რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აპრილი 2025 »»
31 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 1234
ახალი ამბები
,,ოჯახები შერიგდნენ'' - თუმცა მამაკაცს, რომელმაც ბავშვები ერთმანეთში აჩხუბა, პატიმრობა შეუფარდეს
გორის სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა მამაკაცს, რომელმაც ბავშვები ერთმანეთში აჩხუბა. პროკურორ ოთარ დოხნაძის შუამდგომლობა სრულად დაკმაყოფილდა.

,,არსებობს საფრთხე, რომ მოწმეებზე მოახდენს ზემოქმედებას, რომლებიც მამხილებელ ჩვენებას იძლევიან ან მიიმალოს. არსებობს სათვალთვალო ვიდეო ჩანაწერები და დადგენილი იქნება ყველა ის პირი, ვინც შეესწრო ფაქტს და პროკურატურასთან არ თანამშრომლობს.'' - განაცხადა დოხნაძემ.

მისი განმარტებით, ბრალდებული ზიანს არა მხოლოდ სხვის შვილს აყენებს, არამედ თავის შვილსაც, რომელსაც აიძულებს ძალადობრივი გზით დანაშაულის ჩადენას.

ბრალდებულის ადვოკატი არ დაეთანხმა პროკურორის განცხადებას:

,,მან ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი გამოიყვანა პორველყოფილ ველურ ადამიანად. მას ბრალად ედება ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული. ის არასდროს ყოფილა შემჩნეული სხვა სახის დანაშაულში. საქმეში დევს შერიგების წერილი, რომ დაზარალებული ბავშვების მშობლებს არ გააჩნიათ პრეტენზია, დაზარალებულის მამა იმყოფება სასამართლო დარბაზში და გულშემატკივრობს ბრალდებულს. შერიგება მოხდა ოჯახის წევრებს შორის. ეს არის სოფლის მოსახლეობა და ნამდვილად არიან ოჯახები შერიგებულები. ვფიქრობ, არ არის აუციელებელი პატიმრობა' - განაცხადა ადვოკატმა.

ბრალდებულმა განაცხადა, რომ თანასოფლელის შვილი მის ხელშია გაზრდილია და მსგავსი რამ აღარ განმეორდება და ჩადენილს ძალიან ნანობს.

მოსამართლე დავით მაკარიძემ მხარეების მოსმენის შემდეგ მიიღო წინასწარი პატიმრობის გადაწყვეტილება:

,,დასაძრახია, როდესაც ბავშვების გამოყენება ხდება დანაშაულში. ბავშვის ფსიქიკა არის მოწყვლადი და მითუმეტეს, როდესაც საკუთარ შვილს იყენებ. ბრალდებულის შვილიც დაზარალებულია და გამოყენებულია დანაშაულის ჩადენის იარაღად. საქმის სპეციფიკა და საქმე იმდენად დასაძრახია, რომ სასამართლო ვერ გაატარებს მხოლოდ გირაოთი. ასევე ვფიქრობ, რომ მოხდება მოწმეებზე ზემოქმედება.'' - განაცხადა მაკარიძემ.

გამოძიების ვერსიით, ,,მიმდინარე წლის ივნისში, შიდა ქართლის ერთ-ერთ სოფელში ორ არასრულწლოვანს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. აღნიშნულის შესახებ ცნობილი გახდა ერთ-ერთი არასრულწლოვნის მამისთვის, რომელმაც შვილს დაპირისპირებაში მონაწილე მოზარდის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების განხორციელებისკენ მოუწოდა. რის შემდეგაც არასრულწლოვნები კვლავ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. დაპირისპირების შედეგად ორივე მათგანმა სხეულზე ზედაპირული დაზიანებები მიიღეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.''

 

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
საწარმოს გათვლებით, სპირტის წარმოება 1 მლნ ლიტრამდე
გაიზრდება.

საწარმოს გათვლებით, სპირტის წარმოება 1 მლნ ლიტრამდე გაიზრდება.

15:55 / 17.04.2025
გიგაური ამბობს, რომ სწორედ დაბრუნდაშვილის ოთახში, ბორკილებდადებულს
სცემა საქმეში
გიგაური ამბობს, რომ სწორედ დაბრუნდაშვილის ოთახში, ბორკილებდადებულს სცემა საქმეში
20:27 / 15.04.2025
ვიდეორეპორტაჟი
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის ასაკს იყო მიღწეული.
"სოფელში არაფერია. აქ არავინ არის. მხოლოდ ერთი ბიჭი, მაგისი დედა და მე ვართ.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან, მიხარია,
ხაშურში ამ სოფლის მცხოვრებლებს ცედნელებს უწოდებენ, მაგალითად, თუ ვინმეზე იტყვიან,
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.