რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ახალი ამბები
რა ხდება პროკურორო? რა სჭირს ხალხს?'' - გორში ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთ დღეში 2 პირი დააკავეს
გორის შს სამმართველოს თანამშრომლებმა ოჯახში ძალადობის სხვადასხვა ფაქტზე ორი პირი დააკავეს.

მოსამართლე გერმანე დადეშქელიანმა ორივე მათგანს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

,,რა ხდება ბატონო ოთარ? რა სჭირს ხალხს? ნუთუ ქვეყანა გამოსაცვლელია?" - უთხრა მოსამართლემ, საქმეების განხილვის დროს, პროკურორს ოთახ დოხნაძეს.

როგორც პროკურორმა ოთარ დოხნაძემ განაცხადა, ერთ-ერთმა ბალდებულმა ოჯახის წევრს, გენდერული ნიშნით მიაყენა შეურაცხყოფა, თანაც არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით.

პროკურორის ინფორმაციით, ღამის საათებში, მამაკაცმა ცოლს სახეში გაარტყა, რადგან ქალია და ქმარს უნდა დაემორჩილოს. ამავე დროს, პროკურორმა განაცხადა, რომ ცოლს მოკვლით დაემუქრა.

ამავე დროს, მისი ინფორმაციით, ბრალდებული იყო ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ.

აღშფოთებულმა მოსამართლემ მიმართა ბრალდებულს: ,,რა ხდება? როცა იცი, რომ სიმთვრალეში თავს ვერ აკონტროლებ, არ უნდა დალიო. ხომ გაგიგია, სიმთვრალეში ადამიანის სულში ეშმაკები სახლდებიანო, ასე მოგდის. არ უნდა დალიო'' - განუცხადა მოსამართლემ ბრალდებულს.

,,მართლა რა ხდება პროკურორო? საიდან ამდენი აგრესია. სულ დაკარგა ხალხმა პატივისცემა. აი, რას შვება მარიხუანა'' - აღნიშნა მოსამართლემ. მან პოლიციელებს მიმართა, რომ დარბაზში მყოფი ერთ-ერთი დამსწრე შეამოწმონ, რადგან მის სიფხიზლეში შეიტანა ეჭვი.

,,დაღლილი ვარ, უძილო ვარ. ჩემი ნათესავია დაკავებული, ვნერვიულობ, არაფერი მჭირს'' - უპასუხა დარბაზში მყოფმა დამსწრემ და ვიდრე მოსამართლე გააძევებდა ან დააჯარიმებდა ან დააპატიმრებდა, თავად დატოვა დარბაზი.

რაც შეეხება ძალადობის ერთ-ერთ ფაქტს, როგორც გაირკვა, პოლიციელებმა ვერ გაარკვიეს, თუ სად მოხდა დანაშაული - ლომონოსოვის ქუჩაზე და ლერმონტოვის ქუჩაზე. ოქმში გამომძიებლებმა სხვადასხვა ადგილი მიუთითეს.

,,რას ვიზამთ, ლომონოსოვი და ლერმონტოვი ქართველები რომ ყოფილიყვნენ, ხომ არ შეეშლებოდათ პოლიციელებს? არა უშავს, მექანიკურ შეცდომად ჩავუთვალოთ. როგორც ჩანს, არ იციან, ვინ არიან. ისე ლერმონტოვს არ უყვარდა ქართველები. გახსოვთ ალბათ მისი ნაწარმოები'' - განაგრძო საუბარი მოსამართლე გერმანე დადეშქელიანმა.

ძალადობის პირველი ფაქტის განხილვის დასრულების შემდეგ, ფოიეში თანაშემწეს ერთ-ერთმა ბრალდებულმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

,,წამიკითხეთ, რა წერია? რას უნდა მოვაწერო ხელი'' - უთხრა ბრალდებულმა თანაშემწეს.

,,განჩინებაა, მეჩქარება, სხვა საქმე იხილება. მოაწერეთ ხელი?'' - ჩქარობდა თანაშემწე.

,,არ მოვაწერ, არ ვიცი, რას ვაწერ ხელს. თქვენ თუ პროცესზე გეჩქარებათ, მე გლდანის ციხეში მივდივარ'' - უყვირა ბრალდებულმა თანაშემწეს.

,,რა ხდება პოლიციელებო? რატომ ბედავს ამდენს?'' - უთხრა თანაშემწემ პოლიციელებს, რომლებმაც მხოლოდ მხრები ოდნავ შეარხიეს. ,,ახლა, ნახეთ, სანამ მე არ ჩაგაბარებთ განჩინებას, მანამდე ვერ წახვალთ აქედან'' - გაემართა მეორე სართულზე მოსამართლის თანაშემწე და დიდი ხანი აღარ გამოჩენილა.

პროკურორ ოთარ დოხნაძის ორივე შუამდგომლობა დაკმაყოფილდა. ორივე მამაკაცს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.

პროკურორმა საბოლოოდ არ გასცა მოსამართლის დაჟიანებულ კითხვას პასუხი, თუ რა ხდება საზოგადოებაში? იმ წუთას საკუთარი პრობლემები აწუხებდა. პროცესის დასრულება და წინ შაბათ-კვირის გამო, მშობლიურ ქალაქში წასვლა ეჩქარებოდა. სამარშრუტო ხაზის მძღოლს ხშირად ურეკავდა, რომ მისთვის ბოლო რეისზე ადგილი შეენახათ, რათა მალე გასცლოდა არა მარტო მძიმე ემოციებით სავსე სასამართლოს, არამედ იმ ქალაქსაც კი, სადაც მუშაობს.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
19:53 / 22.11.2024
"შავ პარასკევს", 29 ნოემბერს, თიბისი ყველა მომხმარებელს
16:42 / 22.11.2024
საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების
სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.

საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.

15:55 / 22.11.2024
საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე,
ტანის ხეობაში

საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე, ტანის ხეობაში

13:33 / 22.11.2024
ღამის ულამაზესი პეიზაჟი იხატება, როცა მწერლის თვალით უყურებ
ღამის ულამაზესი პეიზაჟი იხატება, როცა მწერლის თვალით უყურებ " ბნელ სივრცეში " როგორ " ირწევიან ღრუბლები,"
21:11 / 21.11.2024
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა თანატოლი ჰყავს.

"ტრანსპორტი არ არის, სოფლამდე მოსასვლელი გზა არ იყო და ამის გამო არ დადიოდა

რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.