რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
რატომ არის მორჩილება ქალისთვის მონობა და არა სამკაული
„ცოლმა ქმარს უნდა დაუჯეროს, ეს სამკაული თუ არ აქვს – „მორჩილება“ და
„თავმდაბლობა“, მაშინ, მთელ დედამიწაზე რაც ოქროებია ყველაფერი რომ
ჩამოჰკიდონ, არაფერი იქნება მისი სამკაული. ძალიან უშნოდ გამოიყურება
ამ შემთხვევაში. მორჩილება ქალის სამკაულია“, – ასე ასწავლის პატარა
გოგონებს ერთ-ერთ მართლმადიდებელი სასულიერო პირი ქალის როლს.
ამ შინაარსის ვიდეო ფეისბუქში 15 მაისს ატვირთეს. სასულიერო პირი, ბიჭებს მომავალი ცოლის არჩევის ხერხსაც „ასწავლის“. „მოზრდილ ბიჭებს ასე ვეუბნები ხოლმე, რომ შეხედავ გოგოს, რომ თავის მამას უჯერებს, მაშინ დიდი ალბათობით მეუღლესაც დაუჯერებს. მაგრამ თუ შეხედავ, რომ მამას ეურჩება, უნდა იცოდე, რომ მთელი ცხოვრება, არც შენ არ დაგიჯერებს“.
რატომ არ არის „მორჩილება“ ქალის სამკაული და რატომ არის დამაზიანებელი მსგავსი სწავლება ბავშვებისთვის? – ამ თემაზე „ბათუმელები“ თეოლოგ მირიან გამრეკელაშვილს ესაუბრა.
მირიან გამრეკელაშვილი მიიჩნევს, რომ პრობლემა ამ შემთხვევაში მრავალგვარია.
„პირველი ის გახლავთ, რომ ხდება ბავშვების ტრავმირება, ამ ბავშვების ცნობიერებაში ხდება გარკვეული იდეების გენერირება, რომელიც მათ შემდგომ ცხოვრებაში ხელს შეუშლის.
შეუძლებელია, ადამიანის არჩევანი საკუთარი ცხოვრების წესთან დაკავშირებით იყოს მუდმივი, რადგან ადამიანი მუდმივად ვითარდება და იცვლება“, – გვეუბნება ის.
მირიანის აზრით, ბერი, რომელიც გოგონებს მორჩილებას ასწავლის, დიდი ალბათობით თავადაც ტრავმირებულია, რადგან მას სწორედ ამ გზის გავლა უწევს ინსტიტუციურად.
იხ. გაგრძელება batumelebi.netgazeti.ge

ამავე კატეგორიაში

საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ექიმი, რევაზ ბოჭორიშვილი

საწარმოს გათვლებით, სპირტის წარმოება 1 მლნ ლიტრამდე გაიზრდება.

ამჟამად, ევროცემენტის წარმადობა წელიწადში 86 400 ტონაა.

გიგაური ამბობს, რომ სწორედ დაბრუნდაშვილის ოთახში, ბორკილებდადებულს
სცემა საქმეში

დაღუპულები არიან 55-დან 60 წლამდე ასაკის მამაკაცები.
ვიდეორეპორტაჟი
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის
ასაკს იყო მიღწეული.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან,
მიხარია,
ხაშურში ამ სოფლის მცხოვრებლებს ცედნელებს უწოდებენ, მაგალითად, თუ
ვინმეზე იტყვიან,
გასული თვის პოპულარული სიახლეები

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები