რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
კგბ-მ ახალგორის სკოლებში ჩხრეკა ჩაატარა
ცხინვალის უშიშროების ე.წ. სამსახურმა 13 ივნისს ახალგორის
მუნიციპალიტეტის სკოლებში ჩხრეკა ჩაატარა. დემოკრატიის კვლევის
ინსტიტუტის ინფორმაციით, ამოიღეს დოკუმენტები, სახელმძღვანელოები;
მასწავლებლებს და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს ჩამოართვეს
ტელეფონები, რომელიც დათვალიერების შემდეგ დაუბრუნეს. ჩხრეკა
უკანონოდ, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე დილით ადრე ერთდროულად
ჩატარდა სკოლებში, სადაც სწავლა ადრე ქართულ ენაზე მიმდინარეობდა.
ამჟამად, ახალგორის მუნიციპალიტეტში ექვსი სკოლაა, სადაც 2017 წლამდე სწავლა ქართულ ენაზე მიმდინარეობდა: ერთი დაბა ახალგორში და ხუთი სოფლებში - იკოთი, კორინთა, ახმაჯი, ბალაანი და ზემო ბოლი.
,,ამ სკოლებს მოსახლეობა ახლაც ქართულ სკოლებად მოიხსენიებს. ადრე სრულად ქართულენოვანი სკოლების რუსიფიკაციის პოლიტიკა 2017 წლიდან დაიწყო, როდესაც სკოლებში 1-6 კლასებში სწავლების ენა ქართულიდან რუსულ ენაზე გადავიდა. ანალოგიური პროცესი შეეხო გალის რეგიონსაც, სადაც ყველა ქართული სკოლა რუსულენოვანი გახდა. წლებია ახალგორში იკრძალება მშობლიურ ენაზე განათლების მიღება, ქართული მოსახლეობის დიდი ნაწილი კი იძულებულია თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მიიღოს განათლება.'' - აღნიშნავენ ორგანიზაციაში.
დამოკრატიის კვლევის ინსტიტუტის ცნობით, სკოლების ადმინისტრაციისთვის ჩხრეკის მიზეზი უცნობია.
,,ადგილობრივი მოსახლეობის აზრით, სკოლების მიზანში ამოღება ახალგორის მოსახლეობაზე გაძლიერებულ კონტროლს უნდა ნიშნავდეს, რასაც ისიც ადასტურებს, რომ ჩხრეკა, მხოლოდ იმ სკოლებს შეეხო, სადაც 2017 წლამდე სწავლა ქართულ ენაზე მიმდინარეობდა. ახალგორის რუსულ სკოლაში, რომელიც 2008 წლიდან ფუნქციონირებს, ჩხრეკა არ ჩატარებულა. თავისთავად რუსულენოვანი სკოლის გახსნა რაიონში, სადაც ძირითადად ქართული და ოსური მოსახლეობაა, კიდევ ერთი ნიშანია გამძაფრებული რუსიფიკაციის, რომელიც რეგიონში ინტენსიურად მიმდინარეობს. ჩხრეკის ფაქტი კიდევ ერთხელ მიუთითებს რეგიონში ქართული მოსახლეობის დისკრიმინაციასა და უფლებების შელახვის პრაქტიკაზე. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლებას რეაგირებისკენ მოუწოდებს . ხელისუფლებამ უნდა გამოიყენოს ყველა შესაძლო მექანიზმი ახალგორის მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებების დასაცავად და სასწავლო პროცესში უკანონო ჩარევის აღკვეთისათვის და ახალგორის და გალის რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის მშობლიურ, ქართულ ენაზე განათლების უფლების აღდგენისთვის.'' - ვკითხულობთ განცხადებაში.

ამავე კატეგორიაში

საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ექიმი, რევაზ ბოჭორიშვილი

საწარმოს გათვლებით, სპირტის წარმოება 1 მლნ ლიტრამდე გაიზრდება.

ამჟამად, ევროცემენტის წარმადობა წელიწადში 86 400 ტონაა.

გიგაური ამბობს, რომ სწორედ დაბრუნდაშვილის ოთახში, ბორკილებდადებულს
სცემა საქმეში

დაღუპულები არიან 55-დან 60 წლამდე ასაკის მამაკაცები.
ვიდეორეპორტაჟი
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის
ასაკს იყო მიღწეული.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან,
მიხარია,
ხაშურში ამ სოფლის მცხოვრებლებს ცედნელებს უწოდებენ, მაგალითად, თუ
ვინმეზე იტყვიან,
გასული თვის პოპულარული სიახლეები

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები