რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ახალი ამბები
თიბისი კონცეპტი და „მოგზაური“ გთავაზობთ დაუვიწყარ თავგადასავალს ქართლში /R/
თიბისი კონცეპტი და „მოგზაური“, 22-23 აპრილს, გთავაზობთ მოგზაურობას ქართლში: "ქართლის სასახლეები - მოგზაურობა მივიწყებულ ისტორიებში". ეს არის ტური, რომლის დროსაც აღმოაჩენთ მე-19 და მე-20 საუკუნეების ქართლის სასახლეების ისტორიებს და გაეცნობით იმავე პერიოდის საზოგადოებრივ - კულტურულ ცხოვრებას.

ეს იქნება დროში მოგზაურობის, ისტორიების და შემონახული ლეგენდების გაცოცხლების დაუვიწყარი გამოცდილება, სადაც თქვენ მეგზურობას ისტორიკოსები და ხელოვნებათმცოდნეები გაგიწევენ.

ორი დღის განმავლობაში თქვენ მოინახულებთ:

სოფელ ლამისყანაში ქსნის ერისთავების (მანამდე აზნაურ გარაყანიძეების) და ჯამბაკურ-ორბელიანის სასახლე-მუზეუმს;

ამილახვართა ციხე-სასახლეს სოფელ ქვემო ჭალაში;

თარხან-მოურავების, “მარშლიანთ” სასახლეს სოფელ გარიყულაში;

მუხრანბატონის სასახლეს სოფელ მუხრანში;

ასევე გაეცნობით ისტორიებს, მავთულხლართების მიღმა დარჩენილ, ქსნის ერისთავების (ახალგორში) და ივანე მაჩაბლის (თამარაშენში) სასახლეების შესახებ.


ხელოვნებათმცოდნე ნიკა ვაჩეიშვილი ქართლის ღირშესანიშნაობების ექსკურსის პარალელურად, მოგზაურებს, ატენის ხეობაში, საკუთარ სასტუმროში უმასპინძლებს. ატენის ხეობის ისტორიულ-სტრატეგიული მნიშვნელობის გაცნობასთან ერთად, ტურის მონაწილეებისთვის გაიმართება ატენური ღვინის დეგუსტაცია. აქვე, ქართლური კულინარიის სიმბოლოებს, თონეში პურისა და ნაზუქის გამოცხობის ტრადიციებს გაეცნობიან..

ქართლის წარსულში მოგზაურობას კიდევ უფრო შთამბეჭდავს გუგა კოტეტიშვილი გახდის. სოფელ გუდალეთში, მამასთან, ვახუშტი კოტეტიშვილთან ერთად, 30 წლის წინ საკუთარი ხელით აშენებულ სახელოსნო - სახლში „მოგზაურს“ თავად უმასპინძლებს!

ტურის კულმინაცია მუხრანბატონის სასახლეში, რეჟისორ ლევან წულაძესთან შეხვედრა იქნება. საუბრის თემა კი თავად-აზნაურთა სოციალურ-კულტურული ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილის, ქართლის სასახლეებში დადგმული გიორგი ერისთავის წარმოდგენების როლსა და ქართული კლასიკური თეატრის საფუძვლებს შეეხება.

ტურის ფარგლებში, კონცეპტის მომხმარებლებზე ვრცელდება 20%-იანი ფასდაკლება.

რეგისტრაციისთვის, გთხოვთ, დაუკავშირდეთ კონცეპტ ასისტენტს: 032 2 27 27 00

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ მოგზაურის გუნდს: 599 908 906, 599 380 817
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
19:53 / 22.11.2024
"შავ პარასკევს", 29 ნოემბერს, თიბისი ყველა მომხმარებელს
16:42 / 22.11.2024
საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების
სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.

საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.

15:55 / 22.11.2024
საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე,
ტანის ხეობაში

საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე, ტანის ხეობაში

13:33 / 22.11.2024
ღამის ულამაზესი პეიზაჟი იხატება, როცა მწერლის თვალით უყურებ
ღამის ულამაზესი პეიზაჟი იხატება, როცა მწერლის თვალით უყურებ " ბნელ სივრცეში " როგორ " ირწევიან ღრუბლები,"
21:11 / 21.11.2024
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა თანატოლი ჰყავს.

"ტრანსპორტი არ არის, სოფლამდე მოსასვლელი გზა არ იყო და ამის გამო არ დადიოდა

რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.