რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
კოკოითი მოღალატეებს უწოდებს იმ ხალხს, ვინც რუსი მესაზღვრეების შესახებ ინფორმაცია თბილისს მიაწოდა
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ყოფილი პრეზიდენტის, ედუარდ კოკოითის
განცხადებით, რუსმა მესაზღვრეებმა კირბალში თავიანთი საქმე
პროფესიონალურად შეასრულეს.
ამის შესახებ განცხადება ინსტაგრამ გვერდზე გამოაქვეყნა. განცხადებაში იგი ეხება ლომისის ეკლესიაში, კირბალელი თამაზ გინტურის მკვლელობის ამბავს.
,,მესაზღვრეებმა თავიანთი მოვალეობა პირნათლად შეასრულეს სასაზღვრო სამსახურის წესდებისა და დებულებების სრული დაცვით. მინდა აღვნიშნო მათი მაღალი პროფესიონალიზმი. რუსები სამხრეთ ოსეთში იმყოფებიან სახელმწიფოთაშორისი შეთანხმებით, ყველაფერი გაკეთდა საერთაშორისო სამართლის სრული დაცვით. ჩემი სახელით მინდა მადლობა გადაგიხადოთ იმისთვის, რომ ბიჭები თავიანთ საქმეს "ჩინებულად" ასრულებენ!'' - განაცხადა კოკოითმა.
ვრცელი განცხადების შემდეგ, დე-ფაქტო რესპუბლიკის ყოფილი პრეზიდენტი, კომენტარებში განმარტავს, რომ რუსეთის სასაზღვრო სამსახურის თანამშრომლების პირადი ინფორმაცია თბილისს ხელში ჩაუვარდა:
,,ის, რაც ამ სიტუაციაში უნდა შეგვაწუხოს, როგორც ვიცით, სასაზღვრო სამსახურის თანამშრომლების პირადი ინფორმაცია თბილისელ პროვოკატორებს ხელში ჩაუვარდა. თუ როგორ და საიდან მოვიდა ეს ინფორმაცია, ცალკე განხილვის თემაა, დაე იყოს მათ სინდისზე, ვინც დღეს თანამშრომლობს მტრის სახელმწიფოს სადაზვერვო სამსახურებთან და ღალატობს თავის ხალხს. სამწუხაროდ, მსგავსი სიგნალები გახშირდა, რაც მიუთითებს ზოგიერთი მოქალაქის "ადგილზე" თანამშრომლობაზე ჩვენი სამხრეთელი მეზობლის სადაზვერვო სამსახურებთან. ჩვენ აუცილებლად ვიზრუნებთ თქვენზე. ჩვენთვის ეს პირველი შემთხვევა არ არის, რომ ვაიდენტიფიციროთ ის თანამშრომლები და ნაძირლები, რომლებმაც ჩაიდინეს ტერორისტული თავდასხმები და თანამშრომლობდნენ ქართულ სპეცსამსახურებთან და ემიგრაციაში მყოფ სამხრეთ ოსეთის ალტერნატიულ მთავრობასთან.'' - განაცხადა კოკოითმა.
შეგახსენებთ, 6 ნოემბერს, კირბალში, ლომისის ეკლესიასთან ადგილობრივი მკვიდრი თამაზ გინტური რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა მოკლეს. ერთი მოქალაქე კი დააკავეს.

ამავე კატეგორიაში

საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ექიმი, რევაზ ბოჭორიშვილი

საწარმოს გათვლებით, სპირტის წარმოება 1 მლნ ლიტრამდე გაიზრდება.

ამჟამად, ევროცემენტის წარმადობა წელიწადში 86 400 ტონაა.

გიგაური ამბობს, რომ სწორედ დაბრუნდაშვილის ოთახში, ბორკილებდადებულს
სცემა საქმეში

დაღუპულები არიან 55-დან 60 წლამდე ასაკის მამაკაცები.
ვიდეორეპორტაჟი
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის
ასაკს იყო მიღწეული.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან,
მიხარია,
ხაშურში ამ სოფლის მცხოვრებლებს ცედნელებს უწოდებენ, მაგალითად, თუ
ვინმეზე იტყვიან,
გასული თვის პოპულარული სიახლეები

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები