რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
რა გახდა 5 წლამდე ასაკის ბავშვის გარდაცვალების მიზეზი - ახლობლის კომენტარი
გორის მერიის თანამშრომლის ცნობით, გორში, 5 წლის ბავშვი გარდაიცვალა,
რომელიც წითელით იყო დაინფიცირებული. მისი ინფორმაციით, ბავშვი არ იყო
აცრილი.
,,საშინელი ფაქტი მოხდა. ჩემი მეზობლის 5 წლის ბავშვი გარდაიცვალა წითელით, აუცრელი'' - აცხადებს თეა კეჩხუაშვილი.
მოგვიანებით, დადგინა ბავშვის ვინაობა და მისი ოჯახის ახლობლებთან ინტერვიუს ჩაწერის შესაძლებლობა გაჩნდა. ოჯახის ახლობლის ცნობით, ბავშვს ჩუტყვავილა ჰქონდა.
"თავდაპირველად, ბავშვს დაეწყო კანზე გამონაყარი, დედა ტელეფონით დაუკავშირდა "გორმედის" პედიატრს, ნინიაშვილს, თუმცა, მან ურჩია, რომ ბავშვი გარეთ არ გაეყვანათ და შინ ემკურნალათ მისი დანიშნულებით. რამდენიმე დღეში, როცა გამონაყარს მაღალი ტემპერატურაც დაერთო, ბავშვის დედამ კვლავ დაურეკა ექიმს, რომელმაც ისევ მისცა რეკომენდაცია, რომ მკურნალობა შინ გაეგრძელებინათ და რაღაც მაზიც დაუნიშნა, ამის შემდეგ ბავშვის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა, ოჯახმა მიიყვანა თომა პოლიკლინიკაში, ბავშვს კიდურებზე შეშუპებაც აღენიშნებოდა, რის გამოც დედამ ექიმს შესჩივლა, მაგრამ მან უთხრა, რომ მორჩენისკენ მიდიოდა ჩუტყვავილა.''
,,ოჯახმა მოითხოვა გადასხმის ან სხვა სახის მკურნალობის ჩატარება, მაგრამ როცა მშობლები მიხვდნენ, რომ პაციენტს ვერაფერს უკეთებდნენ, ბავშვის თბილისში რეფერირებისთვის ექიმს რეანიმობილით დახმარება სთხოვეს, მაგრამ მიხვდნენ, რომ ვერც ეს საკითხი მოგვარდებოდა, ამიტომ ჩასვეს ბავშვი კერძო ავტომანქანაში და წაიყვანეს თბილისში.''
,,გზაში თომა კიდევ უფრო ცუდად გახდა, ვეღარ სუნთქვდა, ოჯახმა გააჩერა გზად შემხვედრი პატრული და სთხოვა, რომ დახმარებოდნენ და სწრაფად მიეყვანათ კლინიკამდე. სამწუხაროდ, ყველაფერი დაგვიანებული აღმოჩნდა, ბავშვი კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა. საშინელ მდგომარეობაში ყველა, მშობლები ახალგაზრდები არიან, 26 წლისები, ეს ერთი შვილი ჰყავდათ, ოჯახის და ნათესავების მოსაზრება ცალსახაა - ბავშვი დაიღუპა ექიმის მხრიდან არასწორი მართვის შედეგად ", - განაცხადა გარდაცვლილი ბავშვის ოჯახის ნათესავმა ლუიზა სახვაძემ, რომელთან ინტერვიუ ჟურნალისტმა ია თინიკაშვილმა ჩაწერა.
რაც შეეხება კლინიკას, "გორმედის" პრესსამსახურის ინფორმაციით, ბავშვი მშობლებმა ამბულატორიულად მიიყვანეს კონსულტაციაზე, თუმცა, შემდგომ სტაციონარულ მკურნალობაზე უარი განაცხადეს და თვითნებურად წაიყვანეს სამედიცინო დაწესებულებიდან.

ამავე კატეგორიაში

საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ექიმი, რევაზ ბოჭორიშვილი

საწარმოს გათვლებით, სპირტის წარმოება 1 მლნ ლიტრამდე გაიზრდება.

ამჟამად, ევროცემენტის წარმადობა წელიწადში 86 400 ტონაა.

გიგაური ამბობს, რომ სწორედ დაბრუნდაშვილის ოთახში, ბორკილებდადებულს
სცემა საქმეში

დაღუპულები არიან 55-დან 60 წლამდე ასაკის მამაკაცები.
ვიდეორეპორტაჟი
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის
ასაკს იყო მიღწეული.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან,
მიხარია,
ხაშურში ამ სოფლის მცხოვრებლებს ცედნელებს უწოდებენ, მაგალითად, თუ
ვინმეზე იტყვიან,
გასული თვის პოპულარული სიახლეები

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები