რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აპრილი 2025 »»
31 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 1234
ახალი ამბები
გორის ხელოვნების სახლში გაიხსნება გამოფენა „გარდაქმნა“
8 ივლისს, 19.00 საათზე გორის ხელოვნების სახლში გაიხსნება გამოფენა „გარდაქმნა“.

გამოფენა აერთიანებს გურამ წიბახაშვილისა და სანდრო ფაჩუაშვილის ნამუშევრებს, სადაც ასახულია საბჭოთა ისტორიისა და თანამედროვე ვიზუალური ენის შერწყმა. წარსულში შექმნილ ფორმათა გარდაქმნა ამ ნამუშევრებში სრულიად ახალ შინაარსს იძენს.

,,ტოტალური კონტროლი და ცენზურა საბჭოთა სისტემის ძირითადი მამოძრავებელი ძალა იყო, რის მეშვეობითაც იქმნებოდა საბჭოთა იდეალიზმისთვის დამახასიათებელი ნიმუშები და კერპების ჰეროიკული სახეები. ეს ნამუშევრები საზოგადოებისთვის გასაგები უნდა ყოფილიყო და ამასთანავე, დიდი ზეგავლენაც მოეხდინა. დღესდღეობით საბჭოთა მემკვიდრეობის შესწავლა და გადააზრება სხვადასხვა გზით ხდება. გამოფენის ავტორები წარსულის გადაფასებას ვიზუალური ენის მეშვეობით ახერხებენ. საბჭოთა კერპების, ფორმების, არსებული იდეალების დაშლითა და გადაწერით, შერეული ტექნიკისთვის და პოპ-არტისთვის დამახასიათებელი მხატვრული აქცენტით, სრულიად ახალ ნამუშევრებს ქმნიან.'' - აღნიშნავენ ხელოვნების სახლში.

გამოფენა გაგრძელდება 2023 წლის 3 სექტემბრის ჩათვლით. კურატორი: ელინა ვალაიტე. გრაფიკული დიზაინი: ანა დავარაშვილი.

პროექტი “Art House 20 23” ხორციელდება “გორელ ფოტოგრაფთა კლუბის” მიერ, გორის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურული ღონისძიებების პროექტების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში. 

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
საწარმოს გათვლებით, სპირტის წარმოება 1 მლნ ლიტრამდე
გაიზრდება.

საწარმოს გათვლებით, სპირტის წარმოება 1 მლნ ლიტრამდე გაიზრდება.

15:55 / 17.04.2025
გიგაური ამბობს, რომ სწორედ დაბრუნდაშვილის ოთახში, ბორკილებდადებულს
სცემა საქმეში
გიგაური ამბობს, რომ სწორედ დაბრუნდაშვილის ოთახში, ბორკილებდადებულს სცემა საქმეში
20:27 / 15.04.2025
ვიდეორეპორტაჟი
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის ასაკს იყო მიღწეული.
"სოფელში არაფერია. აქ არავინ არის. მხოლოდ ერთი ბიჭი, მაგისი დედა და მე ვართ.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან, მიხარია,
ხაშურში ამ სოფლის მცხოვრებლებს ცედნელებს უწოდებენ, მაგალითად, თუ ვინმეზე იტყვიან,
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.