რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
,,ნათიაური'' ანბანის ამბავი გორში - ილია ჭავჭავაძე საოსტატო სემინარიის შესახებ
1877 წლის 5 მაისს, გაზეთ ,,ივერიის““ ფურცლებზე გამოქვეყნდა მასალა,
რომელიც გორის საოსტატო სემინარიაში არსებულ მდგომარეობას ეხებოდა.
ილია ჭავჭავაძე წერდა, რომ სემინარიაში, დაწყებითი სკოლის
მასწავლებლებს ამზადებდნენ, ქართულ ენას არ ასწავლიდნენ, ხოლო
მასწავლებელმა ვინმე ნათიევმა მოიგონა თავისი ანბანი, რომელსაც ილიამ
,,ნათიაური““ უწოდა.
,,ნათიევს სიზმარი უნახავს, რომ ქართული სიტყვები რუსულის ასოებით უნდა დაიწეროსო, აუღია და თვის ანბანში შიგა და შიგ ქართული სიტყვები ჩაურთავს რუსულის ასოებითა. რადგან რუსულს ანბანს აკლია ხუთმეტამდის ნიშნები ჩვენის სმენის გამოსახატავად, ამიტომ, უფ. ნათიევს თავისით მოუგონია ახალი ასოები არც რუსული, არც ქართული, არ ამ მთისა, არც იმ მთისა, და ამ ახალის ასოებით შეუვსია რუსულის ანბანის ნაკლი და ჩვენი ანბანიც გაუმდიდრებია.
ქვემოთ წაიკითხეთ სტატიის სრული ვერსია:
ვგონებ არა ქვეყანაში არ მოხდეს ის, რაც ესე აშკარად ჩვენში მოხდება ხოლმე საკვირველია!… რაც უნდა უშვერი, უმზგავსო, სულელობით აღსავსე საქმე იყოს, ჩვენში ფეხს გაიდგამს ხოლმე, მესე ისე რომ ყურსაც არავინ შეაბღერტინებს. არც მის მოქმედსა აქვს შიში, რომ მოვა დრო და მომკითხავს ვინმეო, არც მის მაყურებელსა აქვს სირცხვილი, რომ აგრე პირუტყულად რაზედ ვექელკინებიო.
ჩვენ რის ამბის მბობაც გვინდა დაუჯერებელია, არც თვითონ დავიჯერებდით, რომ სანდო კაცისგან არ იყოს გადმოცემული.
,,ივერიაში’’ ამას წინად მოხსენებული იყო, რომ გორში არსებობს შარშანდელს აქედ საოსტატო სემინარია, ესე იგი, იმისთანა სასწავლებელი, რომელმაც უნდა მოამზადოს ოსტატები, მასწავლებელნი ჩვენის სახალხო სასწავლებელთათვის. რასაკვირველია, თქვენ იფიქრებთ რომ აქ ქართულს ენას პირველი ადგილი ეჭირება სხვათა შორის. მაგრამ ეგ აგრე არ არის. სემინარიის გულისხმიერს გამგეობას გადაუწყვეტია, რომ ქართველთა ბავშვების ოსტატს ქართულის ცოდნა გულს აუსუყებსო. ამის გამო, ამ სემინარიაში ქართულს ენას არ ასწავლიან, ასე რომ ქართულის სახსენებელიც გაუქრიათ.
როგორ მოგწონთ? შუა გულს ქართლში მთავრობამ სემინარია გახსნა – მერე იმისათვის, რომ ქართულის სოფლის ბავშვებისათვის ოსტატები გამოსწურთნოს და მაინც კიდევ ქართულს არ ასწავლიან, ვიცინოთ ამაზედ, თუ ვიტიროთ?
წარსულს სექტემბერს ამ გორის სემინარიაში შევიდა ორმოცდა ათი მოწაფე. ამათ რიცხვში ოცდა თერთმეტი ყმაწვილი ქართველია, დანარჩენი სხვა და სხვა გვარ-ტომისანი არიან. მაშასადამე რაოდენობა ქართველთა ყმაწვილებისა შეადგენს ორ მესამედს მთელს რიცხვისას.
მომავალშიაც, რასაკვირველია, ქართველთა მოწაფეთა რიცხვი ამ გვარადვე მეტი იქნება სხვებზედ.
რასაკვირველია, თქვენ იფიქრებთ, ამის გამო მაინც ქართულს ენას სემინარიაში სავალი ექნებაო. სემინარიის გულისხმიერს გამგეობას სულ სხვა ფიქრი მოსვლია. მის დირექტორს მოუწვევია საშველად მეცნიერება, გამოუძიებია და დაუსკვნია, რომ ქართველები ქართველები არ არიაო.
ჩამომავლობით, ამბობს იგი, სემინარიის მოწაფენი ეკუთვნიან თორმეტს გვარ-ტომობასაო: ამათ შორის:
1) რუსები არიანო ექვსნი
2) ქართველები ცამეტნი, იმერლები თორმეტნი, სომხები ექვსნი, პოლაკები ორნი, ინგილო ორნი, ფშავნი ორნი, აბხაზნი ორნი, უდინი ერთი, ჩერქეზი ერთი და ბერძენი ერთი.
ამგვარად, ქართველი, გურული, იმერელი, ფშაველი ქართველად არ უცვნია გორის სემინარიის მეცნიერებას.
მაშ, უფროსი დირექტორის აზრით რუსი, მოსკოველი, ტამბოველი, ვარონეჟელი რუსი არ უნდა იყოს, ეს სულ სხვა და სხვა ტომისანი უნდა იყვნენ. ნუ თუ ამის თქმა სდომებია უფ. დირექტორს, რომ ისე სასაცილოდ ქართველი ქართველს განუშორებია?
არა, ბატონო. იმას ეს უფიქრია: ,,მართლა ქართველი რომ ქართველად დარჩესო, ხომ მკითხავენ, ოცდა თერთმეტი ქართველი მოწაფე გვყავს და რატომ ქართულს არ ასწავლიო. თავი რად ავიტკივოვო. ის არ ჰსჯობია ვჰსთქვა, რომ ქართველი ქართველი არ არისო’’.
ძალიან კარგადაც მოუგონია, სახელი და დიდება მომგონებელს… მაგრამ ჩვენ ამაზედ უნდა ვიცინოთ თუ ვიტიროთ.
სემინარიასთან არსებობს მოსამზადებელი კლასსი, რომელსაც პროსემინარიას უწოდებენ. წესდებულების ძალით სემინარიასთან უნდა დაარსებულიყო სამი პროსემინარია:
ერთში უნდა ისწავლონ ქართველებმა, მეორეში რუსებმა და მესამეში სომხებმა.
შარშან სექტემბერში დაარსდა მხოლოდ ქართული პროსემინარია. ყოველის ეჭვის გარედ იყო ყველასთვის, რომ ამ სასწავლებელში, რომელიც განსაკუთრებით ქართველებისათვის არის დანიშნული, ჯეროვანი გზა მიეცემოდა ქართულს ენას. მაგრამ აქაც უკუღმა დატრიალებულა საქმე. ამ პროსემინარიის მეორე განყოფილებაში ქართული ენის ხსენებაც არ არის; მისთვის ერთი საათიც არ არის კვირაში დანიშნული და მოწაფენი ქართულს წიგნებსაც მოკლებულნი არიან.
შესაძლებელია რომ გორის სემინარიის გამგეობას ქართულის ენისათვის დრო არ ჰქონდეს, რადგან გვარტომობის გამოკვლევას ეგრე წარჩინებულად შეჰსდგომია თვისთა სასახელოდ და იმ გამოკვლევაშია გართული. ჩვენ აქ არა გვეთქმის რა. მაგრამ ქართულს სასწავლებელში რომ ქართულს არ ასწავლიდნენ – ეს მაინც და მაინც დაუჯერებელია. ჩვენ მარტო ამას ვკითხულობთ: ამაზეც ვიცინოთ, თუ ვიტიროთ?
იმავე პროსემინარიის პირველ განყოფილებაში თუმცა ქართულს ასწავლიან თურმე, მაგრამ ყოველ ღონისძიებას ხმარობენ, რომ ბავშვმა ჩათვლით კითხვისა და ქართულის ასოების ჯღაბნის მეტი არა ისწავლოს რა. უსათუოდ ამ განზრახვით მოუგონიათ ისეთი მეთოდი, რომ ქართულის სწავლა კი არა, ვგონებთ ისიც დაავიწყდეს ბავშვს, რაც იცოდა.
ამ მეთოდის მომგონებელი გახლავთ ქართულის პროსემინარიის მასწავლებელი უფ. ნათიევი. ეს მეთოდი აი რაში მდგომარეობს:
ერთსა და იმავე დროს ბავშვმა უნდა გააკეთოს ქართული ასოები, რუსული ასოები, ისწავლოს მათი გამოხატვა, მათგან მარცვლების, სიტყვებისა და ფრაზების შედგენა. ამათგან მათ უნდა დაიხსომონ რუსული სიტყვები და ახსნან რუსული ფრაზები.
საწყალო ბავშვებო!
თუ თქვენ ამ ბაბილონის გოდოლის აშენებაში სრული გონება კიდევ შეგრჩათ, ბარაქალა თქვენის ბუნების ძლიერებას!...
ჩვენი ქართული ანდაზა ,,ორი კურდღლის მდევარი ვერც ერთს ვერ დაიჭერსო“, უფ. ნათიევს ვერ მოჰსწონებია და უთქვამს: მე დავუმტკიცებ ქვეყანასაო, რომ მე ოთხს კურდღელს გამოვუდგები და ოთხსსავე ერთად დავიჭერო.
ნეტავი ექვსიც ერთად დაიჭიროს, ოღონდ კი მარტო ყურდღლებს გამოუდგეს და ბავშვების სწავლას კი თავი დაანებოს; უფ. ნათიევის ვარჯიშობაზეც უნდა ვიცინოთ თუ ვიტიროთ?
უფ. ნათიევი არც ოთხი კურდღლის გამოდგომას დაჰსჯერებია. მეხუთე კურდღელიც გაუგდია წინ. არ ვიცი, რა უნდა ვუქოთ უფ. ნათიევს, - სირბილი, თუ მეძებრობა.
ქართულს და რუსულ ანბანთან იგი ასწავლის თურმე მოწაფეებს მესამე ანბანსაცა. ეს ანბანი არ გახლავთ არც ფრანციცული, არც ნემენცური, არც ლათინური, არ ბერძნული. ერთი სიტყვით, იმ ანბანით, რაც კაცობრიობა არსებობს, არც წიგნი დაბეჭდილა და არც დაწერილა. იგი არ უნახავს წარსულსა, არ არსებობს აწმყოში და ყოვლად შეუძლებელია მომავალში.
იგი მოზმანებია უფ. ნათიევს მისთა მოწაფეთა უბედურებისათვის.
რა ანბანია ასეთი ახირებული ანბანი, იკითხავს მკითხველი. აი, რა ანბანია.
ნათიევს სიზმარი უნახავს, რომ ქართული სიტყვები რუსულის ასოებით უნდა დაიწეროსო, აუღია და თვის ანბანში შიგა და შიგ ქართული სიტყვები ჩაურთავს რუსულის ასოებითა. რადგან რუსულს ანბანს აკლია ხუთმეტამდის ნიშნები ჩვენის სმენის გამოსახატავად, ამიტომ, უფ. ნათიევს თავისით მოუგონია ახალი ასოები არც რუსული, არც ქართული, არ ამ მთისა, არც იმ მთისა, და ამ ახალის ასოებით შეუვსია რუსულის ანბანის ნაკლი და ჩვენი ანბანიც გაუმდიდრებია.
აქ სწორედ უფ. ნათიევს ორი კურდღელი ერთად დაუჭერია. ბარაქალა მის ფეხ-მარდობას და სისწრაფეს.
მაგრამ ჩვენი ჩვენის საწყალის ბავშვების რა გადასახდელია, რომ უფ. ნათიევი ფეხ-მარდია. ამ ბაბილონის გოდოლს, რომელიც წინ მოვიხსენიეთ, მესამე ანბანიც დაუმატა თურმე უფ. ნათიევმა.
ვაი, თქვენი ბრალი, საწყალო ბავშვებო!
არ გეყოფათ განა ამდენი ამბანები, რომ ,,ნათიაური“ ანბანიც, თქვენდა საუბედუროდ, არ გამოჩენილიყო. ჩვენ ამაზედ უნდა ვიცინოთ, თუ ვიტიროთ?
აბა, ეს ამბები შეიძლება რომ სხვაგან სადმე მოხდეს და ისე დაუსჯელად ჩაიაროს? მეცხრამეტეს საუკუნეში, ესე აშკარად სამასხარაოდ საქმე გამხდარა სადმე? ესეთი სასაცილოდ აგდება მთავრობის კეთილ განკარგულებისა, მთავრობის დაწყობილებისა სადმე გაგონილა?
გაგონილა რომ ასეთი წვრილ-ფეხობა, როგორიც უფ. ნათიევია და სემინარიის გამგეობა, ასე ფუჭად ხდიდეს მთავრობის ჩვენდამი მზრუნველობას და გულმტკივნეულებას?... ჩვენ ამაზედ უნდა ვიცინოთ, თუ ვიტიროთ?
თუ ჩვენ გვკითხავთ, ორივეს მიზეზი და საბუთი ხელთა გვაქვს.''
გაზეთი ,,ივერია“, #10
5 მაისი, 1877 წელი
გორის საოსტატო სემინარია - ამიერკავკასიის სამასწავლებლო სემინარია, ისტორიული ძეგლი მდებარეობდა ქალაქის ცენტრში (ახლანდ. სტალინის გამზ) ამჟამად აქ მოთავსებულია გორის №9 სკოლა). საოსტატო სემინარია ამზადებდა დაწყებითი სკოლის მასწავლებლებს.
ეროვნული ბიბლიოთეკის ცნობით, სკოლის წარმოშობის ისტორია იწყება ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც 1875 წლის 8 იანვარს დადებითად გადაწყდა ამიერკავკასიაში სამასწავლებლო სემინარიის გახსნა. სემინარიის დაარსებისთვის შესაფერის ადგილად შეირჩა ქალაქი გორი, კერძოდ კი ამჟამინდელი მე-9 საჯარო სკოლის ტერიტორია.
1876 წლის 10 აპრილს, კავკასიის სასწავლო ოლქის მაშინდელი მზრუნველი ი. ნევეროვი მეფისნაცვალს ატყობინებდა, რომ, ქ. გორში სემინარიის ბინისათვის 10 წლის ვადით დაქირავებულია სახლი კაპიტან ზუბალაშვილისა და თხოულობდა ნებართვას მასწავლებლების დანიშვნის შესახებ. თავდაპირველად სემინარიის განკარგულებაში იყო ერთი ქვის ორსართულიანი სახლი - 11 ოთახით, ერთი ქვის ორსართულიანი ფლიგელი - 4 ოთახით და აშენების პროცესში მყოფი ერთსართულიანი სახლი - 8 ოთახით.
პირველი გაკვეთილი სემინარიაში ჩატარდა 1876 წლის 12 სექტემბერს. ამ დროს სემინარიაში მხოლოდ ორი ქართველი მასწავლებელი მუშაობდა. სემინარიის პირველ დირექტორად კი დაინიშნა სპირიდონ დიმიტრის ძე დივარი.
სწავლება სამწლიანი იყო. სწავლა ძირითადად მიმდინარეობდა რუსულ ენაზე ცალკე საგნებად ისწავლებოდა ქართლი, რუსული და აზერბაიჯანული ენები. ამ საკითხთან დაკავშირებით გამოჩენილმა ქართველმა მწერალმა ილია ჭავჭავაძემ დაწერა წერილი „ვიცინოთ თუ ვიტიროთ?”
1878 წლის ზაფხულში სამასწავლებლო სემინარიის დირექტორად დივარის ნაცვლად დაინიშნა დიმიტრი დიმიტრის ძე სემიონოვი. მისმა გულმოდგინე ზრუნვამ გორის სამასწავლებლო სემინარიის კეთილდღეობისა და განვითარებისათვის შესანიშნავი ნაყოფი გამოიღო. სემიონოვის დირექტორობის დროს, 1979 წლის სექტემბრიდან სემინარიაში შემოღებული იქნა ქართული, სომხური და აზერბაიჯანული ენების სწავლება. უფრო მეტიც, გაიხსნა ქართული, სომხური, და აზერბაიჯანული დაწყებითი სასწავლებლები. შესაბამისად ორი საცხოვრებელი პანსიონი-ქრისტიანი და მუსულმანი მოსწავლეებისათვის. საოსტატო სემინარიაში სხვადასხვა დროს სწავლობდნენ ვაჟა-ფშაველა, ნიკო და თედო რაზიკაშვილები, ნიკო ჯანაშია, ლადო აღნიაშვილი, ჰ. ჰაჯიბეკოვი, ნ. ნარიმანოვი და სხვ. გორის სამასწავლებლო სემინარიამ 42 წელი იარსება.

ვიცინოთ, თუ
ვიტიროთ.

ისტორიული ცნობები გორის საოსტატო
სემინარიის შესახებ

ამავე კატეგორიაში
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
"შავ პარასკევს", 29 ნოემბერს, თიბისი ყველა მომხმარებელს
საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.
საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე, ტანის ხეობაში
ღამის ულამაზესი პეიზაჟი იხატება, როცა მწერლის თვალით უყურებ " ბნელ
სივრცეში " როგორ " ირწევიან ღრუბლები,"
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ
ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა
თანატოლი ჰყავს.
რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი
ახალგაზრდების გამოცდილება
გასული თვის პოპულარული სიახლეები
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები