რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აპრილი 2025 »»
31 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 1234
ახალი ამბები
ქარელის 3 სოფელში სასმელი წყლის პროექტი ჩავარდა - მერია 700 000 ლარის უკან დაბრუნებას ითხოვს
ქარელის მუნიციპალიტეტის სამ სოფელში: ზემო ხვედურეთში, საღოლაშენსა და თამარაშენში სასმელი წყლის პროექტები ჩავარდა.

კომპანიას, რომელმაც სამუშაოები 2022 წლის მარტში დაიწყო, ერთი წლის შემდეგაც ეძებდნენ. პროექტის ჯამური ღირებულება 2 მლნ ლარს შეადგენდა. შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე განთავსებული დოკუმენტების მიხედვით, სამივე პროექტზე კომპანიას ჩაირცხული აქვს თითქმის 1,4 მლნ ლარი.

ტენდერში გამარჯვებული კომპანია არის ,,თექ ჰაივეი'' . მას სამუშაოები 2022 წლის ივლისში უნდა დაესრულებინა, თუმცა, როგორც ქარელის მერის ზაზა გულიაშვილის წერილებიდან ირკვევა, ვადაგადაცილება თითქმის 340 დღეს შეადგენს.

ქარელის მერიის წერილით ირკვევა:

ზემო ხვედურეთში რეზერვუარის სიახლოვეს არაა მოწყობილი გამანაწილებელი ჭა, რომლითაც მოსახლეობას წყალი უნდა მიეწოდოს. ასევე, უმრავლეს ოჯახებში მრიცხველები დამონტაჟებულია მხოლოდ ცარიელი ყუთები, თანაც მიწის ზევით. ზოგი ოჯახი საერთოდ ყუთების გარეშე დატოვეს.

რაც შეეხება სოფელ საღოლაშენსა და თამარაშენს, აქ ჭაბურღილი გაკეთდა, მაგრამ არ აამუშავეს.

,,არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, რომ ემუშავა ჭაბურღილს, რათა ამორეცხილიყო ჭაბურღილი, ასევე, გაგვებო წყლის დებეტის რაოდენობის შესახებ, არ მომხდარა'' - აღნიშნულია მოხსენებით ბარათში, რომელიც კომპანიას მერიამ გაუგზავნა.

ქარელის მერია ითხოვს, რომ კომპანია ,,თექ ჰაივეი'' დაჯარიმდება სამივე პროექტის შეუსრულებლობისთვის დაახლოებით 700 000 ლარით.

ფოტოზე: ქარელის მერი, გუბერნატორი და საკრებულოს თავმჯდომარე ქარელში
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
საწარმოს გათვლებით, სპირტის წარმოება 1 მლნ ლიტრამდე
გაიზრდება.

საწარმოს გათვლებით, სპირტის წარმოება 1 მლნ ლიტრამდე გაიზრდება.

15:55 / 17.04.2025
გიგაური ამბობს, რომ სწორედ დაბრუნდაშვილის ოთახში, ბორკილებდადებულს
სცემა საქმეში
გიგაური ამბობს, რომ სწორედ დაბრუნდაშვილის ოთახში, ბორკილებდადებულს სცემა საქმეში
20:27 / 15.04.2025
ვიდეორეპორტაჟი
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის ასაკს იყო მიღწეული.
"სოფელში არაფერია. აქ არავინ არის. მხოლოდ ერთი ბიჭი, მაგისი დედა და მე ვართ.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან, მიხარია,
ხაშურში ამ სოფლის მცხოვრებლებს ცედნელებს უწოდებენ, მაგალითად, თუ ვინმეზე იტყვიან,
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.