რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ახალი ამბები
ალან გაგლოევი მოუწოდებს თანამოქალაქეებს, რომ მხარი არ დაუჭირონ პრიგოჟინს
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა მოუწოდა თანამოქალაქეებს, რომლებიც ვაგნერის რაზმის შემადგენლობაში არიან, არ დაუჭირონ მხარი უკანონო ქმედებებს, იუწყება დე-ფაქტო რესპუბლიკის მთავრობის პრესსამსახური.

„უკრაინაში და მის გარშემო სპეცოპერაციის ზონაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის - რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების უმაღლესი მეთაურის ვლადიმერ ვლადიმერის ძის ქმედებებს, რათა ჩაახშოს  „ვაგნერის“ ხელმძღვანელის ევგენი პრიგოჟინის შეიარაღებული აჯანყება“, - ნათქვამია ალან გაგლოევის განცხადებაში.

სააგენტო ,,რესის'' მიერ გავრცელებულ ტექსტში ხაზგასმულია, რომ რუსეთისა და მისი მოკავშირეებისთვის ამ რთულ საათში ყველა უნდა დარჩეს ერთიანი და იმოქმედოს საერთო მომავლის სასარგებლოდ.

„მოვუწოდებ ყველა ჩემს თანამემამულეს, რომლებიც არიან ვაგნერის რაზმის შემადგენლობაში, არ დაემორჩილონ პროვოკაციებს და არ დაუჭირონ მხარი თავიანთი ხელმძღვანელობის უკანონო ქმედებებს“, - ნათქვამია მიმართვაში.

რადიო თავისუფლების ცნობით, 23 ივნისს, პარასკევს, "ვაგნერის" დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო დაადანაშაულა გასამხედროებული დანაყოფის ზურგის განლაგებაზე თავდასხმაში, რასაც, რუსი ბიზნესმენის თქმით, "ვაგნერის" რიგებში დიდი მსხვერპლი მოჰყვა.

პრიგოჟინმა განაცხადა, რომ მის განკარგულებაში არსებული 25 ათასი მებრძოლი დაიძრა, რათა აღადგინოს სამართლიანობა და შეაჩეროს "ბოროტება, რომელსაც ქვეყნის სამხედრო ხელმძღვანელობა ატარებს".

ამავე დროს, პრიგოჟინმა აღნიშნა, რომ "ეს არ არის სამხედრო გადატრიალება, ეს არის სამართლიანობის მარში".

პუტინმა "ვაგნერი" ამბოხის მცდელობაში დაადანაშაულა და მათ ქმედებებს "ზურგში დარტყმა" უწოდა.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
24 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა.
24 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა.
14:11 / 24.11.2024
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
19:53 / 22.11.2024
"შავ პარასკევს", 29 ნოემბერს, თიბისი ყველა მომხმარებელს
16:42 / 22.11.2024
საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების
სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.

საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.

15:55 / 22.11.2024
საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე,
ტანის ხეობაში

საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე, ტანის ხეობაში

13:33 / 22.11.2024
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა თანატოლი ჰყავს.

"ტრანსპორტი არ არის, სოფლამდე მოსასვლელი გზა არ იყო და ამის გამო არ დადიოდა

რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.