რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ახალი ამბები
,,6-ჯერ ესროლა კორპუსის ეზოში'' - სასამართლომ ბრალდებულს მკვლელობის მცდელობისთვის 12-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს პირს, რომელსაც გორში, კორპუსის ეზოში მამაკაცის მკვლელობის მცდელობაში ედება ბრალი.

ამის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება უზენაესმა სასამართლომ მიიღო.

როგორც სასამართლო პროცესზე გაირკვა, სროლისას შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ მცირეწლოვანი ბავშვი და ქალი.

პროკურორმა ოთარ ხორგუაშვილმა სამივე ინსტაციის სასამართლოში პროცესი მოიგო. თუკი გორის სასამართლომ ბრალდებულს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, თბილისის სააპელაციო სასამართლომ ბრალი უფრო დაუმძიმა და სასჯელი 12 წლამდე გაზარდა.

ადვოკატი პროცესზე აცხადებდა, რომ ბრალდებული უდანაშაულოა, რადგან ის თავს იგერიებდა. ადვოკატის განცხადებით,, ბრალდებულმა იარაღი შემთხვევის ადგილას დააგდო და ყველა გასროლა მისი დაცვის ქვეშ მყოფს არ ეკუთვნის. თუმცა, სასამართლომ არ გაიზიარა მისი პოზიცია. 

რა მოხდა კორპუსის ეზოში?

2020 წლის 17 ივლისს საღამოს გორში ერთ-ერთი კორპუსის ეზოში ორ მამაკაცს შორის დაპირისპირება მოხდა. ერთ-ერთ მათგანს ხელში იარაღი ეჭირა, ხოლო მეორე მათგანი მას აკავებდა, რომელსაც, როგორც სასამართლო სხდომაზე გაირკვა, დანა ეჭირა.

მაკაროვის სისტემის იარაღით შეიარაღებულმა პირმა 6-ჯერ გაისროლა. აქედან ორი ტყვია მოხვდა მის მოწინააღმდეგეს.

ამის შემდეგ გორის ჰოსპიტალში ორი დაჭრილი მამაკაცი მიიყვანეს. აქედან, როგორც შემდგომ, ექსპერტიზამ დაადგინა, ერთ-ერთ მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ორი ჭრილობა აღენიშნებოდა.

ცეცხსასროლი იარაღით დაჭრილი მამაკაცი ექიმებმა გადაარჩინეს, რაც შეეხება მეორე დაჭრილს, როგორც ექსპერტიზით დადგინა, მას ჭრილობა მიყენებული ჰქონდა დანით და შეფასდა როგორც მსუბუქი ხარისხის დაზიანება.

მოწმეებმა პროცესზე აღნიშნეს, რომ კორპუსის ეზოში დაინახეს მუქი ფერის ,,ტოიოტა ქამრის" ავტომანქანა, რომელმაც შემთხვევის ადგილი დატოვა. სასამართლომ დაადგინა, რომ ,,ტოიოტა ქამრით'' პირი კორპუსის ეზოში მივიდა შურისძიების მიზნით, თანაც ცეცხსასროლი იარაღით. ამავე პროცესზე გაირკვა, რომ ბრალდებულს აკრძალული ჰქონდა მანქანის მართვაც.

პოლიციის მისვლის შემდეგ, ეზოში 6 მასრა ნახეს. ექსპერტიზის ცნობით, მასრები ეკუთვნოდა მაკაროვის კონსტრუქციის პისტოლეტს. პოლიციამ ეს იარაღი ვეღარ იპოვა.

სამხედრო ჰოსპიტალის სხვადასხვა პალატებში მოთავსებულ დაჭრილებს გამოძიების დროს ფარულად უსმენდნენ.

,,ფარული აუდიოჩანაწერები ცალსახად ადასტურებს დაზარალებულის მოკვლის განზრახვას მათ შორის არსებული კონფლიქტის გამო, შურისძიების მოტივით და იმ გარემოებას, რომ სწორედ აღნიშნული განზრახვით მივიდა მსჯავრდებული შემთხვევის ადგილზე, წინასწარ მომზადებული, ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული და ექვსჯერ გაისროლა დაზარალებულის მიმართ, თუმცა მისი განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, ვინაიდან დაზარალებულის მხრიდან ადგილი ჰქონდა წინააღმდეგობის გაწევას, ასევე მისთვის დანით დაზიანებების მიყენებას და ექვსი გასროლიდან მას მოხვდა მხოლოდ ორი.'' - წერია სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, გორისა და თბილისის სასამართლოებმა სწორად შეაფასეს ვითარება და განაჩენებიც სამართლიანია.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
24 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა.
24 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა.
14:11 / 24.11.2024
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
19:53 / 22.11.2024
"შავ პარასკევს", 29 ნოემბერს, თიბისი ყველა მომხმარებელს
16:42 / 22.11.2024
საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების
სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.

საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.

15:55 / 22.11.2024
საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე,
ტანის ხეობაში

საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე, ტანის ხეობაში

13:33 / 22.11.2024
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა თანატოლი ჰყავს.

"ტრანსპორტი არ არის, სოფლამდე მოსასვლელი გზა არ იყო და ამის გამო არ დადიოდა

რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.