რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ახალი ამბები
მოსწავლის ცემის ფაქტზე გორის ერთ-ერთ სოფელში პედაგოგი გაათავისუფლეს
გორის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ საჯარო სკოლის დირექტორმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის მიხედვით სამსახურიდან გათავისუფლდა სერთიფიცირებული პედაგოგი და ამავე დროს ი.გოგებაშვილის სახელობის საპატიო სიგელის კავალერი.

აღნიშნული გადაწყვეტილება დირექტორმა მიიღო დისციპლინურმა კომიტეტისა და სამეურვეო საბჭოს მიერ განხილვის შედეგად. ორივე ორგანიზაციამ დირექტორს აცნობა წერილობით, რომ ადგილი ჰქონდა პედაგოგის მხრიდან მოსწავლის ცემის ფაქტს.

აღნიშნულ გადაწყვეტილებას გუშინ, 8 ივნისს პედაგოგი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა:

,,სკოლის დისციპლინური კომიტეტის და სამეურვეო საბჭოს სხდომები, რომლებზეც ჩემი საკითხი განიხილეს, ბოლშევიზმის კლასიკური მაგალითია - ყველა მომხრე,წინააღმდეგი-0, ანუ ყველა წინააღმდეგი, ე.ი. მესვეურთა აზრით "ხმათა უმრავლესობით". მათ მინდა განვუმარტო, რომ ეს "ხმათა უმრავლესობა" კი არა - ერთსულოვანი გადაწყვეტილებაა, რომელსზედაც უნდა დაგერთოთ მქუხარე ტაში, მქუხარე ოვაცია - აპლოდისმენტებით. მაშ როგორ.... ( ნეტავ მხოლოდ აშემთხვევაში დარღვეულიყო კანონი). ამ წარმონაქმნების წევრ ერთ უშიშარ მშობელს მინდა საჯაროდ მოვუხადო ბოდიში იმ შეურაცჰყოფის გამო, რომელიც მას მიადგა ჩემი მხარდაჭერის გამო. ნათქვამი, ზოგისა ბამბა ჩხრიალებს, ზოგისა კაკალიც არა, ანუ....ამ ანდაზის თანამედროვე ვარიანტს მალე შემოგთავაზებთ. ძვირფასო მშობლებო, თქვენ შვილებს სიხარული და ბედნიერება არ მოჰკლებოდეთ არასოდეს, თქვენ კი ამ პოსტს ნუ განიხილავთ გაბრაზებული ადამიანის პოზიციიდან.'' - წერს პედაგოგი, რომლიც სკოლაში გეოგრაფიას ასწავლიდა.

პარალელურად გამოქვეყნდა ამავე სოფლის სახელით, პეტიცია, რომელიც მის მხარდაჭერისკენ მოუწობდნენ მოქალაქეებს. შეგროვდა 482 ხელმოწერა, პეტიციაში კი ვკითხულობთ:

პედაგოგის მომხრეთა პოზიცია

,,პეტიცია შექმნილია სკოლის დამსახურებული პედაგოგისა და გეოგრაფიის სერტიფიცირებული (წამყვანი) მასწავლებლის, ი.გოგებაშვილის სახელობის საპატიო სიგელის კავალერის სკოლაში დაბრუნების მოთხოვნით. მოგეხსენებათ, რომ ამა წლის 24 მარტს, სკოლის ყოფილი მოსწავლის მიერ სოციალურ ქსელ თიკტოკ-ში ატვირთულ ვიდეოზე დაყრდნობით სკოლის დისციპლინურმა კომიტეტმა ხმათა სრული უმრავლესობით რეკომენდაცია მისცა სკოლის დირექტორს, სკოლიდან გაეთავისუფლებინა პედაგოგი. ვიდეოში, რომელიც არც ავთენტურია და არც სრული, ჩანს მხოლოდ წყობიდან გამოყვანილი მასწავლებლის გადაცდომის ფაქტი, რაც არ გამორიცხავს იმას, რომ მოსწავლეების მხრიდან მასწავლებლის კოლექტიურ შეურაცხყოფას ან მასზე სიტყვიერ ძალადობას ჰქონოდა ადგილი.შეგახსენებთ, რომ ძალადობა არ ნიშნავს მხოლოდ ფიზიკურ ძალადობას. არსებობს ძალადობის უამრავი ფორმა, მათ შორის ერთ-ერთია ფსიქოლოგიური ძალადობა, როგორიცაა შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, მუქარა, ან სხვა ისეთი ქმედება რომელიც ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვას იწვევს.''

,,ყველა სკოლაში არსებობს შინაგანაწესი, რომელიც ეფუძნება მოსწავლის ზოგად ეთიკის კოდექსს. წესით სკოლა ყველა მოსწავლეს, მშობელს და მასწავლებელს უნდა აცნობდეს რა არის მოსწავლის უფლება და რა მოვალეობა.''

,,ამ ერთი ფაქტობრივი მოცემულობის უკან, რომელიც სკოლის დისციპლინურმა კომიტეტმა და მედია საშუალებებმა მოსწავლეზე ძალადობად დააკვალიფიცირეს, იმალება უფლებების რღვევის უფრო დიდი კასკადი, მათ შორის მასწავლებლის და სხვა მოსწავლეებისაც. ხოლო მოსწავლე, რომელიც კადრში ჩანს, დიდი ალბათობით, შესაძლოა არც არაფერ შუაშია მომხადართან და ის უბრალოდ არასწორ დროს არასწორ ადგილას მოხვდა. უამრავი დაშვების მიუხედავად, ბუნებრივია, ყველანი ვთანხმდებით იმაზე, რომ ნებისმიერი ძალადობა დასაგმობია! თუმცა მიუღებელი და უპატიებელია ისიც, რომ დისციპლინურმა კომიტეტმა, რომელსაც, სკოლაში მოღვაწეობის მანძილზე პირველად მოუწია საკუთარი ფუნქციის შესულება, მხოლოდ ვიზუალურად ხილვადი მასალიდან გამოვიდა და ფაქტის ირგვლივ არსებული გარემოებაც კი ვერ შეისწავლა, არა თუ რაიმე დაშვება გაეკეთებინა.''

,,მიგვაჩნია, რომ უსაფუძვლო და აზრს მოკლებულია საჯარო სკოლის დისციპლინური კომიტეტის მიერ ხმათა სრული უმრავლესობით გაცემული "რეკომენდაცია" პედაგოგის გათავისუფლების თაობაზე, ვინაიდან კონტექსტი არ არის გამოკვლეული და აკლია დამაჯერებლობა. მოვითხოვთ, დისციპლინურმა კომიტეტმა უკან წაიღოს თავისი ზედაპირული რეკომენდაცია და პედაგოგი დაბრუნდეს სკოლაში, რათა მიეცეს პროფესიული მოღვაწეობის ღირსეულად დასრულების შესაძლებლობა.''

პეტიცია შედგენილია მოსწავლეებისა და მოსწავლეთა მშობლების სახელით..
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
24 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა.
24 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა.
14:11 / 24.11.2024
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
19:53 / 22.11.2024
"შავ პარასკევს", 29 ნოემბერს, თიბისი ყველა მომხმარებელს
16:42 / 22.11.2024
საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების
სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.

საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.

15:55 / 22.11.2024
საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე,
ტანის ხეობაში

საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე, ტანის ხეობაში

13:33 / 22.11.2024
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა თანატოლი ჰყავს.

"ტრანსპორტი არ არის, სოფლამდე მოსასვლელი გზა არ იყო და ამის გამო არ დადიოდა

რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.