რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
ლაზარე კომახიძე ნიქოზში პირველად 2008 წლის 8 აგვისტოს მოხვდა. ეს ის დღეა, როცა საქართველოში რუსეთის არმია შემოიჭრა და ომი დაიწყო. ამბობს, რომ ნიქოზში ბორჯომიდან წავიდა, რათა მეუფე ისაიას, ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიის წინამძღვრის გვერდით მდგარიყო.
,,ბორჯომიდან წავედი ნიზოქში. ჯერ გორში ჩავედი. მითხრეს, რომ ტრანსპორტი არ მოძრაობსო. მერე ერთმა კაცმა მითხრა, ცოტა ხანში მანქანა წავა ნიქოზშიო. წამოვედი ამ მანქანით ნიქოზში, მაგრამ ბოლომდე ვერ ამოვიდა. გზა იყო გადაკეტილი, ტანკებს ჰქონდათ გადაკეტილი გზა. მაშინ ჯერ კიდევ ჩვენი ჯარი იდგა. მე ფეხით წამოვედი სოფლამდე“- იხსენებს ლაზარე.
რუსულმა ავიაციამ სოფელი დაბომბა. 11 აგვისტოს ნიქოზი დატოვეს, დაიწვა ნიქოზის ეპარქიის რეზიდენცია. მეუფე ისაია და ლაზარე ახალგორის რაიონში გადავიდნენ, სადაც გარკვეული პერიოდის მანძილზე ცხოვრობდნენ, შემდეგ ისევ ნიქოზში დაბრუნდნენ.
მას შემდეგ ნიქოზი, ლაზარესთვის ერთ-ერთ საუკეთესო ადგილად იქცა.
,,ვცხოვრობდი მონასტერში და აქედან დავუახლოვდი უკვე ნიქოზში მცხოვრებ ბავშვებს. მეუფეს აქვს საკვირაო სკოლა. ამ სკოლასთანაც მქონდა ურთიერთობა, თან ვმუშაობდი ამ სკოლაში.““ - ამბობს ლაზარე..
2015 წელს საკვირაო სკოლის ეზოში მეკლდეურთა კლუბი ჩამოაყალიბა., თუმცა კლდეზე საცოცი კედელი ღია სივრცეში მოაწყო:
,,2017 წლიდან ვიბრძოდით, რომ რაღაცა პატარა დარბაზი გაგვეკეთებინა, ან შენობა მოგვეპოვებინა სადაც შეიძლებოდა ან სივრცის ან კედლების მოწყობა. „“ - ამბობს ლაზარე კომახიძე.
ლაზარე ამჟამად თბილისში ცხოვრობს. 17 წლის იყო, როდესაც სასულიერო სემინარიაში ჩააბარა. შემდეგ, გარკვეული პერიოდი, ბერულ ცხოვრებას შეუდგა. ამბობს, რომ ადამიანისთვის ბერული ცხოვრების გამოცდილება მნიშვნელოვანია. ამ წლებმა მას ბევრი რამ შესძინა, მიიღო ცხოვრებისეული გამოცდილება:
,,ამ ყველაფრის მიუხედავად, ჩემში მაინც გადაწონა ერისკაცობამ, თუმცა მიმაჩნია, რომ ბერულმა ცხოვრებამ ძალიან ბევრი რამ შემძინა.“ - ამბობს ლაზარე.
ნიქოზში ყოფნის პერიოდში დაიწყო ბავშვობის სურვილების ასრულება. იხსენებს, რომ ჯერ კიდევ ძეგვის ბავშვთა სახლში ყოფნის დროს, სადაც დედამისი მუშაობდა, სწავლობდა მეკლდეურობას:
,,დედაჩემი მუშაობდა ძეგვის ბავშვთა სახლში. ჩვენც იქ ვიზრდებოდით შვილები, და-ძმები. იქ იყო ჩამოსული ერთი ახალგაზრდა მასწავლებელი, რომელმაც ჯგუფი შეკრა და დაიწყო ჩვენი მომზადება, მალევე გაგვიყვანა შეჯიბრზე. ჩემს ცხოვრებაში გაჩნდა მიზანი, რაც ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ჩემთვის, რომ რაღაცის მიღწევა ადამიანს შეეძლო. აი, დღეს ჩემი მიზანიც ამ ბავშვებთან ეს არის, რომ რაღაცა ვასწავლო; ბავშვები იყვნენ ისეთები, რომ მარტივად არ შეეგუონ დამარცხებას. ყოველთვის უნდა იბრძოლონ ამ ცხოვრებაში, რომ რაღაცას მიაღწიონ.““ - ამბობს ლაზარე კომახიძე.
ლაზარე განმარტავს, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი ბავშვებისთვის მეკლდეურეობა:
,,ცოცვის დროს, აბსოლუტურად ყველა კუნთი და ყველა ქსოვილი არის ჩართული. არამარტო ფიზიკურად, არამედ გონებრივადაც, მენტალურადაც ძალიან ეხმარება. ეს არის წინააღმდეგობების გადალახვის შესაძლებლობა და აბსოლიტურად ყველა ბავშვს სჭირდება, რომ რაღაცა სირთულე დაძლიოს. ეს არ არის ჩემი მოსაზრება. ამას უკვე მსოფლიო მედიცინა ამბობს, რომ მეკლდეუობა მიიჩნევა ერთერთ საუკეთესო სპორტულ სახეობად, რომელიც ბავშვის განვითარებას ძალიან უწყობს ხელს. დღეს უკვე, აუტისტური სპექტრის ბავშვები ყავთ ამ მიმართულებით ჩართული და ძალიან კარგი შედეგები აქვთ. თქვენ წარმოიდგინეთ უსინათლო ბავშებიც ვარჯიშობენ და შეჯიბრებებზე გადიან.““ - აცხადებს პედაგოგი.
დღეს ქვემო ნიქოზში ახალ დაბაზში აწყობენ სივრცეს. შენობა მერიამ გადასცა. კარ-ფანჯარა ,,ღია საზოგადოების ფონდის“ დახმარებით ჩასვეს. ბავშვებს უხარიათ, რომ ცუდ ამინდშიც შეძლებენ ვარჯიშს.
,,თავდაპირველად, დავიწყეთ, ფონდი ორბელიანი მეტის მხარდაჭერით. პლატფორმაზე განთავსდა ჩვენი პროექტი და ხალხის მხარდაჭერით 5000 ლარი შევაგროვეთ. მერე ფონდმა კიდევ 5000 ლარი დაგვიმატა. ეს იყო ის პირველი დახმარება, რითიც პირველი ინვენტარი შევიძინეთ, რაღაც საჭირო მასალები შევიძინეთ.. ამის შემდეგ ღია საზოგადოების ფონდი დაგვეხმარა, მათი დახმარებით კარ-ფანჯარა ჩავსვით. ბოლოს ნიკა რურუას ფონდი დაგვიდგა გვერდით, იატაკი იყო დასასხმელი“ - ამბობს ლაზარე, თუმცა აღნიშნავს, რომ კიდევ ბევრია გასაკეთებელი, კერძოდ, კედლებია გასალესი.
,,ასე, ეტაპობრივად, ნელნელა ვცდილობთ, რომ ამ დარბაზს შევმატოთ რაღაც და გავარემონტოთ. თუმცა გასაკეთებელი კიდევ ძალიან ბევრია. სველი წერტილებია გასაკეთებელი. გარედან გასალესი არის კედელი. ადრე როგორც წვიმის დროს, ისე ცივ ამინდებში ვარჯიშების გაჩერება გვიწევდა. გაზაფხულიდან შემოდგომამდე რა შედეგსაც ვდებდით, ზამთარში მთლიანად წყალში გვეყრებოდა და აი ამ კარ-ფანჯრის ჩაყენებამ მოგვცა შესაძლებლობა, რომ ნელნელა დავიწყეთ კედლების აწყობა.“ - ამბობს ლაზარე.
ნიქოზის მეკლდეურთა გუნდში ყოველწლიურად ახალი წევრები ემატებიან. ამჯერად, ყველაზე ,,ძველები“ არიან ლუკა და მარიამი.
,,ლუკა და მარიამი ამ კლუბის დაარსების დღიდან აქ არიან. ლუკა იყო ერთ-ერთი ყველაზე მოუხერხებელი ბავშვი და მართლა ყველაზე სუსტი. თავის შრომის შედეგად დღეს საქართველოს ჩემპიონიც არის, მრავალგზის პრიზიორიც არის და თვითონაც ავარჯიშებს უკვე მომავალ თაობას.“ - გვითხრა ლაზარე კომახიძემ.
ლაზარე და ნიქოზელი ბავშვები

ამავე კატეგორიაში
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
"შავ პარასკევს", 29 ნოემბერს, თიბისი ყველა მომხმარებელს
საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.
საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე, ტანის ხეობაში
ღამის ულამაზესი პეიზაჟი იხატება, როცა მწერლის თვალით უყურებ " ბნელ
სივრცეში " როგორ " ირწევიან ღრუბლები,"
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ
ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა
თანატოლი ჰყავს.
რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი
ახალგაზრდების გამოცდილება
გასული თვის პოპულარული სიახლეები
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები