რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ახალი ამბები
ხუნგალობა - აღდგომის ორშაბათის ტრადიცია ატენში
ატენში, ერთ გორაკზე არის ადგილი, რომელიც ადგილობრივების განცხადებით, ხუნგალის წმ. გიორგის ეკლესიის ნანგრევებია.

ამ ადგილს დიდი ქართველი მეცნიერი სერგი მაკალათია 1957 წელს ესტუმრა. ის გასაუბრებია ატენელებს, რომელთაც მოუთხრეს შემდეგი:

,,ერთ და-ძმას მშობლები პატარაობიდანვე დახოციათ და გასაზრდელად სხვადასხვა პირებს წაუყვანიათ. და-ძმა ერთმანეთს დაშორდნენ და არაფერი იცოდნენ ერთმანეთის შესახებ. შემდეგ, როდესაც ასაკში შესულან, ამ უცნობლობის გამო, ვაჟს თავისი და ცოლად უთხოვია, პატარძალი დასაქორწილებლად მიუყვანიათ ვაჟის ოჯახში. ნეფე-პატარძალი მეჯვარითა და მაყრიონით შესულან ხუნგალის ეკლესიაში და ჯვარი დაუწერიათ. ამგვარი საქმის ჩადენისათვის ხუნგალის წმ. გიორგი განრისხებულა და ჯვრის წერის დროს ეკლესია დანგრეულა. ხალხური თქმულების მიხედვით, ამ ნანგრევებში ჩამარხულა ნეფე-პატარძალი (და-ძმა), მათი მაყარი და მღვდელ-დიაკვანნიო'' - წერს სერგი მაკალათია თავის ნაშრომში ,,ატენის ხეობა''

ამ ადგილის შესახებ ცნობები გორის ეთნოფრაფიულ მასალებშიცაა დაცული.

,,აღდგომის ორშაბათს ატენში (პატარა ატენი) სცოდნიათ დღეობა "ხუნგალობა". ამ დღეს ზემო გორაკზე მდებარე ხუნგალის წმინდა გიორგის ბევრი მლოცველი მოსდიოდა. ხალხის რწმენით, იგი კურნავდა სნეულებს, განსაკუთრებით ვისაც თვალის ტკივილი დაჰყვებოდა-ყვავილბატონებისა და წითელას მოხდის შემდეგ. შეთქმის მიხედვით მოჰყავდათ საკლავი და ლოცულობდნენ.'' - წერს გორის ეთნოგრაფიული მუზეუმის ხელმძღვანელი თამილა კოშორიძე თავის ნაშრომში, რომელიც ქართულ-ხალხურ დღეობების კალენდარს ეხება.

,,საინტერესოა ხატის სახელის ეტიმოლოგია.'' - წერს თამილა კოშორიძე, - ,,სახელი ჩამოჰგავს დიფტერიის ქართლურ ხალხურ სახელწოდებას-ხუნაგი. შესაძლებელია ამ სალოცავში თავდაპირველად მიდიოდნენ კონკრეტულად დიფტერიით ავადობის დროს ან მის შემდეგ, ხოლო დროთა განმავლობაში ხატმა შეიძინა ყველა ინფექციური დაავადებებისაგან განკურნებისა და მფარველობის ფუნქცია.''

თამილა კოშორიძის ცნობით, ხალხის რწმენაში ხუნგალი ითვლებოდა ძლიერ ხატად და მისი გაჯავრება საშიში იყო. არ შეიძლებოდა მისი სამლოცველოდან რაიმეს გატანა. გარშემო ჩაყრილი ყოფილა საზედაშე ქვევრები.

" ერთ ატენელ ჯიოშვილს ბევრი ღვინო მოსვლია და აქედან ამოუღია ერთი ქვევრი, წაუღია სახლში, ღვინო ჩაუსხამს. მაგრამ შვილი გახდომია მძიმედ ავადმყოფი. მაშინ მკითხავსა და ქადაგსაც მისთვის ურჩევია ქვევრი უკანვე წაეღო .იგი გაჯიუტებულა და დროზე არ წაუღია. ავადმყოფი შვილი მოკვდომია თუ არა, ხატის შიშით მაშინვე წაუღია ქვევრი და თავის ადგილას ჩაუდგამს. ეს ქვევრი დღესაც იქვე დგას" - წერს გორის ეთნოგრაფიული მუზეუმის მეცნიერი.

 

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
19:53 / 22.11.2024
"შავ პარასკევს", 29 ნოემბერს, თიბისი ყველა მომხმარებელს
16:42 / 22.11.2024
საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების
სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.

საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.

15:55 / 22.11.2024
საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე,
ტანის ხეობაში

საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე, ტანის ხეობაში

13:33 / 22.11.2024
ღამის ულამაზესი პეიზაჟი იხატება, როცა მწერლის თვალით უყურებ
ღამის ულამაზესი პეიზაჟი იხატება, როცა მწერლის თვალით უყურებ " ბნელ სივრცეში " როგორ " ირწევიან ღრუბლები,"
21:11 / 21.11.2024
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა თანატოლი ჰყავს.

"ტრანსპორტი არ არის, სოფლამდე მოსასვლელი გზა არ იყო და ამის გამო არ დადიოდა

რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.