რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ახალი ამბები
მედეა ტრამაკიძე - მასწავლებლის ეროვნული პრემიის მფლობელი გახდა
მედეა ტრამაკიძე - მასწავლებლის ეროვნული პრემიის მფლობელი გახდა. იგი არის ერგნეთ-მამისაანთუბნის სკოლის მათემატიკის პედაგოგი.

მუშაობა 1978 წელს დაიწყო ცხინვალის რაიონის სოფელ დისევის 8-წლიან სკოლაში ფიზკის მასწავლებლად.

მისი ინიციატივით 1988 წელს მამისაანთუბანში დაწყებითი სკოლა გაიხსნა, შემდეგ კი დაარსდა ერგნეთ-მამისაანთუბნის 9-წლიანი სკოლა, თანაც მატარებლის ვაგონში. ერთ წელიწადში სკოლას საშუალო განათლების საფეხური დაემატა.

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, მედეა ტრამაკიძის ინიციატივით აღდგა ერგნეთ-მამისაანთუბნის სკოლა.

დღეს თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში წლის თერთმეტი საუკეთესო პედაგოგი დასახელდა. პედაგოგებს სამკერდე ნიშნები და 10-ათასლარიანი ჯილდო გადაეცათ.

წლის მასწავლებლები გახდნენ:

მედეა ტრამაკიძე – შიდა ქართლი, გორი, ერედვის მუნიციპალიტეტის ერგნეთ-მამისაანთუბნის საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი.

ვენერა აბუსერიძე – აჭარა, ბათუმი, ბათუმის მე-18 საჯარო სკოლის ფიზიკის მასწავლებელი.

კახაბერ ჩაკვეტაძე – იმერეთი, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიტირის სკოლის ისტორიის მასწავლებელი.

მარინა ბერიანიძე – ქვემო ქართლი, წალკა, წალკის პირველი საჯარო სკოლის ბიოლოგიისა და ბუნებისმეტყველების მასწავლებელი.

მედეა ბორჩაშვილი – კახეთი, ახმეტა, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დიუსის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი.

ნაზიბროლა მიქელაძე – აჭარა, ხულო, აბესალომ აბაშიძის სახელობის ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ სხალთის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი.

ნუნუ ანდღულაძე – გურია, ჩოხატაური, ზურაბ კიკვაძის სახელობის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ წიფნარის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების ქართულისა და მათემატიკის მასწავლებელი.

პეტრე ბაბილუა – თბილისი, ევროპული სკოლის მათემატიკის მასწავლებელი.

სამირა ისმაილოვა – ქვემო ქართლი, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კასმულოს საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი.

ელმირა ქსპოიანი – სამცხე-ჯავახეთი, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი, ნინოწმინდის საჯარო სკოლის სომხური ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი.

ნინო ჯალაღონია – თბილისი, თბილისის 141-ე საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი.

27 ოქტომბერი მასწავლებლის ეროვნულ დღედ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით დაწესდა.

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
19:53 / 22.11.2024
"შავ პარასკევს", 29 ნოემბერს, თიბისი ყველა მომხმარებელს
16:42 / 22.11.2024
საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების
სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.

საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.

15:55 / 22.11.2024
საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე,
ტანის ხეობაში

საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე, ტანის ხეობაში

13:33 / 22.11.2024
ღამის ულამაზესი პეიზაჟი იხატება, როცა მწერლის თვალით უყურებ
ღამის ულამაზესი პეიზაჟი იხატება, როცა მწერლის თვალით უყურებ " ბნელ სივრცეში " როგორ " ირწევიან ღრუბლები,"
21:11 / 21.11.2024
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა თანატოლი ჰყავს.

"ტრანსპორტი არ არის, სოფლამდე მოსასვლელი გზა არ იყო და ამის გამო არ დადიოდა

რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.