსნოს, დავით საბაშვილი კი შედის ბოქსში და იმეორებს მამედოვთან ნათქვამს, რომ აღებული თანხა უკვე დახარჯულია.
მეორე დღეს ნიკა საბაშვილი მიდის სახელისნოში, სადაც მას ხვდება პოლიციელი გოგა სამადალაშვილი, რომელიც ასევე სარგებლობს საბაშვილების მომსახურებით, ნიკა საბაშვილი სახელოსნოში მისვლისთანავე ყველასგან დაუფარავად, ხმამაღლა აცხადებს,ვციტირებ: "ეხლა ნახე რა ამბები დავატრიალო".
დავით საბაშვილის და რატი მამედოვის შეთანხმების მიუხედავად, ნიკა საბაშვილი სახელოსნოში მისულ ვანო ღვინიაშვილს და ირაკლი კობერიძეს გასაღიზიანებლად, ავტომობილიდან გადმოსძახებს, რომ მათ ავტომობილს არ შეღებავს და გზას განაგრძობს სოფ.ხიდისთავის მიმართულებით, მას უკან მიყვებიან ირაკლი კობერიძე და ვანო ღვინიაშვილი, რომლებიც დაეწევიან ნიკა საბაშვილს, სთხოვენ გააჩეროს ავტომობილი და დაელაპარაკოს მათ, რა მიზეზით არ აპირებს ავტომობილის შეღებვას. მას შემდეგ რაც ნიკა საბაშვილი ავტომობილს აჩერებს, ჩერდებიან ვანო ღვინიაშვილი და ირაკლი კობერიძეც და ყოველგვარი იარაღის გარეშე ცარიელი, სუფთა ხელებით გადმოდიან ავტომობილიდან, რასაც ვერ ვიტყვით ნიკა საბაშვილზე, ის გაჩერებისთანავე ავტომობილიდან ავტომატით ხელში გადმოდის და "დამიზნებით, მოკვლის მიზნით ესვრის ჯერ ვანო ღვინიაშვილს, რომელიც ძირს ეცემა, შემდგეგ კი ირაკლი კობერიძეს დამიზნებით, მოკვლის მიზნით, რომელიც ძირს ეცემა"
როდესაც ვაზნები უმთავრდება, უკვე მოკლულ ირაკლი კობერიძეს ავტომატის კონდახით აყენებს დარტყმებს სახეში, უმოწყალოდ.. ყოველივე ზემოთ მონათხრობის შემდეგ კი ნიკა საბაშვილი ბრუნდება სახელოსნოში და იქ მყოფ პოლიციელს გოგა სამადალაშვილს ეუბნება " ხალხი დავხოცე".'' - ციტატის დასასრული.
ბრალდებულის მხარის, საბაშვილის ადვოკატის ვერსია
გორში მომხდარ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულის ადვოკატი ნოდარ ცინცაძეა. ის იმ გარემოებებზე საუბრობს, რამაც გუშინ სადგურის დასახლებაში მკვლელობის ფაქტი გამოიწვია.
ადვოკატის განცხადებით, მხარეებს შორის დაპირისპირებამ კულმინაციას მკვლელობამდე ორი დღით ადრე მიაღწია.
,,ზოგადად, ეს ურთიერთობა პერიოდულად ხდებოდა. მივიდოდნენ, აკეთებინებდნენ მანქანას და თანხას არ უხდიდნენ. ბოლოს კი, როდესაც მანქანა მიიყვანეს და მისი შეღებვა მოსთხოვეს, ჩემმა დაცვის ქვეშ მყოფმა უარი განუცხადა მანქანის შეღებვაზე. ეს მანქანა არ შეიღებებაო. ცუდად ექცევით ჩემ ოჯახსო“ - აცხადებს ნოდარ ცინცაძეს.
ირკვევა, რომ მანქანის მფლობელს ურთიერთობა ჰქონდა ბრალდებულის ძმასთანაც:
,,წინა დღეებში ხელისნის ძმასთან მისულან და უთქვამთ, რომ თუ არ მოგვემსახურები, პრობლემები შეგექმნებათო; თუ გინდათ, რომ ხანძარი არ გაჩნდეს, ან შუშები არ დაილეწოს, ასე უნდა მოიქცეთო. ოჯახიც ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო ჩავარდნილი. არ იცოდნენ, რა გაკეთებინათ. ამასთანავე ითხოვდნენ კიდეც თანხას. გარდა იმისა, რომ არ უხდიდნენ მომსახურების ანაზღაურებას, იმაზეც იყო საუბარი, რომ აქეთ თანხა მიეცათ. მოკლედ ძალიან ცუდი სიტუაცია იყო““ - აცხადებს ადვოკატი ნოდარ ცინცაძე.
რაც შეეხება გუშინდე ფაქტს:
,,ამ დროს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი მიდიოდა ატენისკენ, იქ სიმამრთან უნდა წასულიყო და, როგორც ყვებიან, ნადირობას აპირებდნენ. გაფორმებული იარაღიც ამიტომ ჰქონდა მანქანაში. სწორედ ამ დროს შესაღები მანქანით მიადგნენ და მოსთხოვეს შეღებვა. ჩემმა დაცვის ქვეშ მყოფმა უთხრა, რომ მანქანა არ შეიღებებოდა და განაგრძო გზა ატენისკენ. გაეკიდნენ მანქანით და წინ გადაუდგნენ. ჩემმა დაცვის ქვეშ მყოფმა გადმოიღო ეს იარაღი იმ მიზნით, რომ არ მიკარებოდნენ. ისეთ მდგომარეობაში იყო, რომ მისი ეს მოქმედება თავდაცვის მიზანი იყო. ამბობს, რომ გაუვარდა იარაღი, მხოლოდ სურდა,რომ თავი დაენებებინათ და არ მიკარებოდნენ.““ - აღნიშნავს ნოდარ ცინცაძე.
შსს-ს ვერსია
შეგახსნენებთ, შს სამინისტროს ცნობით, დაკავებულია 1991 წელს დაბადებული ნ.ს. განზრახ მკვლელობისა და განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით.
გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა გორში, ურთიერთდაპირისპირებისას, 1990 წელს დაბადებულ ი.კ. და 1996 წელს დაბადებული ვ.ღ. ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრა. მიღებული ჭრილობების შედეგად, ი.კ. გარდაიცვალა, ხოლო ვ.ღ. საავადმყოფოშია მოთავსებული, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდება.
სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.
განზრახ მკვლელობისა და განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 19-109-ე მუხლებით მიმდინარეობს.
დანაშაულები 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამავე კატეგორიაში
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
"შავ პარასკევს", 29 ნოემბერს, თიბისი ყველა მომხმარებელს
საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.
საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე, ტანის ხეობაში
ღამის ულამაზესი პეიზაჟი იხატება, როცა მწერლის თვალით უყურებ " ბნელ
სივრცეში " როგორ " ირწევიან ღრუბლები,"
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ
ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა
თანატოლი ჰყავს.
რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი
ახალგაზრდების გამოცდილება
გასული თვის პოპულარული სიახლეები
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები