რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აპრილი 2025 »»
31 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 1234
ახალი ამბები
,,მოხდა ურთიერთდაპირისპირება მეორე მხარესთან'' - მერის წარმომადგენელი კირბალში
,,მოხდა ლომისის სალოცავთან, ურთიერთდაპირისპირება მოხდა მეორე მხარესთან'' - განაცხადა გორის მერის წარმომადგენელმა დავით ცერცვაძემ სოფელ კირბალში ჟურნალისტებისთვის მიცემულ ინტერვიუში.

თუ რას გულისხმობდა დავით ცერცვაძე ურთიერდაპირისპირებაში, ამაზე საუბრის გაგრძელება აღარ ისურვა ხელისუფლების ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

მისი თქმით, ადგილობრივი მკვიდნი იმყოფებოდნენ სასაფლაოს ტერიტორიაზე, შემდეგ კი, სანთლების დასანთებად სალოცავისკენ წავიდნენ:

,,სანთლები უნდა დაენთოთ სალოცავში. ეკლესიაში ხალხი მაშინ მიდის ხოლმე, როდესაც მიცვალებულთა დღეა, ან რაიმე ქრისტიანული დღესასწაული. ცალკე ერთი ან ორი პიროვნება ვერ მიდის, არ უშვებენ'' - განაცხადა დავით ცერცვაძემ.

მას არა აქვს ინფორმაცია, თუ რა ვითარებაში დაიღუპა კირბალელი თამაზ გინტური.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, თამაზ გინტური რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების მიერ. ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად დაიღუპა.

მოგვიანებით, ფაქტს საქართველოს პრეზიდენტი და პრემიერ მინისტრი გამოეხმაურნენ. ორივე უწყებამ რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებს მკვლელობაში დასდეს ბრალი და საერთაშორისო თანამეგობრობას თანადგომისკენ მოუწოდეს.

ფაქტთან დაკავშირებით, მხარეებს შორის შეხვედრა ერგნეთში ამაღამვე გაიმართება, სადაც ერთმანეთს საქართველოს, რუსეთისა და დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლები შეხვდდებიან.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
საწარმოს გათვლებით, სპირტის წარმოება 1 მლნ ლიტრამდე
გაიზრდება.

საწარმოს გათვლებით, სპირტის წარმოება 1 მლნ ლიტრამდე გაიზრდება.

15:55 / 17.04.2025
გიგაური ამბობს, რომ სწორედ დაბრუნდაშვილის ოთახში, ბორკილებდადებულს
სცემა საქმეში
გიგაური ამბობს, რომ სწორედ დაბრუნდაშვილის ოთახში, ბორკილებდადებულს სცემა საქმეში
20:27 / 15.04.2025
ვიდეორეპორტაჟი
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის ასაკს იყო მიღწეული.
"სოფელში არაფერია. აქ არავინ არის. მხოლოდ ერთი ბიჭი, მაგისი დედა და მე ვართ.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან, მიხარია,
ხაშურში ამ სოფლის მცხოვრებლებს ცედნელებს უწოდებენ, მაგალითად, თუ ვინმეზე იტყვიან,
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.