რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ახალი ამბები
გორის ბაღების სააგენტოდან შშმ პირის გათავისუფლების გამო მერიას 100 000 ლარის გადახდა დაეკისრა
2023 წლის 24 ივლისს უზენაესმა სასამართლოს სამმა მოსამართლემ დაადგინა, რომ გორის მერიის საბავშვო ბაღების გაერთიანებიდან თანამშრომელი, შშმ პირი უკანონოდ გაათავისუფლეს, თანაც დისკრიმინაციული ნიშნით.

სასამართლო უთითებს, რომ დარღვეულია საქართველოს კონსტიტუცია.

გადაწყვეტილებაში ვკითხულობთ, რომ სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს გათავისუფლებული თანამშრომლის სასარგებლოდ, დაეკისრა 100 000 (ასი ათასი) ლარის გადახდა, საიდანაც 50 000 ლარი არის კომპენსაცია, ხოლო 50 000 ლარი იმ ზიანის თანხა, რომელიც ყოფილ თანამშრომელს დისკრიმინაციული მოპყრობისს შედეგად მიადგა.

შშმ პირი სამსახურიდან 2022 წლის 15 აპრილს გაათავისუფლეს.

რა მოხდა

მოსამარჩელემ განმარტა, რომ 2018 წლის 18 ოქტომბრიდან 2022 წლის 19 აპრილამდე მუშაობდა ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოში ერთ-ერთი განყოფილების ხელმძღვანელის პოზიციაზე. იგი ჯეროვნად, კეთილსინდისიერად და გულისხმიერად ასრულებდა დაკისრებულ ვალდებულებებს.

2022 წლის 12 აპრილის ბრძანების საფუძველზე, სააგენტოში დაიწყო რეორგანიზაცია. 2022 წლის 15 აპრილს გორის მერმა დაამტკიცა სააგენტოს ახალი შინაგანაწესი, რომელიც ითვალისწინებდა აღნიშნული განყოფილების გაუქმებას. ამავე დღეს გამოიცა სააგენტოში ბრძანება, რომლის საფუძველზეც რეორგანიზაციის მიზეზით მოსარჩელე გაათავისუფლეს სამსახურიდან.

მოსარჩელის მითითებით, რეორგანიზაცია სააგენტოში ატარებდა ფორმალურ ხასიათს და რეორგანიზაციის შედეგად ზოგიერთი პოზიცია გაიყო, ზოგი გაერთიანდა, ზოგ პოზიციას კი სახელწოდება შეეცვალა. გაუქმებული განყოფილების ყველა თანამშრომელი, გარდა მოსარჩელისა, აღდგენილია სხვა ტოლფას პოზიციაზე.

მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ სააგენტოში მალევე არაერთი ვაკანტური ადგილი გაჩნდა, სადაც მოსარჩელეს მისი კვალიფიკაციიდან გამომდინარე, შეეძლო ემუშავა, თუმცა სააგენტოს აშკარად არ სურდა მოსარჩელის სამსახურში დატოვება.

მოსარჩელის მითითებით, იგი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია, რომელსაც სიცოცხლისათვის ესაჭიროება ძვირადღირებული წამლები, ხოლო, სამსახურიდან გათავისუფლების გამო, აღნიშნული წამლების შეძენაც კი უჭირს და დარჩენილი სიცოცხლის მწირე დროს უფრო მეტად ამძიმებს, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მის განყოფილებაში მომუშავე 62 თანამშრომლიდან მხოლოდ ის იყო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი და სამუშაოდან მხოლოდ ის გაათავისუფლეს. შესაბამისად, მის მიმართ განხორცილდა შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით დისკრიმინაციული მოპყრობა, რის გამოც მას მიადგა ზიანი.

გორის სასამართლოს პოზიცია

გორის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 17 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, მოპასუხის მიერ შესაგებლის წარუდგენლობის გამო, სარჩელი დაკმაყოფილდა: ბათილად იქნა ცნობილი ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს მენეჯერის 2022 წლის 15 აპრილის № 682 ბრძანება ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს განყოფილების უფროსის თანამდებობიდან მოსარჩელის გათავისუფლების შესახებ, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა კომპენსაციის სახით 50 000 ლარისა (საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების გარეშე) და ზიანის - 50 000 ლარის ანაზღაურება.

თბილისის სასამართლოს პოზიცია

გორის სასამართლოს გადაწყვეტილება სკოლამდელი აღზრდის სააგენტომ გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოში. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ საქმე 2023 წლის 7 თებერვალს განიხილა. მოსამართლეთა გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ძალაში დარჩა გორის სასამართლოს გადაწყვეტილება.

სასამრთლომ აღნიშნა, რომ სკოლამდელი აღზრდის სააგებტოს იურიდიული განყოფილების წარმომადგენლებმა ვერ დაასაბუთეს ის გარემოება, რომ არ შეეძლოთ შესაგებლის წარდგენა გორის სასამართლოში. კერძოდ,

სააგენტოს იურისტის განმარტებით, სააგენტოში განხორციელებული რეორგანიზების შემდეგ იურიდიულ სამსახურში მუშაობს ორი ადამიანი: სამსახურის უფროსი ნ.კ–ი და სპეციალისტი ნ.ყ–ი, რომლებიც უფლებამოსილნი იყვნენ, მოემზადებინათ სხვადასხვა საპროცესო დოკუმენტაცია და წარედგინათ სასამართლოსათვის კანონმდებლობით დადგენილი წესით, ხოლო უფროსი სპეციალისტის საშტატო პოზიცია ვაკანტურია.

2022 წლის 30 მაისიდან 2022 წლის 15 ივნისის ჩათვლით იურიდიული სამსახურის უფროსი ნ.კ–ი მოკლებული იყო სამსახურის მოვალეობის შესრულების შესაძლებლობას ვირუსული ინფექციისა და თანმხლები ინტოკსიკაციის გამო და გადიოდა ამბულატორიულ მკურნალობას ბინაზე, რასაც ადასტურებს ოჯახის ექიმის მიერ გაცემული შესაბამისი ცნობა და ფორმა №100.

სამსახურის სპეციალისტი ნ.ყ–ი ასევე ვერ ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას 2022 წლის 28 მაისიდან, რადგან სახლში ჰყავდა სიმსივნით დაავადებული დედა და ყოველდღიურად უწევდა მეთვალყურეობას, რომელიც 2022 წლის 19 ივნისს გარდაიცვალა. ნ.ყ–ი სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებას შეუდგა 2022 წლის 4 ივლისს. აღნიშნულს ადასტურებს თავად ნ.ყ–ის ახსნა-განმარტება და სამედიცინო დაწესებულების უფლებამოსილი პირის მიერ გაცემული ჯანმრთელობის ცნობა დედის მძიმე ავადმყოფობის თაობაზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს აზრით, სკოლამდელი აღზრდის სააგენტოში წარდგენილი დოკუმენტაცია არ წარმოადგენს იმ მტკიცებულებებს, რომლითაც გორის სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაბათილების საფუძველი გახდებოდა. კერძოდ, ბაღების სააგენტოს საშუალება ჰქონდა გადაევადებინათ შესაგებლის წარდგენის დრო.

უზენასი სასამართლო

გორის მერიის სკოლამდელი აღზრდის სააგენტომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა.

აქ ბაღების სააგენტო უფრო მეტად დავობდა იმაზე, რომ შემცირებულიყო ზიანის ოდენობა, კერძოდ დისკრიმინაციის ნაწილში. სააგენტოს აზრით,  სააპელაციო პალატას არ უმსჯელია, თუ რა სამართლებრივი საფუძვლით დაადგინა მოსარჩელის მიმართ დისკრიმინაციის განხორციელება; რომაღნიშნულ საკითხზე სააპელაციო პალატამ, ყოველგვარი ანალიზის გარეშე, გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს პოზიცია ისე, რომ არ შეუფასებია საქმის ფაქტობრივი გარემოებანი. შესაბამისად, გასაჩივრებული განჩინება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებულიო.

უზენაესი სასამართლოს საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოპასუხის გამოუცხადებლობის ან მის მიერ შესაგებლის წარუდგენლობის შემთხვევაში სასამართლო არ იხედება საქმეში, არ ამოწმებს და არ აფასებს მტკიცებულებებს, ვინაიდან ეს საჭირო არაა, რადგან გადაწყვეტილებისათვის მნიშვნელოვანი ფაქტები დამტკიცებულად ითვლება, მაგრამ "იხედება კანონში," რათა მისცეს ამ დამტკიცებულად ჩათვლილ ფაქტებს იურიდიული შეფასება. თუ ასეთი შეფასების შედეგად აღმოჩნდება, რომ აღნიშნული ფაქტები ამართლებენ შესაბამისი კანონის თანახმად მოსარჩელის მოთხოვნას, სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლომ უნდა გამოიტანოს ჩვეულებრივი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, ანუ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას სასამართლო არ იხილავს მტკიცებულებებს და არ შედის მათ არსებით კვლევაში, მსჯელობს მხოლოდ სარჩელში მითითებულ ფაქტებზე და, სარჩელის შინაარსიდან გამომდინარე, დაუსწრებელი გადაწყვეტილება გამოაქვს იმ შემთხვევაში, თუ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასაარჩელო მოთხოვნას.

უზენაესმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გაუქმებული ა(ა)იპ გორის მუნიციპტიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს ერთ-ერთი განყოფილების ყველა თანამშრომელი, გარდა შშმ პირისა, აღდგენილია სხვა ტოლფას პოზიციაზე.

,,სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ სააგენტოში მალევე არაერთი ვაკანტური ადგილი გაჩნდა, სადაც მოსარჩელეს მისი კვალიფიკაციიდან გამომდინარე, შეეძლო ემუშავა, თუმცა სააგენტოს აშკარად არ სურდა მოსარჩელის სამსახურში დატოვება. მოსარჩელის მითითებით, იგი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია, რომელსაც სიცოცხლისათვის ესაჭიროება ძვირადღირებული წამლები, ხოლო, სამსახურიდან გათავისუფლების გამო, აღნიშნული წამლების შეძენაც კი უჭირს და დარჩენილი სიცოცხლის მწირე დროს უფრო მეტად ამძიმებს, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მის განყოფილებაში მომუშავე 62 თანამშრომლიდან მხოლოდ ის იყო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი და სამუშაოდან მხოლოდ ის გაათავისუფლეს. შესაბამისად, მის მიმართ განხორცილდა შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით დისკრიმინაციული მოპყრობა, რის გამოც მას მიადგა ზიანი.'' - განმარტა სასამართლომ.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
19:53 / 22.11.2024
"შავ პარასკევს", 29 ნოემბერს, თიბისი ყველა მომხმარებელს
16:42 / 22.11.2024
საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების
სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.

საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.

15:55 / 22.11.2024
საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე,
ტანის ხეობაში

საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე, ტანის ხეობაში

13:33 / 22.11.2024
ღამის ულამაზესი პეიზაჟი იხატება, როცა მწერლის თვალით უყურებ
ღამის ულამაზესი პეიზაჟი იხატება, როცა მწერლის თვალით უყურებ " ბნელ სივრცეში " როგორ " ირწევიან ღრუბლები,"
21:11 / 21.11.2024
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა თანატოლი ჰყავს.

"ტრანსპორტი არ არის, სოფლამდე მოსასვლელი გზა არ იყო და ამის გამო არ დადიოდა

რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.