რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ახალი ამბები
ბებია, ნიკა მჭედლიძე და ანიმაცია ნიქოზში


უკვე მე-11 წელია სოფელი ნიქოზი ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალს მასპინძლობს. ფესტივალზე ნაჩვენებ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ ოსკაროსან რეჟისორებს შორის, აჩვენეს ნიქოზელი ნიკა მჭედლიძის ანიმაციური ფილმი „ჩემია!“

ნიკამ თბილისის სამხატვრო აკადემია წელს დაამთავრა და ანიმაციური ფილმების ფესტივალზეც სადიპლომო ნამუშევრით წარსდგა.

„ჩემი სადიპლომო ნამუშევარი, 2 წუთიანი თიზერი, შექმნილია რეჟისორ გელა კანდელაკის ჩანაწერების მიხედვით. ანიმაცია, სახელწოდებით „ჩემია!“ კომედიური ჟანრისაა, თუმცა მოიცავს ომის თემას, რაც ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ფილმის კონცეფცია ასეთია-უსასრულოდ მიმავალ ლიანდაგზე ზის ყვავი, რომლის გვერდით მოფრინდება მეორე ყვავი და მიუხედავად იმისა, რომ ეს ლიანდაგი დედამიწის ერთი ბოლოდან მეორე ბოლოში უსასრულოდ მიემართება, ერთ ყვავს მაინცადამაინც მეორე ყვავის ადგილის დაკავება უნდა, ამიტომ გაჩაღდება სამკვდრო-სასიცოცხლო ომი, თუმცა ამ ჩხუბის დროს ჩამოივლის მატარებელი, რის შემდეგაც ორივე ყვავი უკვალოდ ქრება.“ - გვიხსნის ნიკა მჭედლიძე.



ნიკა სწავლის გაგრძელებას მაგისტრატურაში აპირებს და მისი სამომავლო გეგმებიც მის პროფესიულ განვითარებას უკავშირდება.

„სამხატვრო აკადემიაში სწავლის პარალელურად, ორი რეჟისორის ფილმზე ვიმუშავე, როგორც ანიმატორმა, რამაც რა თქმა უნდა ძალიან დიდი გამოცდილება მომცა. ახლა ვაპირებ, რომ ეს თიზერი დავასრულო და ვუმუშაო მთლიან ფილმზე.“-ამბობს ნიკა მჭედლიძე.



ნიკა, პროფესიაზე უზომოდ შეყვარებული ადამიანია, ამიტომ დეტალურად გვიხსნის, როგორ კეთდება ბურთის ჩამოვარდნის კადრი, ანიმაციაში. „გრავიტაციის ძალის გამო, ბურთი ჯერ ნელა იწყებს ვარდნას, შემდეგ ჩქარდება მისი მოძრაობა“-ამბობს ნიკა და დასძენს, რომ ხატვა ნიუტონის კანონის სიზუსტით უწევს.

„ჩემი ხატვით დაინტერესებაში, ბებიაჩემს მიუძღვის დიდი წვლილი. ბებო მკერავი იყო. როდესაც ესკიზებს ხატავდა, მე ვიჯექი და ინტერესით ვუყურებდი. შემდეგ მეც მასწავლა და შემაყვარა ხატვა.“-იხსენებს ნიკა მჭედლიძე და ბებოს, ლეილა მაზმიშვილს სთხოვს გაიხსენოს, როგორ შეასწავლა ხატვა პატარა შვილიშვილს.



„ერთმანეთს ვეჯიბრებოდით ხოლმე ხატვაში, გვეჭირა ფანქრები და ვუცქერდი რას დახატავდა ნიკა. მე ჩემთვის ვიჯექი და ყვავილს ან კაბას ვხატავდი. პროფესიით მკერავი ვარ და ნიკასაც ყოველთვის ჩემი დახატულები მოსწონდა ხოლმე. ბებო, შენ რა ლამაზად ხატავ-მეტყოდა ხოლმე.“-იხსენებს ლეილა მაზმიშვილი.

77 წლის ლეილა, ნიქოზის წლების მანძილზე სამკერვალოში მუშაობდა და ამასთან მოსწავლეებს კერვასაც ასწავლიდა.



„ახალგაზრდობაში დამთავრებული მაქვს ტანსაცმლის ტექნოლოგიური. ქარელის რაიონიდან, სოფელ დირბიდან გამოვთხოვდი ნიქოზში. ძალიან ახალგაზრდა ვიყავი, როდესაც კერვა დავიწყე. სოფლის შუაგულში სამკერვალო გვქონდა, ეკლესიასთან ძალიან ახლოს. ვმუშაობდი, ვასწავლიდი, მოსწავლეებიც მყავდა. შემდეგ გავიდა წლები და დიდი უკმაყოფილება მოხდა ცხინვალსა და ჩვენს შორის. სროლებისა და არეულობის შემდეგ ომი დაიწყო. 2 აგვისტოს ჩვენს სახლს ბომბი დაეცა და ყველაფერი დაგვენგრა. ამის მერე თბილისში წავედით. ნიკაც თბილისის სკოლაში მივიყვანეთ, მაგრამ არ გაჩერდა, სულ ტიროდა. 2 თვის შემდეგ, ისევ დავბრუნდით სოფელში და სწავლაც აქ გააგრძელა.“-იხსენებს ლელა მაზმიშვილი. როგორც ბებო ამბობს, ნიკას ბავშვობიდანვე ამჩნევდა ხატვის ნიჭს და ყოველთვის ამჩნევდა, რა იყო მისი ინსპირაციის წყარო.

„ხშირად, მარტო დადიოდა ეზოში.ერთი და იგივე წერტილს, ხეს, ყვავილს ან ხილს დიდხანს უყურებდა. ვხვდებოდი, რომ გონებაში ჩანახატებს აკეთებდა. შემდეგ სახლში შედიოდა და ხატავდა. სულ პატარა იყო, როდესაც ჩვენთან მეუფე ისაია გადმოვიდა. ჩვენმა ეკლესიამ მოქმედება რომ დაიწყო, შეიქმნა ბავშვთა კულტურის ცენტრი, სადაც ისწავლება ანიმაცია, ჩრდილების თეატრი, ხატვა და ა.შ. ნიკასაც ძალიან მოსწონდა იქ სიარული, ერთ დღესაც არ გააცდენდა, რომ იქ არ ჩასულიყო. ძალიან კარგი ბიჭია ნიკა, შინაგანად წესიერი და ზრდილობიანი“-ამბობს ლეილა მაზმიშვილი.



Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
19:53 / 22.11.2024
"შავ პარასკევს", 29 ნოემბერს, თიბისი ყველა მომხმარებელს
16:42 / 22.11.2024
საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების
სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.

საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.

15:55 / 22.11.2024
საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე,
ტანის ხეობაში

საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე, ტანის ხეობაში

13:33 / 22.11.2024
ღამის ულამაზესი პეიზაჟი იხატება, როცა მწერლის თვალით უყურებ
ღამის ულამაზესი პეიზაჟი იხატება, როცა მწერლის თვალით უყურებ " ბნელ სივრცეში " როგორ " ირწევიან ღრუბლები,"
21:11 / 21.11.2024
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა თანატოლი ჰყავს.

"ტრანსპორტი არ არის, სოფლამდე მოსასვლელი გზა არ იყო და ამის გამო არ დადიოდა

რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.