რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
კავთისხევის შუა უბანში - ქვემო ჩოჩეთში სასმელი წყლის პროექტი არ შესრულდა
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჩოჩეთში სასმელ წყალს ისევ
ელოდებოდან. მასშტაბური პროექტი, რომელიც 2022 წლის ოქტომბერში
დაიწყო, ვერ განხორციელდა.
ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია ,,თექ ჰაივეიმ'' კავთისხევის შუა უბანი მიატოვა. 260 000 ლარიანი პროექტი მხოლოდ 14%-ით შეასრულა. სამუშაოები 2022 წლის 31 დეკემბერს უნდა დასრულებულიყო. თუმცა, მერიამ 6-ჯერ გადაუვადა და ქსელი და ჭაბურღილი არც 2023 წლის 1 ივლისამდე დასრულდა.
რა მოხდა?
2023 წლის 11 იანვარს კომპანიის დირექტორმა თამარ ხაბელაშვილმა კასპის მერს აცნობა, რომ პროექტის მიხედვით, სამუშაოები ვერ ხორციელდებოდა, რადგან ქსელი, პროექტის მიხედვით, ნაკვეთებზე გადიოდა. ამიტომ, საჭირო გახდა მიმართულების შეცვლა. როგორც კომპანიის დირექტორი იტყობინებოდა, ქსელის სიგრძე დაგრძელდა 130 მ-ით, ხოლო მუშები სამუშაოებს ხელით ასრულებდნენ.
ამის გამო, კომპანიამ ვადის გაგრძელება 45 დღით მოითხოვა.
ამავე წერილში კომპანიის დირექტორი საუბრობდა იმაზეც, რომ საჭირო იყო საქლორატორო ტერიტორიის მოძებნა, მისი შემოღობვა და გარეგანათების მოწყობა, რაც გარკვეულ დროსა და რესურსს მოითხოვდა.
2023 წლის იანვარს მერიამ ვადა 45 დღით გაუგრძელდა.
2023 წლის 12 თებერვალს, მეორე ვადის დამთავრებისას, კომპანიამ მერიას აცნობა, რომ საჭირო იყო ჭაბურღილის სისტემაში ცვლილებების შეტანა, კერძოდ,
,,არასახარბიელო კლიმატურ პირობებში, წყალსადენის მოწყობის სამუშაოების სირთულიდან გამომდინარე, წყალსადენის მონტაჟი შეჩერებულია. მოქმედი ქსელების არსებობა საპროექტო წყალსადენის ნიშნულზე ზევით და მათი დაზიანების რისკი თხრილის მოწყობის დროს, დიდია. მიმდინარეობს პოლიეთილენის მილების მონტაჟი. მოქმედი ქსელების დაზიანების შემთხვევაში რემონტი უნდა მიმდინარეობდეს ჰაერის დადებითი ტემპერატურის პირობებში ( + 5 გრადუსი - დან ზევით ). ასევე, შეგახსენებთ, რომ საქლორატოროს შენობის ადგილმდებარეობის შეცვლის გამო, სანიტარული ნორმების გათვალისწინებით, უნდა შესრულდეს საქლორატოროს ტერიტორიის შემოღობვა ( გაერთიანდება ჭაბურღილის ტერიტორიასთან ) და გარე განათება, რაც არ არის გათვალისწინებული სატენდერო ხარჯთაღრიცხვაში. იცვლება ელექტრო მომარაგების სქემაც თანმდევი სამუშაოებით.'' - წერია კომპანიის წერილში.
ამ მიზნით, კომპანიამ კიდევ დამატებით 45 დღის ვადა მოითხოვა.
მესამე ვადის გასვლის შემდეგ, 2023 წლის 27 მარტს კომპანიამ მერიას აცნობა, რომ საჭირო იყო ვადის გაგრძელება 60 დღით, ოღონდ მიზეზი არაა დადგენილი. მერიის ინსპექტირების ჯგუფი თანახმა იყო, რომ ვადა მეოთხედაც გაგრძელებულიყო, თანაც 60 დღით. ოფიციალურ დოკუმენტების მიხედვით, კითხვა არავის გასჩენია, თუ რატომ? მათ შორის, ინსპექტირების ჯგუფის ხელმძღვანელს აჩიკო გიგოლაშვილს.
მეოთხე ვადის ამოწურვის, ანუ 60 დღის გასვლის შემდეგ, კომპანიამ 2023 წლის 1 მაისს აცნობა მერიას, რომ საჭირო იყო ვადის გაგრძელება 30 დღით, მიზეზი არც ამჯერადაა დასახელებული. აჩიკო გიგოლაშვილი დაეთანხმა ვადის გაგრძელებას და კომპანიას ვადა მისცეს 2023 წლის 1 ივნისამდე.
მეხუთე ვადის ამოწურვის შემდეგ, 2023 წლის 1 ივნისს, კომპანიამ კვლავ მისწერა მერიას, რომ საჭირო იყო ვადის გაგრძელება 30 დღით. მიზეზი არც ამჯერადაა დასახელებული. წერილობით დოკუმენტებში არავინ აკონკრეტებს მიზეზს, რათა მოსახლეობისთვის უცნობი დარჩეს გარემოებები. კასპის მერიამ ვადა 2023 წლის 1 ივლისამდე გაუგრძელა.
მეექვსე ვადის ამოწურვის შემდეგ, კომპანიის წერილი აღარ გამოჩენილა მერიაში. უკვე 2023 წლის ივლისიც იწურება და ქვემო ჩოჩეთში, ანუ კავთისხევის შუა უბანში სასმელ წყალს კვლავაც ელოდებიან. ეს ის სოფელია, სადაც ჯერ კიდევ 2019 წელს საპროტესტო აქცია გაიმართა. მაშინდელმა მერმა მოსახლეობა იმით დაამშვიდა, რომ ფერისცვალების შემდეგ წვიმები წამოვა.
ფოტო: შუაუბნელები 2019 წელს სასმელი წყლის მოლოდინში

ამავე კატეგორიაში
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
"შავ პარასკევს", 29 ნოემბერს, თიბისი ყველა მომხმარებელს
საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.
საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე, ტანის ხეობაში
ღამის ულამაზესი პეიზაჟი იხატება, როცა მწერლის თვალით უყურებ " ბნელ
სივრცეში " როგორ " ირწევიან ღრუბლები,"
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ
ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა
თანატოლი ჰყავს.
რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი
ახალგაზრდების გამოცდილება
გასული თვის პოპულარული სიახლეები
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები