რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
ჟურნალისტებს და ოპოზიციას საგარეჯოში ქვები დაუშინეს
დღეს, 6 ივლისს, საგარეჯოში, სადაც ენმ-ს წევრები ამომრჩევლებს
ხვდებოდნენ, სავარაუდოდ "ქართული ოცნების" მომხრეებმა ოპონენტებთან
ხელჩართული ჩხუბი გამართეს და ქვები დაუშინეს. დაშავდნენ
ჟურნალისტებიც.
კადრებში ჩანს, რომ აგრესიულად მობილიზებული ადამიანები ისვრიან ბოთლებს და ქვებს.
კადრში "მთავარი არხის" ჟურნალისტი ამბობს, რომ ერთ-ერთი ნასროლი ქვა, მასაც მოხვდა. დაშავდნენ სხვა ჟურნალისტებიც.
ჟურნალისტის თქმით, მოძალადეებმა ჟურნალისტებს დაუზიანეს კამერა და მიკროფონი, რაც კადრშიც ჩანს.
"სრულიად ქაოსურია ვითარება და ვინ ვინ ესვრის და ურტყამს გაურკვეველია. გვეჭიდავებიან, ხელი მოკიდეს ჩვენ კამერას და დაგვიზიანეს, გაგვიფუჭეს გადამცემი კაბელიც და ვეღარ ვახერხებ პირდაპირ ეთერში შესვლას", – ამბობს კადრში ჟურნალისტი.
თავდამსხმელები იგინებიან როგორ ჟურნალისტების, ასევე ოპოზიციის მხარდამჭერების მისამართით. კადრებში ვხედავთ, როგორ ისვრიან თავდამსხმელები ქვებს და იგინებიან.
ნეტგაზეთი

ამავე კატეგორიაში

საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ექიმი, რევაზ ბოჭორიშვილი

საწარმოს გათვლებით, სპირტის წარმოება 1 მლნ ლიტრამდე გაიზრდება.

ამჟამად, ევროცემენტის წარმადობა წელიწადში 86 400 ტონაა.

გიგაური ამბობს, რომ სწორედ დაბრუნდაშვილის ოთახში, ბორკილებდადებულს
სცემა საქმეში

დაღუპულები არიან 55-დან 60 წლამდე ასაკის მამაკაცები.
ვიდეორეპორტაჟი
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის
ასაკს იყო მიღწეული.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან,
მიხარია,
ხაშურში ამ სოფლის მცხოვრებლებს ცედნელებს უწოდებენ, მაგალითად, თუ
ვინმეზე იტყვიან,
გასული თვის პოპულარული სიახლეები

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები