რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
კომპანია, რომელიც 1 კგ ,,ნაქარ'' ვაშლს 24 თეთრად ჩაიბარებს, სახელმწიფოსგან 10 თეთრს მიიღებს
გორში, არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის საკოორდინაციო
შტაბი გახსნა. პირველი სამუშაო შეხვედრაც გაიმართა.
შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგია ესწრებოდა.
შამუგიას განცხადებით, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სოფლის განვითარების სააგენტო 1 კგ არასტანდარტულ ვაშლზე 10 თეთრის ოდენობის სუბსიდიას გასცემს.
სახელმწიფო სუბსიდიას მიიღებენ ხილის გადამმუშავებელი ის კომპანიები, რომლებიც 2023 წლის 15 დეკემბრამდე ფერმერებისგან 1 კგ არასტანდარტულ ვაშლს არანაკლებ 24 თეთრად შეისყიდიან.
სამინისტროს განცხადებით, სახელმწიფო პროგრამაში, საქართველოს მასშტაბით, 20-მდე საწარმო ჩაერთვება.
,,წელს, ვაშლის მოსავლის საპროგნოზო მაჩვენებელია - 120 ათასი ტონა. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სავარაუდოდ, 50 ათასი ტონა არასტანდარტული ვაშლის გადამუშავება იგეგმება.'' - აღნიშნავენ სამინისტროში.
საკოორდინაციო შტაბში 40-ზე მეტი ადგილობრივი ახალგაზრდა დასაქმდა. როგორც შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ სიმონ გულედანმა განაცხადა, გორში, საკოორდინაციო ჯგუფი ფერმერებს მოყვანილი პროდუქციის რეალიზებას გაუადვილებს.

ამავე კატეგორიაში
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
"შავ პარასკევს", 29 ნოემბერს, თიბისი ყველა მომხმარებელს
საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.
საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე, ტანის ხეობაში
ღამის ულამაზესი პეიზაჟი იხატება, როცა მწერლის თვალით უყურებ " ბნელ
სივრცეში " როგორ " ირწევიან ღრუბლები,"
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ
ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა
თანატოლი ჰყავს.
რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი
ახალგაზრდების გამოცდილება
გასული თვის პოპულარული სიახლეები
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები