რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აპრილი 2025 »»
31 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 1234
ახალი ამბები
არაჟანში, რომელიც გორის ბაღებში შეჰქონდათ, კოლიფორმული ბაქტერიები აღმოჩნდა - დასკვნა
2023 წლის 13 ივლისს გორის მერიის სკოლამდელი აღზრდის სააგენტომ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროდან დასკვნა მიიღო.

ამ დასკვნით, საბავშვო ბაღებიდან აღებულ არაჟნის ნიმუშში კოლიფორმული ბაქტერიები აღმოჩნდა. 17 ივლისს, გორის მერიის სკოლამდელი აღზრდის სააგენტომ კომპანია ,,ამალთეა გრუპთან'' ხელშეკრულება გაწყვიტა.

ხელშეკრულების ღირებულება შეადგენდა 414 000 ლარს. ბიუჯეტიდან უკვე გადახდილია 51%, ანუ 212 119 ლარი.

კომპანია ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 5%-ით 20 770 ლარით დააჯარიმეს.

ამავე ხელშეკრულებით ცნობილი ხდება, რომ ამალთეა გრუპი გორის საბავშვო ბაღებს ამარაგებს წლის დასაწყისიდან და ხელშეკრულების ვადა იწურებოდა 2023 წლის 6 სექტემბერს.

რა ღონისძიებები გაატარა მერიამ მანამდე?

2023 წლის 7 ივნისს  ხაჭოს ნიმუშები  აიღეს. გორის მერიის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს წერილში ვკითხულობთ, რომ ,,შემოწმების შემდეგ პროდუქტში აღმოჩნდა მეტალის ნივთი და ობი. გარდა ამისა, დარღვეული იყო ეტიკეტირების მოთხოვნები.

პროდუქტები შეამოწმეს  მარტსა და აპრილშიც.

2023 წლის მარტს სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებებიდან ამოღებული რძის პროდუქტები გააგზავნეს გ. ნათაძის სახელობის სანიტარიის, ჰიგიენის და სამედიცინო ეკოლოგიის სამეცნიერო კვლეთი ინსტიტუტში, სადაც საგამოცდო ლაბორატორიაში ჩაუტარდა ქიმიურ-ფიზიკური და მიკრობოლოგიური ანალიზი.

2023 წლის 31 მარტს კვლევის შედეგებით, ყველის ცხიმიანობა, ნაცვლად 40 პროცენტისა, აღმოჩნდა 8.03 პროცენტი. მაწონის ცხიმიანობა ხელშეკრულებით განსაზღვრული იყო 3.2 პროცენტი, აღმოჩნდა 2.26 პროცენტი.

არაჟნის შემთხვევაში ნაცვლად 12-20%-ისა, აღმოჩნდა 10.07%. ხაჭოს ცხიმიანობა ნაცვლად 9%-ისა, აღმოჩნდა 5.92%

დაახლოებით 1 თვით ადრე, სააგენტომ რძის ნაწარმი კვლავ ჩაიტანა ლაბორატორიაში ,,ამალთეა გრუპის'' წარმომადგენლებთან ერთად.

ხაჭოს ცხიმიანობის მაჩვენებელი უნდა ყოფილიყო არანაკლებ 9% და აღმოჩნდა 5 პროცენტი. ასევე ხაჭოს 0.001 გ-ში აღმოჩნდა კოლოფორმები. არჟნის შემთხვევაში ცხიმიანობა ნაცვლად 12-20%-ს, ხოლო აღმოჩნდა 10%. ასევე 1 გ-ში აღმოჩნდა ,,საურეუს''ის ტიპის ბაქტერია.

ყველის შემთხვევაში ცხიმიანობა ნაცვლად 40%-ისა აღმოჩნდა 17.53% და ა.შ.მარტსა და მაისში მერიის სკოლამდელი აღზრდის სააგენტო კომპანიას აფრთხილებდა, რომ გამოესწორებინათ მდგომარეობა. თუმცა, 13 ივლისს უარესი დასკვნა მიიღეს.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
საწარმოს გათვლებით, სპირტის წარმოება 1 მლნ ლიტრამდე
გაიზრდება.

საწარმოს გათვლებით, სპირტის წარმოება 1 მლნ ლიტრამდე გაიზრდება.

15:55 / 17.04.2025
გიგაური ამბობს, რომ სწორედ დაბრუნდაშვილის ოთახში, ბორკილებდადებულს
სცემა საქმეში
გიგაური ამბობს, რომ სწორედ დაბრუნდაშვილის ოთახში, ბორკილებდადებულს სცემა საქმეში
20:27 / 15.04.2025
ვიდეორეპორტაჟი
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის ასაკს იყო მიღწეული.
"სოფელში არაფერია. აქ არავინ არის. მხოლოდ ერთი ბიჭი, მაგისი დედა და მე ვართ.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან, მიხარია,
ხაშურში ამ სოფლის მცხოვრებლებს ცედნელებს უწოდებენ, მაგალითად, თუ ვინმეზე იტყვიან,
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.