რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ახალი ამბები
მოქალაქემ ქარელის მუნიციპალიტეტში 54 ჰა საძოვრის პირდაპირი წესით ყიდვის უფლება მოიპოვა
მრავალწლიანი დავა დასრულდა ქონების მართვის სააგენტოსა და მოქალაქეს შორის, რომელიც ქარელის მუნიციპალიტეტში, 54 ჰა საძოვრისა და 2 ჰა სათიბის პრივატიზაციის საკითხს ეხებოდა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, მოქალაქეს უფლება მიეცა პირდაპირი მიყიდვის წესით, შეიძინოს 54 ჰა საძოვარი.

როგორც სხდომის მასალებიდან ირკვევა, მოქალაქეს თავდაპირველად, საძოვრები და სათიბები იჯარით აიღო. ქარელის რაიონის გამგეობის 2005 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილებით, ყველა მათგანზე გაფორმებული იყო იჯარა. იჯარის ხელშეკრულება დაიდო 2005 წლის 15 აგვისტოს.

საიჯარო ვადის თითქმის დასრულების შემდეგ, მოქალაქემ მოითხოვა საძოვრების შესყიდვა, თუმცა ქონების მართვის სააგენტომ უარი განუცხადა. უარის მიზეზად დასახელდა კანონი. კანონის მიხედვით, ის მიწები, რომლებიც იჯარით გაცემულია 2005 წლის 30 ივლისის შემდეგ, არ ექვემდებარება პირიდაპირი წესით პრივატიზაციას.

მოსარჩელემ 2020 წლის 1 სექტემბერს ელ-ფოსტით მიიღო სააგენტოს წერილობითი უარი იმ მოტივით, რომ, რამდენადაც მას და ქარელის რაიონის გამგეობას შორის იჯარის ხელშეკრულება გაფორმებულ იქნა 2005 წლის 30 ივლისის შემდეგ - 2005 წლის 15 აგვისტოს, მოცემულ შემთხვევაში, პრივატიზებას არ ექვემდებარებოდა იჯარის ხელშეკრულებით გათვალისწინებული საძოვრის კატეგორიის მიწის ნაკვეთები.

მოქალაქემ საჩივრით სასამართლოს მიმართა. ხაშურის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, ქონების მართვის სააგენტოს დაევალა საძოვრების გაყიდვა პირდაპირი მიყიდვის წესით.

ხაშურის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ქონების ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ხაშურის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილება.

,,იმ პირობებში, როდესაც 2005 წლის 30 ივნისის მდგომარეობით იჯარის გამცემმა ორგანომ ცალსახად გამოხატა ნება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნ.ზ-ისთვის იჯარით გადაცემის თაობაზე, ხოლო კანონი რაიმე სახის დათქმას 2005 წლის 30 ივლისამდე იჯარის ხელშეკრულების არსებობის ან/და მისი რეგისტრაციის თაობაზე არ ითვალისწინებდა, სააპელაციო პალატა დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებას, რომ კანონმდებლის მიერ "მიწის იჯარით გაცემის თარიღად" მოიაზრებოდა შესაბამისი გამგეობის მიერ იჯარის გაცემის შესახებ დადგენილების გამოტანის თარიღი და არა ხელშეკრულების დადების და შემდგომ საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტი.'' - აღნიშნულია სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

ჩვენ აღნიშნულ საძოვრებთან დაკავშირებით მოვითხოვეთ ინფორმაცია ქარელის მერიისგან, თუმცა როგორც ადმინისტრაციის უფროსმა განაცხადა, 2005 წლის მასალები არქივშია შენახული, ხოლო აღნიშნული დავის შესახებ, ინფორმაციას არ ფლობენ.

 

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
19:53 / 22.11.2024
"შავ პარასკევს", 29 ნოემბერს, თიბისი ყველა მომხმარებელს
16:42 / 22.11.2024
საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების
სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.

საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.

15:55 / 22.11.2024
საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე,
ტანის ხეობაში

საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე, ტანის ხეობაში

13:33 / 22.11.2024
ღამის ულამაზესი პეიზაჟი იხატება, როცა მწერლის თვალით უყურებ
ღამის ულამაზესი პეიზაჟი იხატება, როცა მწერლის თვალით უყურებ " ბნელ სივრცეში " როგორ " ირწევიან ღრუბლები,"
21:11 / 21.11.2024
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა თანატოლი ჰყავს.

"ტრანსპორტი არ არის, სოფლამდე მოსასვლელი გზა არ იყო და ამის გამო არ დადიოდა

რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.