რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
სწავლა სწავლებისთვის — გაიცანით 19 წლის ტექნოლოგიების მასწავლებელი ფარცხანაყანევიდან
"მასწავლებლებს ზოგჯერ ისევ მოსწავლე ვგონივარ, მოსწავლეები კი აკაკი
მასს, ხანდახან კი მხოლოდ აკაკის მეძახიან", — გვიყვება 19 წლის აკაკი
ფერცულიანი, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხანაყანევის მეორე
საჯარო სკოლის მასწავლებელი, ტექნოლოგიური
კლუბის ტრენერი, პროგრამისტი, ტექნოლოგიური
გზამკვლევი და უბრალოდ, დაუზარელი დამხმარე სკოლაში მყოფი ნებისმიერი
ადამიანისთვის.
საკუთარ სკოლაში ჯერ კიდევ 18 წლის მოსწავლის მასწავლებლად ქცევა რამდენიმე წლის წინ რთული წარმოსადგენი იყო, მაგრამ ტექნოლოგიების ეპოქას ჩვენი წარმოდგენების გადაფასება სჩვევია და დღეს აქ ვართ — სკოლაში, რომელიც ბავშვებისა და ქვეყნის ტექნოლოგიურ მომავალზე ზრუნავს.
ყველაფერი რამდენიმე წლის წინ დაიწყო, როცა სკოლის დირექტორმა — ვარდენ ნიქაბაძემ სასწავლო და ადმინისტრირების პროცესში სატესტოდ Google Classroom-ის გამოყენება გადაწყვიტა. ამას მოჰყვა სკოლაში ვებგვერდზე დაფუძნებული ელექტრონული ბიბლიოთეკის შექმნა, შემდეგ კი იყო 3D კლუბი, რომელსაც ტექნოლოგიების კუთხით აკაკის პირველი ნაბიჯები უკავშირდება.
სათამაშოების დაშლა-აწყობით, ენციკლოპედიების კითხვითა და ტექნოლოგიებისადმი განსაკუთრებული ინტერესით ცნობილმა აკაკიმ ახალ ხილს — 3D პრინტერს ალღო მალევე აუღო და საკუთარი აწყობილი 3D გამოსახულება — ფარცხანაყანევის მეორე სკოლის მაკეტიც დაბეჭდა.
მალე სკოლასა და მის დირექტორს, როგორც სკოლის ლიდერობის ეროვნული კონკურსის ნახევარფინალისტს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისგან 10 სასწავლო დრონი — DJI Tello Edu გადაეცა. ეს პროგრამირებით უკვე დაინტერესებული აკაკისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო იმისათვის, რომ ტექნოლოგიებით უფრო მეტად დაინტერესებულიყო. მალე მან დირექტორთან ერთად პითონის გამოყენებით დრონების სამართავი პროგრამაც შექმნა. XI-XII კლასში უკვე დირექტორის ასისტენტი იყო და აქტიურად ჩაერთო ბავშვებისთვის დრონების მართვის სწავლის პროცესში.
“ეს დრონები, რომელიც დირექტორს გადასცეს, ისე კარგად შევისწავლეთ, რომ ბოლოს აპლიკაცია დავწერეთ მის სამართავად. ეს აპლიკაცია დრონის კონტროლის შესაძლებლობას იძლევა: აფრენის, მიმართულების მიცემის, ფოტოებისა თუ ვიდეოების გადაღებისა თუ სხვადასხვა მანევრის გაკეთების კუთხით”, — ამბობს აკაკი ფერცულიანი.
აკაკი XII კლასში იყო და უკვე რამდენიმე თამაში ჰქონდა შექმნილი, როცა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, ევროკავშირის “განათლება დასაქმებისთვის” (Skills4Jobs) პროგრამის ფარგლებში, დაიწყო პროექტი: “ახალგაზრდული ტექნოლოგიური კლუბების ქსელი". პროექტი იწვევდა სკოლებს საქართველოს რვა რეგიონიდან იმისათვის, რომ მოსწავლეებისთვის მიეცათ ცოდნა კოდირებისა თუ ტექნიკური მეწარმეობის მიმართულებით. ფარცხანაყანევის მეორე საჯარო სკოლამ, პროექტის ფარგლებში, მოსწავლეებისთვის პითონის სწავლება გადაწყვიტა.
“პითონი აქტუალური პროგრამული ენაა, ბევრ რამეში გამოიყენება — როგორც რობოტს აპროგრამებს, ისე აპროგრამებს ვებსაც. პირველ ეტაპზე ჰოსტი ვიყავი, რაც გულისხმობდა მოსწავლეთა მოტივირებას კურსის გასავლელად, ლაბორატორიის ტექნიკურ გამართულობაზე ზრუნვასა და მოსწავლეთა დასწრების უზრუნველყოფას. ცოტა ხანში, მონდომებისა და სწავლის საფუძველზე, ტრენერობა შემომთავაზეს. ჰოსტი როცა ვიყავი ჩანდა, რომ მეტი მინდოდა, რადგან მეტი ვიცოდი და ვვითარდებოდი. შემდეგ პროგრამირების მიმართულებით გადამამზადეს, შეამოწმეს ჩემი ცოდნა. ახლა უკვე მე თვითონ ვასწავლი ბავშვებს პითონსა და ვებ დეველოპმენტს”, — გვიყვება აკაკი ფერცულიანი.
აკაკი ბავშვებს პროგრამირების საფუძვლებსა და ელექტრობას უხსნის, დაბალი კლასებიდან ასწავლის ბლოკურ პროგრამირებას და ამბობს, რომ ეს უფრო მოსახერხებელი და მარტივია მეოთხე კლასელებისთვის. მეექვსე, მეშვიდე და მერვე კლასთან რობოტიკასა და ელექტრობას ხსნის, აქ ერთვება პროგრამირებაც, რობოტების დაპროგრამების კუთხით. უფრო ზედა კლასებში კი აკაკი ვებ დეველოპმენტისა და პითონის სწავლებაზე გადადის.
ისევე, როგორც ტექნოლოგიურ კლუბში, სკოლაში გამოცხადებულ სხვა კლუბებში სწავლა ნებაყოფლობითია. თავდაპირველად, როცა ტექნოლოგიური კლუბები სკოლაში ჯერ კიდევ ახალი შემოსული იყო, მას შედარებით ცოტა მოსწავლე ესწრებოდა, ახლა კი მათი რიცხვი მნიშვნელოვნადაა გაზრდილი.
სკოლაში ამჟამად, დაახლოებით, 200 ბავშვი სწავლობს. აკაკი ფერცულიანი მათთვის ტექნოლოგიური გზამკვლევი და მაგალითია, თუ როგორ შეიძლება 19 წლის ასაკშიც კი დააგროვო ცოდნა და მისი სხვებისთვის გაზიარების გამბედაობაც გყოფნიდეს.
ტექნოლოგიური კლუბის ტრენერობა აკაკი ფერცულიანის ერთადერთი საქმიანობა არ არის. კლუბის ფარგლებში 9-12 კლასის მოსწავლეებს აძლევს თანამედროვე სამყაროში ძალიან საჭირო ცოდნას, თუმცა არც შედარებით დაბალი კლასის მოსწავლეები რჩება ყურადღების მიღმა.
აკაკის ტექნოლოგიურ გაკვეთილებზე თავისუფლება და კეთილგანწყობაა. ერთ-ერთ გაკვეთილს ვესწრებით, რომელიც სპორტ-დარბაზში ტარდება. აქ მეოთხე კლასელები, ბლოკური პროგრამირების დახმარებით, დრონების მართვას ახერხებენ. მათი ცელქი საქციელის საპასუხოდ აკაკის ეღიმება და ამბობს, რომ ხანდახან თვითონაც ბავშვად გრძნობს თავს (მით უფრო ამ კედლებში), ამიტომ უჭირს, რომელიმე მათგანს გაუბრაზდეს.
ბავშვებთან ურთიერთობისას მშვიდი და მეგობრულია, მის გაკვეთილებზე მოსწავლეები კომფორტულად არიან და როგორც თვითონ ამბობს, მოსწავლეებს თამაშში ხელს უბრალოდ ვერ უშლის, მეტიც, ხანდახან თვითონაც აქეზებს, რომ მეტი მხიარულება იყოს.
აკაკის ამ მიდგომებსა და სწავლების მეთოდებს ხელშესახები შედეგებიც აქვს. ტექნოლოგიურ კლუბში მისი კურსდამთავრებულები პითონის გამოყენებით თამაშებს წერენ და მეტიც, მისმა ორმა მოსწავლემ ნარჩენებისგან პატარა რობოტიც კი ააწყო. ეს ყველაფერი არდუნიოს (ელექტრონული კონსტრუქტორისა და პლატფორმის) დახმარებით, რომლითაც ახალგაზრდა მასწავლებელი მოსწავლეებს ელექტრობას უხსნის.
ადგილზე ყოფნისას VI და VII კლასის მოსწავლეებმა — ალეკომ და ნუგომ მათი რობოტის პროტოტიპი გვაჩვენეს და ასევე, გვიამბეს, თუ როგორ დაწერეს პითონის გამოყენებით მათი პირველი კომპიუტერული თამაში.
“ალეკოსა და ნუგოს შემთხვევა ჩემთვის ძალიან დიდი მიღწევაა, რადგან მათ ძალიან კარგად აითვისეს ტექნოლოგიები. კიდევ ერთი მიღწევა ისაა, რომ მაღალ კლასებში ტექნოლოგიური აზროვნება შევიტანეთ და დავაახლოვეთ ბავშვები ამ სფეროსთან. შესაძლოა, თითოეული მათგანი არ წავიდეს ტექნოლოგიებში, თუმცა ამ მხრივ საბაზისო ცოდნა მაინც აქვთ. შესაძლოა, პროგრამირებას ალღო ვერ აუღონ, მაგრამ მოწყობილობაში რა და როგორ ხდება, ეს ცოდნა მაინც ექნებათ”, - აღნიშნავს აკაკი.
ფოტოზე: ალეკო და ნუგო
ტექნოლოგიებისთვის ალღოს აღება ყველას არ შეუძლია, მით უფრო, მაღალ კლასებში. ამის მიზეზად აკაკის წინაპირობის არქონა მიაჩნია და უფრო დიდ იმედებს შედარებით დაბალი კლასის მოსწავლეებზე ამყარებს. ამის მიუხედავად, ცნობისმოყვარეობისა და საკუთარი თავის გამოცდის სურვილის გამო, მის გაკვეთილებს ბევრი სტუმრობს და გამოწვევებით სავსე ტექნოლოგიური სამყარო ბევრსაც ითრევს. ეს აკაკიმ საკუთარ მაგალითზეც კარგად იცის.
„პროგრამირება და შეცდომა ერთ ხაზშია, თითქმის ერთი და იგივეა. ყოველ ჯერზე, როცა რაღაც ახალს იწყებ, არ არსებობს, რომ ერთი შეცდომა მაინც არ დაუშვა. ყველაზე კარგი მომენტია ამ შენ მიერ შექმნილ პრობლემებს რომ გადაჭრი, გამოასწორებ და ხედავ უზარმაზარ შედეგს. მაგალითად, თამაში ჩაირთო და მუშაობს. ამის შემდეგ ინტერესი კიდევ უფრო გიღვივდება, გინდა ნახო, კიდევ რა შეგიძლია. პროგრამირება არის პრობლემების გადაჭრის ერთ-ერთი ეფექტიანი გზა თანამედროვე სამყაროში და მინდა, ეს რაც შეიძლება მეტ ბავშვს გავაგებინო“, - ამბობს აკაკი.
საქართველოში, ისევე, როგორც მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში, პროგრამისტებზე დიდი მოთხოვნაა. ეს სწრაფი ტექნოლოგიური პროგრესის ფონზე ადამიანური რესურსის სიმწირითაა გამოწვეული.
აკაკი ფიქრობს, რომ დღეს შეუძლებელია ქვეყანა ამ პროფესიის წარმომადგენელთა რიცხვის ზრდის გარეშე განვითარდეს:
„ბავშვებს სკოლიდანვე თუ ეცოდინებათ ტექნოლოგიები, პროგრამირება, საშუალება ექნებათ, მალევე დასაქმდნენ და დიდი გამოცდილებაც მიიღონ. საკმაოდ მაღალშემოსავლიანია ეს სფერო და ქვეყნის ეკონომიკისთვისაც მნიშვნელოვანია“.
„ჩემი ბავშვობის ინტერესებსაც რომ შევხედო, ყოველთვის მომწონდა, როცა ვინმეს რამეს ვასწავლიდი და ვუხსნიდი, მით უმეტეს, ტექნოლოგიების კუთხით“, — გვიყვება აკაკი და აღნიშნავს, რომ სკოლაში მისთვის საყვარელი საგნები ბიოლოგია, ქიმია და ფიზიკა იყო. ენციკლოპედიებშიც, ალბათ, ამას ეძებდა — ახალ ინფორმაციას, რომელიც სხვებისთვის მოყოლად ღირდა.
დროთა განმავლობაში ტექნოლოგიები იქცა გამოწვევად აკაკისთვის და ამ მხრივ ცოდნის დაგროვების შემდეგ ახალი ამოცანა გარშემომყოფებისთვის ამ საჭირო ინფორმაციის გადაცემა იყო.
„მეტი ცოდნის მიღება იმის საშუალებაა ჩემთვის, რომ მეტი ცოდნა გავუზიარო სხვებს“, - ამბობს აკაკი.
ტექნოლოგია აკაკისთვის ადამიანისა და ბუნების დამხმარეა. ერთი მხრივ, ის ამარტივებს ადამიანის საქმიანობას და მეტი შემოქმედებითობის ტოვებს სივრცეს, მეორე მხრივ კი, რაც უფრო განვითარებულია ტექნოლოგია, მით უფრო ოპტიმიზირებულია გარემოსთან. ამის მაგალითი ახალგაზრდა მასწავლებლისთვის ელექტრომანქანებია, რომელთა დახმარებითაც მომავალში ტრანსპორტი გარემოს ნაკლებად დააზიანებს.
ფოტოზე: აკაკი მოსწავლეებთან ერთად
ახალგაზრდა მასწავლებლის საქმიანობა მხოლოდ მომავალი თაობის ტექნოლოგიურ განათლებაზე ზრუნვით არ შემოიფარგლება. ის ხშირად საუბრობს უფროსი თაობის წარმომადგენლებთან და ცდილობს, ტექნოლოგიურ შიშებს სანდო ინფორმაცია დაუპირისპიროს. ეს ხდება თითქმის ყოველთვის, როცა სკოლის მასწავლებლებისა თუ უბრალოდ, უფროსი თანასოფლელების ტექნიკის შეკეთება ხდება საჭირო. ეს აკაკის ყოველდღიურობის ნაწილია და ალბათ, ხვედრიც — როცა ტექნოლოგიები გესმის, მოწყობილობების შეკეთება შეგიძლია, ტექნიკური პრობლემის მქონე გარშემომყოფები შენ მოგმართავენ.
გარემო, რომელშიც აკაკი ფერცულიანი გაიზარდა და ცხოვრობს, ტექნოლოგიებთან დაკავშირებული უამრავი მითითაა გაჯერებული. როგორც თვითონ ამბობს, ფარცხანაყანევში, შედარებით უფროს თაობასთან საუბრისას, არაერთ არასწორ დამოკიდებულებას აწყდება.
გარშემო ტექნოლოგიების ეშინიათ და ახალი მოწყობილობებისა თუ ციფრული სამყაროს მუშაობის პრინციპზე არასწორი წარმოდგენები აქვთ. ეს შეიძლება ეხებოდეს 5G ინტერნეტის საზიანობასთან დაკავშირებულ მითებსა თუ ზოგადად, სხვადასხვა ტიპის დეზინფორმაციისადმი მოწყვლადობას.
მოწყობილობების შეკეთება და რთული საკითხების მარტივი ენით ახსნა არასდროს ეზარება:
„ვინმეს თუ კომპიუტერი გაუფუჭდება ან დაუზიანდება, მისი შეკეთებაც კი ჩემთვის გახდა ძალიან მარტივი. ხედავენ, რომ მარტივად ვაკეთებ ამ "რთულ" რაღაცებს და მგონია, ინტერესი უჩნდებათ. პარალელურად, ჩემ ირგვლივ ხშირად მიწევს ადამიანებისთვის იმის ახსნა, რომ რასაც სმარტფონში, სოციალურ ქსელებში ხედავენ, ყველაფერი სიმართლე არ არის. ძველ თაობას ყველაფერი სარწმუნო ჰგონია, რასაც ინტერნეტში ხედავს. მათ დროს არ არსებობდა ეს ყველაფერი, არ იყო კომპიუტერული გრაფიკა და არავის შეეძლო ასე მარტივად, თუნდაც, კადრების დამუშავება“.
ფოტოზე: აკაკი მოსწავლეებს ფრენაში ავარჯიშებს
როგორი შეიძლება იყოს მომავლის გეგმები ადამიანისთვის, რომელსაც სწავლაც მოსწონს და სწავლებაც?
„ჩემი სურვილები, სკოლის დამთავრების შემდეგ იქცა რეალობად. თან მასწავლებელიც გავხდი, თან ტექნოლოგიებიც ვიცი. შემდეგი ნაბიჯი არის მეტად განვვითარდე და ვიყო ძლიერი პროგრამისტი“, — ამბობს აკაკი.
აკაკის უნდა, როგორც პროგრამისტმა, დიდი და მნიშვნელოვანი პრობლემების გადაჭრაში მიიღოს მონაწილეობა, ხოლო როგორც მასწავლებელმა, ბავშვებისთვის მეტი ცოდნის გადაცემა შეძლოს.
„ჩემი მისწრაფებაა, ვიყო პროგრამისტი. მინდა უფრო ღრმად შევისწავლო ეს მიმართულება. მიუხედავად იმისა, საკითხი რა დონეზე ვიცი, მაინც ვერ ვკმაყოფილდები და ყოველთვის მაინტერესებს, უფრო შიგნით რა ხდება“, — ამბობს ის და ამატებს, რომ უნდა ისეთი პროგრამა შექმნას, რომელიც გასაგები იქნება როგორც ახალი თაობისთვის, ასევე ხანშიშესული ადამიანებისთვისაც:
„იმის გამო, რომ საქართველოს ცოტა პროგრამისტი ჰყავს, მინდა საქართველოში ვიყო და ქართველ ხალხს დავეხმარო განვითარებაში“.
ფარცხანაყანევის მეორე სკოლის 19 წლის ტექნოლოგიების მასწავლებელი იმ იშვიათ ადამიანთაგანია, რომელსაც თანამედროვე სამყაროს ტექნოლოგიური მაჯისცემა ესმის და პროგრესის კვალდაკვალ, ახალ რეალობებში ადაპტირების საჭიროებასაც აცნობიერებს. ამიტომაც, ერთულება ზუსტად იმის თქმა, რა იქნება შემდეგ, თუმცა, ერთი რამ მაინც ზუსტად იცის — მის საქმიანობაში სწავლა და სწავლება, რაღაც ფორმით, ყოველთვის იქნება.
დღეს მამია ფანცულაიას სახელობის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხანაყანევის N2 საჯარო სკოლა ის ადგილია, რომელიც ქართულ საჯარო სკოლებში ტექნოლოგიური ცვლილებების იმედს აჩენს. აქ შეხვდებით ბავშვებს, რომლებიც ხშირად იყურებიან ცისკენ და თვალებით საკუთარ დაპროგრამებულ დრონს ეძებენ.
ევროკავშირის პროექტ „ახალგაზრდული ტექნოლოგიური კლუბების ქსელში“ ჩართვა და საკუთარ სკოლაში ახალგაზრდული ტექნოლოგიური კლუბის გახსნა შიდა ქართლში, კახეთში, იმერეთში, აჭარასა და სამეგრელოში მოქმედ საჯარო სკოლებს ჯერ კიდევ შეუძლიათ. ამისათვის რეგისტრაციის გავლა ამ ბმულზეა შესაძლებელი.
ფარცხანაყანევის მეორე საჯარო სკოლის დირექტორი კი გვეუბნება: „დღეს ამ სკოლაში მყოფი ბავშვების 30% მაინც თუ აირჩევს ტექნოლოგიურ პროფესიას, ეს უკვე ძალიან დიდი მიღწევა იქნება როგორც ჩვენთვის, ასევე მთლიანად, ქვეყნისთვისაც“. ამ მიზნის მიღწევა 19 წლის მასწავლებელსა და ტრენერზეა დამოკიდებული, რომელიც სკოლას, მოსწავლეებს, ძველ თუ ახალ თაობას ჰპირდება, რომ მეტს ისწავლის იმისათვის, რომ მეტი ასწავლოს.
ავტორი: ხატია თორდუა
სტატია მომზადებულია პროგრამა EU NEIGHBOURS east-თან თანამშრომლობით. სტატიაში გამოხატული მოსაზრებები ეკუთვნის მხოლოდ და მხოლოდ ავტორს.

ჰოსტი და ტრენერი

19 წლის
მასწავლებელი

პროგრამისტი

მოწოდებით

დეზინფორმაციასთან
მებრძოლი

მომავლის პროგრამისტი და

ამავე კატეგორიაში
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს პარლამენტი ახალი წევრების უფლებამოსილებას ცნობს,
24 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა.
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
"შავ პარასკევს", 29 ნოემბერს, თიბისი ყველა მომხმარებელს
საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ
ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა
თანატოლი ჰყავს.
რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი
ახალგაზრდების გამოცდილება
გასული თვის პოპულარული სიახლეები
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები