რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ახალი ამბები
ხაშურში ჯართის ქურდობის მცდელობის ფაქტზე პოლიციას ერთი პირი გაექცა - პროკურორი
ხაშურში დასრულდა იმ სისხლის სამართლის საქმის განხილვა, რომელიც რკინიგზის ტერიტორიიდან ტრანსფორმატორის ქურდობის მცდელობის ფაქტს ეხება.

ბრალდების მტკიცებით, ხაშური-ქარელის მონაკვეთზე ორი პირი ტრანსფორმატორს ჯართში ჩასაბარებლად იპარავდა. პოლიციამ მათი დაკავება სცადა. თუმცა, მხოლოდ ერთი პირის დაკავება მოხერხდა.

დაკავებულს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. პოლიციამ მეორე პირის ვინაობა დღემდე ვერ გაარკვია.

როგორც პროკურორმა თორნიკე ბაიდოშვილმა განაცხადა, ქურდობის მცდელობის ფაქტი 2021 წლის 23 ნოემბერს ღამის 2-ის ნახევარზე, მოხდა. პოლიციელებმა ჩასაფრება მოაწყეს, ორივეს დაკავება სცადეს. ერთ-ერთმა პირმა ჯემპრი გაიხადა და გაქცევა მოახერხა. პოლიციელებს მხოლოდ მისი ჯემპრი შერჩათ ხელთ.

დაკავებულის ადვოკატმა განმარტა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი რკინიგზის ტერიტორიაზე შემთხვევით აღმოჩნდა უცნობთან ერთად - მთვრალი გაჰყვა.

,,უცნობს ჰქონდა ქანჩი, რომელმაც პოლიციელების დანახვაზე ,,ყველაფერი გადაყარა და გაიქცა" - აღნიშნა ადვოკატმა პროცესზე.

პროცესზე პოლიციელებმა დააზუსტეს, რომ უცნობი პირი გაქცევის პროცესში დაიჭირეს ტანსაცმლით, თუმცა ელვაშესაკრავიანი ჯემპრი გასძვრა და საბოლოოდ მაინც მოახერხა გაქცევაო.

სასამართლომ განმარტა, რომ ადვოკატის პოზიცია ვერ იქნება გაზიარებული შემდეგ გარემოებათა გამო:

,,სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, რომ ბრალდებული 22 ნოემბრის საღამოს ქეიფობდა, რის შემდეგაც უცნობ პირებთან ერთად შემთხვევით - ისე, რომ არ იცის, როგორ აღმოჩნდა იმ ადგილას, რომელიც არ წარმოადგენს მისი ყოფნის/გადაადგილების ჩვეულ არეალს და თავად არ ჩაუდენია არც ქურდობა და არც ქურდობის მცდელობა. დაცვის მხარეს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა დანაშაულის ადგილზე მისვლამდე ქეიფს, ალკოჰოლური სასმლის დალევას და სიმთვრალეს, ამასთან, არ უთითებს მისი თანმხლები პირის ვინაობას, მათ შორის, სასამართლოში არ დაუყენებია შუამდგომლობა იმ პირის/პირთა დაკითხვის თაობაზე, ვინც დაადასტურებდა შემთხვევამდე სუფრაზე ყოფნას ან/და მის სიმთვრალეს (მითუფრო, იმ პირობებში, როცა სიმთვრალის ფაქტი არ დასტურდებოდა არც დაკავების ოქმით, არც დაკავების განმახორციელებელი პოლიციელების ჩვენებებით, არც შესაბამისი შემოწმების ოქმით ან სხვა რომელიმე მტკიცებულებით) - რაც, ერთი მხრივ, შექმნიდა აღნიშნული ვერსიის გადამოწმების შესაძლებლობას, ხოლო, მეორე მხრივ, გააჩენდა გარკვეული ეჭვის საფუძველს, რომ შესაძლოა, ის მართლაც შემთხვევით აღმოჩნდა სწორედ იმ ადგილას, სადაც წინა დღეს ჩადენილი იყო დანაშაული (ქურდობა), მითუფრო, რომ ის დააკავეს იგივე დანაშაულის (იგივე ადგილას, იგივე სახეობის ნივთის ქურდობის) ჩადენის პროცესში.'' - განმარტა მოსამართლემ.

ფოტოზე: ხაშურის პროკურორი თორნიკე ბაიდოშვილი
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
19:53 / 22.11.2024
"შავ პარასკევს", 29 ნოემბერს, თიბისი ყველა მომხმარებელს
16:42 / 22.11.2024
საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების
სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.

საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.

15:55 / 22.11.2024
საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე,
ტანის ხეობაში

საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე, ტანის ხეობაში

13:33 / 22.11.2024
ღამის ულამაზესი პეიზაჟი იხატება, როცა მწერლის თვალით უყურებ
ღამის ულამაზესი პეიზაჟი იხატება, როცა მწერლის თვალით უყურებ " ბნელ სივრცეში " როგორ " ირწევიან ღრუბლები,"
21:11 / 21.11.2024
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა თანატოლი ჰყავს.

"ტრანსპორტი არ არის, სოფლამდე მოსასვლელი გზა არ იყო და ამის გამო არ დადიოდა

რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.