რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
ჯანდაცვის სააგენტო ,,იავნანას'' დაჯარიმებას ითხოვს ორსულთა პროგრამის ნაადრევად შეწყვეტის გამო
ჯანდაცვის ეროვნული სააგენტო ითხოვს გორში მდებარე დედათა და ბავშვთა
მკურნალობის ცენტრის დაჯარიმებას იმ მოტივით, რომ კლინიკა
,,იავნანამ'' ანტენატალური მეთვალყურეობის პროგრამის განხორციელება
ნაადრევად შეწყვიტა.
ჯარიმის ოდენობა განისაზღვრა ერთი წლის განმავლობაში ანაზღაურებული თანხის 10%-ით.
ჯანდაცვის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ერთი წლის განმავლობაში, 2022 წელს, ,,იავნანამ'' პროგრამის განხორციელების შედეგად, 62 910 ლარი მიიღო. შესაბამისად, სააგენტო თვლის, რომ ,,იავანანა'' 6291 ლარით უნდა დაჯარიმდეს.
საქართველოში ანტენატალური მეთვალყურეობის პროგრამას სახელმწიფო აფინანსებს. პროგრამის მიზანია დედათა და ახალშობილთა სიკვდილიანობის შემცირება, ნაადრევი მშობიარობების რიცხვისა და თანდაყოლილი ანომალიების განვითარების შემცირება.
ამ პროგრამის ფარგლებში ორსულებისათვის, 8 ანტენატალური ვიზიტის ხარჯები იფარება, რომელიც გულისხმობს:
მეან-გინეკოლოგის კონსულტაციას, სისხლის საერთო ანალიზს, შარდის კულტურალური გამოკვლევას, სისხლის ჯგუფისა და რეზუს-კუთვნილების განსაზღვრას, რეზუს-უარყოფითი სისხლის კუთვნილების მქონე ქალებში რეზუს-ანტისხეულებზე ტესტირებას, სკრინინგულ ტესტებს (B ჰეპატიტის ვირუსი, ჩ-ჰეპატიტის ვირუსი, აივ ინფექცია და სიფილისი), ულტრაბგერით გამოკვლევას.
რატომ მიატოვა ანტენატალური მეთვალყურეობის პროგრამა ,,იავნანამ''? ამის შესახებ სააქციო საზოგადოების დირექტორს დავით სარალიძეს დავუკავშირდით.
მისი განმარტებით. გასულ წელს, იავნანამ ფუნქციონირება შეწყვიტა და, შესაბამისად, ყველანაირ მომსახურებაზე უარი განაცხადა. თუმცა, გორში ორსულებისთვის მსგავსი პროგრამა 2023 წლისთვის გაგრძელდა, რადგან ამ პროგრამაში ჩაერთო ,,გორმედი''.
დავით სარალიძე თვლის, რომ ჯარიმა გადასახდელი არა აქვს, ამიტომ, საჯარიმო ოქმის გაუქმების მოთხოვნით, სასამართლოს მიმართა.
ჯანდაცვის სააგენტოს ცნობით, სახელმწიფო პროგრამის ცალმხრივად შეწყვეტამდე კლინიკა ვალდებული იყო შეტყობინება ორი თვით ადრე გაეკეთებინა.
კლინიკამ პროგრამის განხორციელება 2022 წლის 7 ნოემბერს შეწყვიტა. დავით სარალიძემ წარადგინა 2022 წლის 7 აგვისტოს წერილი, სადაც ის სააგენტოს ატყობინებს, რომ იგეგმება პროგრამის შეწყვეტა, შესაბამისად, ორი თვის ვადა გათვალისწინებული იყო. საკითხის განხილვა გორის სასამართლოში დაიწყო.
სასამართლოსგან ჯარიმის დამტკიცების შემთხვევაში, თანხის გადახდა ,,იავნანას'' ხელმძღვანელობას მოუწევს, რომელიც ასევე ,,გორმედის'' მფლობელია. ამჟამად, დედებსა და ბავშვებზე ,,გორმედის'' შენობაში ზრუნავენ. თავდაპირველად, მშობელთა მხრიდან ამ ფაქტს უკმაყოფილება მოჰყვა, რადგან მათი განცხადებით, გორმედში არ იყო ის პირობები ბავშვებისთვის და ორსულებისთვის, რაც კლინიკა ,,იავნანაში'' იყო. თუმცა, სამედიცინო ცენტრში აცხადებენ, რომ ,,გორმედში'' ყველა პირობა არსებობს. დავით სარალიძე ამბობს, რომ ,,იავნანას'' არ ჰქონდა საკმარისი შემოსავალი, ამიტომაც მოხდა დედათა და ბავშვთა საავადმყოფოს გადასვლა ,,გორმედის'' შენობაში.

ამავე კატეგორიაში
"შავ პარასკევს", 29 ნოემბერს, თიბისი ყველა მომხმარებელს
საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.
საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე, ტანის ხეობაში
ღამის ულამაზესი პეიზაჟი იხატება, როცა მწერლის თვალით უყურებ " ბნელ
სივრცეში " როგორ " ირწევიან ღრუბლები,"
დოკუმენტის სახელწოდებაა ,,ატენის ხეობის და მიმდებარე ტერიტორიების სივრცის დაგეგმარება''.
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ
ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა
თანატოლი ჰყავს.
რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი
ახალგაზრდების გამოცდილება
გასული თვის პოპულარული სიახლეები
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები