რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
რა დავწვათ ჭიაკოკონობას? - იურისტის განმარტება
ხვალ, 2023 წლის 12 აპრილს ჭიაკოკონობაა. ეს ტრადიცია აღდგომის წინა
ოთხშაბათს თითქმის ყველა სოფელში იმართება.
საიას იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდის მიერ გამოცემულ ცნობაში, რომელიც მოზარდებისთვის დაიწერა, ვკიხულობთ:
ერთ-ერთ სოფელში 16 წლის ბაკურმა და დიმიტრიმ ავტომანქანების გაცვეთილი საბურავები შეაგროვეს. მათ სოფელში დიდი „ჭიაკოკონობის“ მოწყობა სურდათ. ამ მიზნით ერთმანეთზე დაალაგეს 10-ამდე სხვადასხვა ზომის საბურავი და უზარმაზარი კოცონი დაანთეს.
მთელმა სოფელმა მალე ცეცხლთან მოიყარა თავი. ამასობაში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინსპექტორებიც გამოჩნდნენ. მათ ორივე არასრულწლოვანი 400-400 ლარით დააჯარიმეს.
ბაკური და დიმიტრი არა ეთანხმებიან დაჯარიმებას. მათი აზრით, ინსპექტორებს უფლება არ აქვთ, აღკვეთონ ეს ძირძველი ტრადიცია.
როგორ წესრიგდება ეს ურთიერთობა?
იურისტი: ,,ერთი შეხედვით, გრემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინსპექტორის მიერ ახალგაზრდების დაჯარიმება ეწინააღმდეგება ამ წარმართულ ქართულ ტრადიციას, თუმცა საეჭვოა, ეს ტრადიცია საბურავების დაწვით დაწყებულიყო. საქმე ისაა, რომ ჭიაკოკონობის ტრადიციას გაცილებით ხანგრძლივი ისტორია აქვს, ვიდრე რეზინის საბურავების გამოგონებას. ამიტომაც ინსპექტორების ქმედება ყველანაირად გამართლებულია.
როგორ უნდა მოიძებნოს გამოსავალი?
იურისტი; - შეიძლება თუ არა „ჭიაკოკონობის“ ტრადიციის ისეთნაირად შენარჩუნება, რომ ის მოქმედ წესებს არ ეწინააღმდეგებოდეს? ასეთი რამ შესაძლებელია. პირველ რიგში, საცეცხლე მასალად გამოყენებულ უნდა იქნეს შეშა. როგორც ცნობილია, ასეთი რამ პიკნიკებზეც გამოიყენება მწვადის შესაწვავად, რაც კანონმდებლობას არანაირად არ არღვევს. ამავე დროს, ცეცხლის დასანთებად უნდა გამოიყენონ მხოლოდ ნებადართული საშეშე მასალა (მაგ., მოთხრილ-მოტეხილი კუნძები და ფიჩხები, რომლებიც ბლომად მოიპოვება საქართველოს ტყეებსა თუ მდინარეთა ნაპირებზე). ნებადართული საშეშე მასალის გამოყენებას აქვს შემდეგი მიზანი – ერთმა გარემოსდაცვითმა ღონისძიებამ (ამ შემთხვევაში საბურავების დაწვის თავიდან არიდებამ) წინააღმდეგობა არ უნდა შეუქმნას სხვა გარემოსდაცვით ინტერესს (მაგ., ხე-ტყის უკანონო გაჩეხვისაგან დაცვას).
რას ამბობს ხელისუფლება
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის წინა ოთხშაბათს ტრადიციული რიტუალი - „ჭიაკოკონობა“ იმართება. რიტუალის დროს ცეცხლის დასანთებად, მოსახლეობა სხვადასხვა ტიპის მუნიციპალურ ნარჩენს იყენებს.
აღნიშნული ნარჩენების დაწვისას, გამოიყოფა გარემოსა და ადამიანთა ჯანმრთელობისათვის საშიში ტოქსიკური, კანცეროგენული ნივთიერებები და აირები. საფრთხე ექმნება მოსახლეობის, განსაკუთრებით კი, ბავშვების ჯანმრთელობას, რომლებიც აქტიურად მონაწილეობენ ტრადიციულ რიტუალში.
გარემოსა დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოსახლეობას აფრთხილებს, რომ ნარჩენების მართვის კოდექსის შესაბამისად, ნებისმიერი ტიპის ნარჩენის (მათ შორის, საბურავების, პლასტიკის მასალის, ფოთლების) ღია წესით დაწვა აკრძალულია.
ნარჩენების მართვის კოდექსის თანახმად, მუნიციპალური არასახიფათო ნარჩენების - ფოთლების, ბაღის/პარკის ნარჩენების, საყოფაცხოვრებო ნარჩენების ღია წესით დაწვა გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ხოლო საბურავის, რეზინისა და სხვა ელასტომერული მასალის ღია წესით დაწვის შემთხვევაში, სამართალდამრღვევს 1 500 ლარის ოდენობის ჯარიმის გადახდა მოუწევს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები, „ჭიაკოკონობის ღამეს“ კონტროლს გაამკაცრებენ და თითოეულ სამართალდარღვევაზე შესაბამის რეაგირებას მოახდენენ.

ამავე კატეგორიაში
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
"შავ პარასკევს", 29 ნოემბერს, თიბისი ყველა მომხმარებელს
საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.
საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე, ტანის ხეობაში
ღამის ულამაზესი პეიზაჟი იხატება, როცა მწერლის თვალით უყურებ " ბნელ
სივრცეში " როგორ " ირწევიან ღრუბლები,"
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ
ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა
თანატოლი ჰყავს.
რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი
ახალგაზრდების გამოცდილება
გასული თვის პოპულარული სიახლეები
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები