რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ახალი ამბები
ყალბი მართვის მოწმობის გამოყენების ბრალდებით რუსეთის მოქალაქე 2000 ლარით დააჯარიმეს
მძღოლი, რომელიც რუსული ყალბი მართვის მოწმობით მოძრაობდა, 2000 ლარით დააჯარიმეს. ამის შესახებ გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესმა სასამართლომ მიიღო.

2023 წლის 14 აპრილის განაჩენით, სასამართლომ ძალაში დატოვა პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილებები.

ადვოკატი სასამართლო სხდომაზე ამტკიცებდა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი მოქალაქე არ სარგებლობდა ყალბი მართვის მოწმობით, რომელიც რუსეთის ფედერაციაში იყო გაცემული.

როგორც სასამართლო სხდომაზე გაირკვა, მძღოლი ბათუმიდან აზერბაიჯანამდე თავისუფლად მოძრაობდა 2 წლის განმავლობაში. 

ამ ორი წლის განმავლობაში მან ყალბი რუსული მართვის მოწმობა 25-ჯერ წარადგინა შესაბამის სამსახურებში, თუმცა დოკუმენტის ნამდვილობაში ეჭვი არ ეპარებოდათ. ამასთანავე, 3-ჯერ მოახდინა სატრანსპორტო მოძრაობის წესების დარღვევა, ერთი ბათუმში, მეორე ქუთაისში და მესამედ ავტობანზე.

სამცხე-ჯავახეთის პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორმა კონსტანტინე ბახუტაშვილმა სასამართლო სხდომაზე წარადგინა ექსპერტიზის პასუხები.

კერძოდ, ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ბრალდებულის სახელზე შევსებული რუსეთის ფედერაციის მართვის მოწმობა  დამზადებულია არა სტამბური, ოფსეტური წესით, არამედ კუსტარულად, სამრავლებელი ტექნიკის გამოყენებით და არ არის ნამდვილი.

პროკურორისვე ინფორმაციით,  ჩატარებული საექსპერტო კვლევით დადგინდა მთლიანად დოკუმენტის სიყალბე; მასზე არ იკითხება მიკროანაბეჭდი, დამცავი ბადე უხარისხოა, არ არის დაცული ფერთა ურთიერთშეხამება; საკვლევი ობიექტი ცვეთის გამო გახუნებული არ ყოფილა და იგი მთლიანად (მათ შორის – სურათიც) მარცვლოვან-სტრუქტურული აგებულებისაა.

პროკურორმა სხდომაზე ისიც განაცხადა, რომ ბრალდებულის სახელზე გაცემული რუსეთის ფედერაციის მართვის მოწმობის სიყალბე დადასტურდა ასევე მოსკოვის ინტერპოლის მიერ თბილისის ინტერპოლისათვის გაგზავნილი წერილით, რომლის თანახმად, მითითებული მართვის მოწმობა, შესაძლოა, ყალბი იყოს, რადგან: სახელმწიფო ბლანკზე არსებული პიროვნების ფოტო განსხვავდება ოფიციალურად გაცემული პიროვნების ფოტოსაგან; ოფიციალურად გაცემული მართვის მოწმობაში აღნიშნული კატეგორიები განსხვავდება ბრალდებულის სახელზე გაცემულ მართვის მოწმობაში მითითებული კატეგორიებისაგან; გარდა ამისა, მართვის მოწმობის გაცემისას პიროვნებამ წარადგინა რუსული პასპორტი, რომელიც, შესაძლოა, ასევე გაყალბებული იყოს, ვინაიდან ის გაცემულია რუსეთის სხვა მოქალაქის სახელზე.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბრალდებულს, რომელიც არ არის ნასამართლევი, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ყალბი დოკუმენტების წარდგენა - 25 ეპიზოდი) და მიესაჯა 2000-ლარიანი ჯარიმა.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
19:53 / 22.11.2024
"შავ პარასკევს", 29 ნოემბერს, თიბისი ყველა მომხმარებელს
16:42 / 22.11.2024
საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების
სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.

საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.

15:55 / 22.11.2024
საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე,
ტანის ხეობაში

საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე, ტანის ხეობაში

13:33 / 22.11.2024
ღამის ულამაზესი პეიზაჟი იხატება, როცა მწერლის თვალით უყურებ
ღამის ულამაზესი პეიზაჟი იხატება, როცა მწერლის თვალით უყურებ " ბნელ სივრცეში " როგორ " ირწევიან ღრუბლები,"
21:11 / 21.11.2024
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა თანატოლი ჰყავს.

"ტრანსპორტი არ არის, სოფლამდე მოსასვლელი გზა არ იყო და ამის გამო არ დადიოდა

რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.