რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
ჯაგარაანთკარში გზა რამდენიმე მხრიდან მიდის. ერთი ძამის ხეობის სოფელ კეხიჯვრიდან, დანარჩენი მტკვრის ხეობიდან, კერძოდ, სამწევრისიდან და სუქითიდან. ჯაგარანთკარი ძამისა და მტკვრის ხეობის წყალგამყოფ ქედზე მდებარეობს.
კეხიჯვრიდან მიმავალი გზა ავირჩიეთ, თუმცა აქაც დიდი აღმართია ასასვლელი.
თავდაპირველად, სოფელი კუდატყე გავიარეთ. აქ ორი წლის წინ ვიყავით, სადაც ერთი ადამიანი გივი გაბარაშვილი ცხოვრობს. მის საცხოვრებელ სახლს რომ ჩავუარეთ, ეზოდან ძაღლი გამოვიდა. გაბარაშვილს სახლი და სოფელი არ მიუტოვებია.
,,გამოვლაზე მოვინუხალოთ" - გადავწყვიტეთ.
დაახლოებით 2-3 კმ-ში გამოჩნდა სოფელი, უფრო სწორად, ჯერ საფლავები. ყველა საფლავი ბუჩქებშია ჩამალული. მოუვლელობისგან ბუჩქები უკვე ხეებადაა ქცეული.
საფლავებიდან დაღმართი იწყება. მანქანით ვიწრო გზას ჩავუყევით, რომელიც ხეებს შორის გრძელდება.
თითო-ოროლა სახლი მოჩანს, ისიც ერთმანეთისგან დაშორებულია. ზოგგან ცარიელი კედლები შემორჩა, ზოგი სიძველისგან გადაზნექილა.
ბოლოს მივადექით ეზოს, სადაც შინაური ფრინველი ტრიალებდა. იქვე ტრაქტორი იდგა. ამასობაში ბატებმა ყვირილი ატეხეს. ეზოდან კი ძაღლებმა ყეფა ატეხეს. ღორებმა ბანი მისცეს. ეზოდან ქალი გამოგვეგება. აღმოჩნდა, რომ სოფელში ეს ერთი ოჯახი ცხოვრობს:
,,ჩემი ქმარი მეზობელთან გადავიდა, წავალ დავუძახებ" - გვითხრა მასპინძელმა.
,,თუ მარტო თქვენ ცხოვრობთ ამ სოფელში, მეზობელი როგორ გყავთ?" - ვკითხეთ.
,,მეზობლად ითქმის, თორემ მეზობელ სოფელ კუდატყეშია გადასული" - განმარტა მასპინძელმა და გაეშურა მეზობელ სოფლისკენ.
ქალს ქმრის დასაძახებლად მინიმუმ 2 კმ მანძილი უნდა გაევლო. მეზობელ სოფელში მანქანით წავედით.
ოჯახი, რომელიც ჯაგარანთკარში ცხოვრობს, ზაურ გველესიანს ეკუთვნის. ზაურმა სახლი 2000 წელს ბეკოშვილებისგან იყიდა. მისგან გავიგეთ, რომ სოფელში 22 ოჯახი ცხოვრობდა, ყველა ოსური ოჯახი იყო.
სოფლის მოსახლეობის ნაწილს საკარმიდამო ნაკვეთები კომუნისტების დროს აგარაში და ახალსოფელში მისცეს. მთიანი სოფელი ყველას არ მიუტოვებია. სოფელი საბოლოოდ 1990-იანი წლების კონფლიქტის დროს დაიცალა.
ზაური კი ახალგაზრდობაში ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის მეურნეობაში ბუღალტრად მუშაობდა. ახალსოფლის თემში შედიოდა სოფელი ჯაგარაანთკარი.
ზაურ გველესიანი 2000 წელს პენსიონერი გახდა და სამუშაოც აღარ ჰქონდა. გადაწყვიტა სახლი ჯაგარანთკარში ეყიდა, სადაც ახალგაზრდობის წლები გაატარა. თვითონ ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბრეძიდანაა, რომელიც ფრონეს ხეობაში მდებარეობს.
,,ეს სოფელი რატომ ავირჩიე? იმიტომ ავარჩიეთ, რომ ბრეძაში საძოვარი ჭირს. თუ შეინახავ ბრეძაში 2-3 სულს შეინახავ და აქ 20-30 სულს ინახავ." - გვეუბნება ზაურ გველესიანი და თან სოფელს გვათვალიერებინებს. ფეხზე რამდენიმე წლის წინ თრომბი დაემართა, უჭირს სიარული, მაგრამ სოფელს მაინც გვათვალიერებინებს.
,,ეს ქოქოშვილების სახლი იყო, მიშასი. მიშა ერქვა. ბრიგადირად მუშაობდა ხოლმე ხაშურში მშენებლობაში. რატომ წავიდნენ და, რომ შეავიწროვეს... ისეთი არეულ დარეული დრო იყო, ძაღლი პატრონს ვერ იცნობდა კაცო." - ამ საუბრით მივუყვებით ჯაგარაანთკარის ეკალბარდიან გზას.
პატარა სოფლის დათვალიერება მალე დავამთავრეთ. შემდეგ საკუთარ სახლში წაგვიყვანა.
,,აქ მე ვარ და ჩემი მეუღლე და პატარა ბიჭი ლევანი. უფროსიც გამოდის ხოლმე, მეხმარება ტრაქტორით. სათიბი გვაქვს და აგერ ტრაქტორი გაუფუჭდა. დაბლა წავიდა სოფელში, კეხიჯვარში აკეთებენ. იმედია, მალე გააკეთებს..."
ზაური ამბობს, რომ სანამ თვითონ და მისი მეუღლე ცოცხლები იქნებიან, ეს სოფელი იარსებებს, სადაც საუკეთესო მოგონებები აკავშირებს. ახალგაზრდა ბუღალტერს ყველა ოჯახში სითბოთი ხვდებოდნენ.
,,ერთგან რომ მივიდოდი, მეორეს სწყინდა. ისეთი თბილი ხალხი ცხოვრობდა. მე სანამ ცოცხალი ვიქნები, ეს სოფელი იარსებებს, მერე თუ შვილები გააგრძელებენ და მოუვლიან, ხო იქნება, თუ არა და არ ვიცი, აქ რა იქნება... არ ვიცი..."" - ამბობს ზაურ გველესიანი.
,,სანამ ცოცხალი ვიქნები, სოფელი იარსებებს" - ჯაგარაანთკარი ერთი ოჯახით

ამავე კატეგორიაში
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
"შავ პარასკევს", 29 ნოემბერს, თიბისი ყველა მომხმარებელს
საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.
საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე, ტანის ხეობაში
ღამის ულამაზესი პეიზაჟი იხატება, როცა მწერლის თვალით უყურებ " ბნელ
სივრცეში " როგორ " ირწევიან ღრუბლები,"
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ
ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა
თანატოლი ჰყავს.
რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი
ახალგაზრდების გამოცდილება
გასული თვის პოპულარული სიახლეები
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები