რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ახალი ამბები
ფლანგვის დეტექტორის ცნობით, საჯარო უწყებებმა 17 მილიონი ლარის ღირებულების რუსული წარმოების ტრენაჟორები შეიძინეს
ფლანგვის დეტექტორის ცნობით, 2014-2023 წლებში საქართველოს საჯარო უწყებებმა შპს ჯეო-პარკისგან 17 მილიონი ლარის ღირებულების რუსული წარმოების ტრენაჟორები შეიძინეს.

შემსყიდველთა შორის გორის მუნიციპალიტეტის მერიაც დასახელდა.

ამავე ორგანიზაციის ცნობით, რუსული ტრენაჟორების შესყიდვა წელსაც გრძელდება:

,,უშუალოდ გორის მერიამ ტრენაჟორების შესაძენად 2023 წლის ივნისში ჯეო პარკთან 134,831 ლარის ღირებულების ხელშეკრულება გააფორმა. 51,652 ლარი დახარჯა ქარელის მერიამ სოფელი მოხისისა და კნოლევისთვის რუსული ტრენაჟორების შესაძენად.'' - აღნიშნულია ორგანიზაციის განცხადებაში.

ფლანგვის დეტექტორი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხისის შემთხვევაში, შესყიდვაში პირდაპირ არის მითითება, რომ ტრენაჟორების შეძენა დევნილთა დასახლებისთვის ხდებოდა.

,,შესაბამისად, ადამიანებს, რომლებიც სწორედ რუსეთის აგრესიის შედეგად გახდნენ დევნილები, ქარელის მერიამ სავარჯიშო სივრცე რუსული ტრენაჟორებით მოუწყო.'' - აღნიშნავენ ორგანიზაციაში.

,,ქართლის ამბებმა'' შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე გადაამოწმა აღნიშნული ინფორმაცია. თუკი რამდენიმე წლის წინ, კომპანია ოფიციალურად აქვეყნებდა დოკუმენტებს ტრენაჟორების წარმომავლობის შესახებ, ამჯერად, შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე ტრენაჟორების წარმომავლობის შესახებ მონაცემები აღარ ქვეყნდება.

 

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
19:53 / 22.11.2024
"შავ პარასკევს", 29 ნოემბერს, თიბისი ყველა მომხმარებელს
16:42 / 22.11.2024
საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების
სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.

საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.

15:55 / 22.11.2024
საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე,
ტანის ხეობაში

საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე, ტანის ხეობაში

13:33 / 22.11.2024
ღამის ულამაზესი პეიზაჟი იხატება, როცა მწერლის თვალით უყურებ
ღამის ულამაზესი პეიზაჟი იხატება, როცა მწერლის თვალით უყურებ " ბნელ სივრცეში " როგორ " ირწევიან ღრუბლები,"
21:11 / 21.11.2024
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა თანატოლი ჰყავს.

"ტრანსპორტი არ არის, სოფლამდე მოსასვლელი გზა არ იყო და ამის გამო არ დადიოდა

რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.