რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
როდესაც სოფლებში სამეურნეო სამუშაოები იწყება, ფერმერები საკუთარ ბაღებში სამუშაოდ მუშა ხელს ეძებენ. საქმე მძიმე და დამღლელია. დღიური სარგო საშუალოდ 50 ლარამდე მერყეობს.
თოხნაზე, მოსავლის აღებასა და დაბინავებაზე ძირითადად ქალები მუშაობენ. ისინი დღეში 5 საათს მუშაობენ.
ჩვენ ერთ-ერთ ფერმერის ბაღს ვესტუმრეთ ქარელში. დამღლელი საქმის მიუხედავად, ხუმრობისა და კარგი განწყობის ენერგია მაინც რჩებათ. დროც ასე გაჰყავთ, ერთმანეთთან ხუმრობით და მხიარული განწყობით.
„72 წლის ქალი ვარ და აგერ, ჯეელ გოგოებში ვმუშაობ. ღვინო თუ არის გადავკრავ, თუ არ არის ვარ მშიერი...“- ხუმრობს ნელი თხელიძე და დაკოჟრილი ხელებით მიწიდან წითელი ხახვის მოსავალს იღებს.
ხუმრობის მიღმა, წარსულის სევდიანი ამბები იმალება. იმის გამო, რომ ადრეულ ასაკში გაათხოვეს, ნელიმ ოცნება ვერ აიხდინა და უმაღლესი განათლების მიღება ვერ შეძლო.
„ ჩემი სამშობლო, ზნაურის რაიონი, სოფელი ხუნდისუბანია. ზნაურში დავამთავრე 11 კლასი. ქიმიურ ლაბორატორიულზე უნდა წავსულიყავი რუსთავში, თუმცა მოვიდა ბედი და აღარ გამიშვეს, გამათხოვეს დირბში. ასე დამთავრდა ჩემი ოცნება.“- წუხს ნელი თხელიძე.
დაქვრივებული ნელი, იძულებული გახდა ობლები თავად ერჩინა, რის გამოც თოხით და ბარით ხელში ახალგაზრდა ქალი ზნაურის რაიონის სოფლებში, მთებში ოსებთან, ნაკვეთებში მუშაობდა.
„39 წელია ქმარი არ მყავს, 3 შვილი გავზარდე ობლად, კარგი შვილები მყავს. ადრე ოსებში დავდიოდი, ვბარავდი, მუშად დავდიოდი იქ. არეულობის შემდეგ აქეთ წამოვედი. იქ ვიღა ავიდოდა. ახლა ვმუშაობ აქეთ. დანარჩენი ოსებში ვმუშაობდი, თოხზე ბარზე“- იხსენებს ნელი თხელიძე და წუხს, რომ არეულობის წლებმა, მისი ოჯახი იძულებული გახადა, საკუთარი სახლ-კარი მიეტოვებინათ და საცხოვრებლად აქეთ გადმოსულიყვნენ.
„1991 წელს თუ 1990 წელს ჩემი დედმამიშვილები აქეთ წამოვიდნენ. ორი სახლი დატოვეს და წამოვიდნენ. ერთი თეთრიც არ მიუღიათ ჩემს ძმასა და მშობლებს ისე წამოვიდნენ. დედა 102 წლისა დამეღუპა, მამა 86 წლის. ჩემი ძმა, ჩემი ქმრის გვერდით დავმარხე. ძმა 76 წლის იყო, რომ დაიძინა და ვეღარ გაიღვიძა. ყველა ჩემთან დავმარხე, სოფელ დირბში.“-გვიყვება ნელი თხელიძე.
იზოლდა თეთრუაშვილი, მშრომელ ქალებს ხელმძღვანელობს. ფერმერები ძირითადად მას ეკონტაქტებიან, ამიტომ მან იცის სად და როდის უნდა გავიდნენ ქალები სამუშაოდ.
„ მე ვარ ბრეძიდან 8-წლიანი სკოლა დავამთავრე იქ და საშუალო ატოცში. მივიღე საშუალო განათლება. რა ვქნათ აბა? მერე გავთხოვდი და ამ საქმეს მოვკიდე ხელი. წამლები მინდა ქვეყანა. ყოველ 2 კვირაში ერთხელ უნდა გავესინჯო ექიმს. ეს პენსიაც რა არის? არაფერი...პენსია მინდება წამლებში. რომ არ ვიმუშაოთ კიდე, ოჯახში ხომ გვინდა რაღაც? 3 შვილი მყავს, 5 შვილიშვილი. ოჯახს, რომ სჭირდება და არა გაქვს, ის არ არის სასირცხვილო.”- ამბობს იზოლდა თეთრუაშვილი, რომელიც წლებია შაქრიანი დიაბეტით არის ავად.
„20 კაცი მყავს „ბრიგადაში“ და აქაც ვარ და ბრეთშიც, იქაც დამყავს. იქიდან გამომგზავნეს პირველად ფერმერმა ბიჭებმა, შემდეგ ისეთი პირობები შეგვექმნა, რომ სულ ამ ბიჭებთან დავდივართ სამუშაოდ. კარგი ბიჭები არიან, კარგი შვილები არიან, პატივს გვცემენ.“-გვიყვება იზოლდა თეთრუაშვილი.
ქალების ბრიგადა ქარელში

ამავე კატეგორიაში
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
"შავ პარასკევს", 29 ნოემბერს, თიბისი ყველა მომხმარებელს
საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.
საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე, ტანის ხეობაში
ღამის ულამაზესი პეიზაჟი იხატება, როცა მწერლის თვალით უყურებ " ბნელ
სივრცეში " როგორ " ირწევიან ღრუბლები,"
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ
ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა
თანატოლი ჰყავს.
რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი
ახალგაზრდების გამოცდილება
გასული თვის პოპულარული სიახლეები
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები