რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აპრილი 2025 »»
31 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 1234
ახალი ამბები
საგამოძიებო სამსახურის ცნობით, მანქანების ჩამოსატანად აღებული 568 120 ლარი გაიფლანგა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების გაფლანგვისა და დიდი ოდენობით ქონების გადამალვის ფაქტებზე, ერთ-ერთი კომპანიის სამი ხელმძღვანელი პირი პასუხისგებაში იქნა მიცემული.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, რომელთა სამეწარმეო საქმიანობის სფეროს წარმოადგენდა ავტომანქანების ყიდვა-გაყიდვა, მოქალაქეებისგან მიიღეს ჯამში 568 120 ლარი, რომლითაც უნდა შეეძინათ ავტომანქანები და ჩამოეყვანათ საქართველოში. ნაცვლად აღნიშნულისა, ბრალდებულების მიერ მიღებული თანხები გაფლანგული და არამიზნობრივად იქნა გახარჯული.

ამავე დროს, მოქალაქეებთან არსებული და მოსალოდნელი ვალდებულებისთვის თავის არიდების მიზნით, ბრალდებულებმა მოჩვენებითი გარიგებით გადამალეს კომპანიის საკუთრებაში არსებული დიდი ოდენობით, დაახლოებით 740 000 ლარის ღირებულების ქონება, რათა დაზარალებულებს არ ჰქონოდათ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის შესაძლებლობა." – აცხადებს საგამოძიებო სამსახური.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე და 205-ე პრიმა მუხლებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 11 წლამდე ვადით.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
საწარმოს გათვლებით, სპირტის წარმოება 1 მლნ ლიტრამდე
გაიზრდება.

საწარმოს გათვლებით, სპირტის წარმოება 1 მლნ ლიტრამდე გაიზრდება.

15:55 / 17.04.2025
გიგაური ამბობს, რომ სწორედ დაბრუნდაშვილის ოთახში, ბორკილებდადებულს
სცემა საქმეში
გიგაური ამბობს, რომ სწორედ დაბრუნდაშვილის ოთახში, ბორკილებდადებულს სცემა საქმეში
20:27 / 15.04.2025
ვიდეორეპორტაჟი
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის ასაკს იყო მიღწეული.
"სოფელში არაფერია. აქ არავინ არის. მხოლოდ ერთი ბიჭი, მაგისი დედა და მე ვართ.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან, მიხარია,
ხაშურში ამ სოფლის მცხოვრებლებს ცედნელებს უწოდებენ, მაგალითად, თუ ვინმეზე იტყვიან,
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.