რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
ცხინვალის უნივერსიტეტის ცნობით, ტელეგრამ არხი ,,ცხინვალის მაცნე'' ქართველი და ინგუში სტუდენტების მიმართ სიძულვილს აღვივებს
ოსურმა ონლაინ მედია "Чъребайы хъӕргӕнӕг"-მა (,,ცხინვალის მაცნემ'')
ტელეგრამ არხზე ერთ-ერთი მოქალაქის ანონიმური წერილი გამოაქვეყნა,
სადაც წერია:
"ნუღარაფრის გაგიკვირდებათ, პირველად ისტორიაში სამხრეთ ოსეთის უნივერსიტეტში 60 ინგუში ჩაირიცხა. მე დღემდე არ მსურს ეს დავიჯერო. ჩემთვის მიუღებელია ჩემს ქალაქში ინგუშებმა რომ ისეირნონ!!!"
ამა წერილში აღნიშნულია, რომ ქართველები სწავლობენ და მუშაობენ დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის უნივერსიტეტში.
აღნიშნულ წერილს უნივერსიტეტის მედიაჰოლდინგის ხელმძღვანელი ალლა ჯიოევა გამოეხმაურა. ჯიოევა აღნიშნავს, რომ ეს არის ეთნიკური სიძულვილის გაღვივების მცდელობა, რომლის განმეორების შემთხვევაში, შესაბამის დოკუმენტებს გადაუგზავნის კგბ-ს და ,,ეფესბეს''
განცხადება უნივერსიტეტი ფეისბუკ-გვერდზე გამოქვეყნდა:
,,ყოველწლიურად სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში ირიცხებიან არა მხოლოდ აბიტურიენტები სამხრეთ ოსეთიდან, არამედ რუსეთის ფედერაციიდან, მათ შორის ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებიდანაც. ძირითადად, განათლების კორესპონდენციის ფორმას ირჩევენ.
,,სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმღებ კომიტეტს ჩრდილოეთ კავკასიიდან ათობით აპლიკანტმა მიმართა. მათ შორის არიან განმცხადებლები ჩრდილოეთ ოსეთიდან, ჩეჩნეთიდან, დაღესტნიდან, ყაბარდო-ბალყარეთიდან და ა.შ.''
,,შესარჩევმა კომისიამ აღნიშნა, რომ დღეს ინგუშეთის რესპუბლიკაში რეგისტრირებული აპლიკანტები არ არიან მათ შორის, ვინც საბუთები წარადგინა სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში.''
,,მაგრამ თუ ინგუშეთიდან ჩამოსული აპლიკანტები საბუთებს სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმღებ კომიტეტს წარუდგენენ, ისინი მიიღებიან.''
,,უნივერსიტეტი არავის მისცემს უფლებას სხვა ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენლების მიმართ ეთნიკური შუღლისა და სიძულვილის გაღვივების.''
,,ანონიმური წერილების ავტორთა ინფორმაციით, ქართველები სწავლობენ და მუშაობენ სამხრეთ ოსეთის უნივერსიტეტში, ინგუშეთიდან ბევრი ახალგაზრდაა ჩრდილოეთ ოსეთის უნივერსიტეტებში.''
,,ეთნიკური სიძულვილის გაღვივების შემდგომი მცდელობის შემთხვევაში, ჩვენ შესაბამის დოკუმენტებს გადავუგზავნით სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის კგბ-ს და რუსეთის ფედერაციის ეფესბე-ს.''
,,სამხრეთ ოსეთი თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფოა. ჩვენ პატივს ვცემთ როგორც სამხრეთ ოსეთის, ისე რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მცხოვრები ყველა ეთნიკური ჯგუფის ღირსეულ წარმომადგენლებს.'' - ვკითხულობთ ალლა ჯიოევას განცხადებაში.
ცხინვალის უნივერსიტეტის ვებ-გვერდით ცნობილი ხდება, რომ ინჟინერულ-ტექნიკური დისციპლინის კათედრას ნამშურიძე გენრიეტა ხელმძღვანელობს.
რუსული ენის კათედრაზე ლაბორანტად მუშაობს ადუაშვილი მარინა.
ინგლისური ენის კათედრაზე პედაგოგია ირინა მარგალიტაძე, ხოლო ფიზაღზრდის თეორიისა და მეთოდიკის კათედრაზე პედაგოგია ლაფაჩი დავითი.

ამავე კატეგორიაში
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
"შავ პარასკევს", 29 ნოემბერს, თიბისი ყველა მომხმარებელს
საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.
საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე, ტანის ხეობაში
ღამის ულამაზესი პეიზაჟი იხატება, როცა მწერლის თვალით უყურებ " ბნელ
სივრცეში " როგორ " ირწევიან ღრუბლები,"
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ
ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა
თანატოლი ჰყავს.
რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი
ახალგაზრდების გამოცდილება
გასული თვის პოპულარული სიახლეები
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები