რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ახალი ამბები
მარიამობა რკონის გზაზე
28 აგვისტოს მარიამობაა.ეთნოგრაფიულ ყოფაში დასტურდება მარიამობისადმი მიძღვნილი სასოფლო და სატაძრო დღეობებიც.

გორის ეთნოგრაფიული მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომლის თამილა კოშორიძის ცნობით, 28 აგვისტოს ხალხი იკრიბებოდა რკონში, კასპის სოფელ მეტეხში, ქარელის სოფელ საღოლაშენში.

ეთნოგრაფის ცნობით, აქედან განსაკუთრებული მასშტაბურობით მარიამობა აღინიშნებოდა რკონში.

თეძმის ხეობაში რკონის ღვთისმშობელი ყველაზე ძლიერი სალოცავია და აქ სალოცავად ხეობის გარდა სხვადასხვა სოფლებიდანაც მიდიოდნენ.

„ჩარდახიანი ურმებით, დგებოდნენ ღამის თევით, მოჰყავთ საკლავები: ცხვარი, კურატი და ქათმები. მოაქვთ შესაწირავი ქადა-ნაზუქები, სანთლები და სხვ. იციან სარტყლის შემორტყმა. მოჰყავთ სულით ავადმყოფებიც. დგებიან ღამისთევით და შესთხოვენ ღვთისმშობელს ავადმყოფის განკურნებას“ - წერს თამილა კოშორიძე ეთნოგრაფიულ მასალებზე დაყრდნობით.

გასული საუკუნის შუახანებში თეძმის ხეობას მეცნიერი სერგი მაკალათია სტუმრობდა. ჯერ კიდევ თითქმის საუკუნის წინ მან აღწერა, თუ რა ხდებოდა მარიამობას რკონში:

,,მონასტრის მახლობლად, ტყეში დგას დიდი ცაცხვი, რომელსაც ტანი და ტოტები შეტრუსული აქვს დანთებული სანთლებისაგან.

,,ცაცხვის ძირში მიყუდებულია ფილაქვა, რომელიც ვიღაც მალაციძეს სოფ. ქონდარაანთიდან (თეძმის ხეობა) მოუტანია. მალაციძე ავად გამხდარა და ეს ქვა შეუწირავს რკონის ღვთისმშობლისათვის. ქვაზე უხეშად გამოსახულია ტოტებგაშლილი ხე. მარჯვნივ გამოსახულია ქალის ფიგურა, რომელსაც ხელში უჭირავს ქოლგა და აწერია: "დედა ღვთისმშობელი". მარცხნივ აწერია "ცაცხვის წმინდა გიორგის ხე".’’



,,ამ ქვახატს გარშემო აწერია: "ჩრდილოვეთითგან რაც წყალი დაიღება, აქეთა სამხრეთით ორჯოს ქედიდგან ამოსავლეთით სამაჭალოს წყლამდისინ თავისა რკონისა ღვთისმშობლისაა, ისაკა მალაციძე".

რკონის ღვთისმშობელში მიმავალი მლოცავები, როდესაც ამ ცაცხვთან გაივლიდნენ, დადგებოდნენ, სანთლებს დაუნთებდნენ და დაილოცებოდნენ, ვისაც შეთქმული ჰქონდა, მას აქ მოჰყავდა ბავშვები, ალოცებდნენ და პირველად შეკრეჭილ ბავშვის თმასაც აქვე სტოვებდნენ.

რკონის ამ დიდ ცაცხვს უწოდებდნენ ჯავახიანთ ცაცხვს. ეს ცაცხვი იყო მათ სამფლობელოში, ამ ცაცხვზე ყოფილა დასვენებული მათი ხატიც, ცაცხვი გაზრდილა და ეს ხატი შიგ დაუტანებია. ამბობენ, რომ რამდენი მამაკაცი ჯავახიშვილი მოკვდებოდა, ამ ხეს იმდენი ტოტი ჩამოტყდებოდა, დაბადების შემთხვევაში კი - ცაცხვს ახალი ტოტი გამოებმოდაო.

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
19:53 / 22.11.2024
"შავ პარასკევს", 29 ნოემბერს, თიბისი ყველა მომხმარებელს
16:42 / 22.11.2024
საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების
სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.

საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.

15:55 / 22.11.2024
საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე,
ტანის ხეობაში

საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე, ტანის ხეობაში

13:33 / 22.11.2024
ღამის ულამაზესი პეიზაჟი იხატება, როცა მწერლის თვალით უყურებ
ღამის ულამაზესი პეიზაჟი იხატება, როცა მწერლის თვალით უყურებ " ბნელ სივრცეში " როგორ " ირწევიან ღრუბლები,"
21:11 / 21.11.2024
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა თანატოლი ჰყავს.

"ტრანსპორტი არ არის, სოფლამდე მოსასვლელი გზა არ იყო და ამის გამო არ დადიოდა

რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.