რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
ფატიმა სოფელ კოდისწყაროში ცხოვრობს. დაიბადა ახალგორის რაიონის სოფელ ზემო ყურში, რომელიც კოდისწყაროდან რამდენიმე კილომეტრშია, თუმცა მშობლიურ სოფელს დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ხელისუფლება აკონტროლებს.
პედაგოგად მუშაობდა ახალგორის რაიონის სოფელ აბრევში, რომელიც ასევე ძალიან ახლოსაა კოდისწყაროსთან. კოდისწყარო კასპის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი. ფატიმა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგაც აგრძელებდა მუშაობას აბრევის სკოლაში, თუმცა რამდენიმე წლის წინ სკოლა დაიხურა, იმის გამო, რომ აბრევში მოსწავლეები აღარ ცხოვრობენ.
,,ჩემი მშობლებიც აბრევში ცხოვრობენ, ამიტომ, იქაური მოსახლეობის თხოვნით, შემეძლო სკოლაში სიარული და მუშაობდა. ფეხით მივდიოდი ხოლმე, ზამთარშიც. მუხლებამდე თოვლში მიწევდა სიარული, თუმცა ეს არ იყო ჩემთვის დიდი პრობლემა“ - იხსენებს ფატიმა დრიათი.
კოდისწყარო ავტობანიდან 3 კმ-ში მდებარეობს. დასახლება ფერდობზეა გაშენებული და ხელისგულივით მოჩანს.
,,2002 წელს გავთხოვდი. ჩემი ქმარი ამოდიოდა ხოლმე ჩვენი სოფლისკენ. იქ გავიცანი და შემდეგ დავოჯახდი. თბილისში მუშაობს, თავისი პროფესიით. ბავშვებმა სკოლა დაამთავრეს, უმაღლესში დაამთავრეს, მეც ალბათ მომიწევს წასვლა, თუმცა გამიჭირდება. სოფელში გაზრდილი გოგო ვარ““ - გვიყვება ფაქტიმა.
სკოლა ზემო ყურში დაამთავრა; მერე ცხინვალში წავიდა სასწავლებლად. ჯერ ტექნიკუმში ისწავლა – საბუღალტრო განხრით, მერე უმაღლესში ჩააბარა. ოსური ენა და ლიტერატურის ფაკულტეტზე.
,,ერთი მძღოლი მუშაობდა ჩვენთან, ვიქტორი ჰქვია, მარშუტკა ჰყავდა და თბილისში მიჰყავდა ხოლმე ხალხი — ბაზარში, რამის საყიდლად. ხო და ერთხელაც მარშუტკაში ვიყავი და იქ მნახა. ჩემს მეუღლესაც იცნობდა, ამ სოფლებშიც დადიოდა ხოლმე, გაგვაცნო ერთმანეთი და ვიქტორის წყალობით გამოვიდა ჩვენი ამბავი.“ - იხსენებს ფატიმა.
ფატიმა ამბობს, რომ შვილებმა სწორედ ის სპეციალობები აირჩიეს სასწავლებლად, რომლებიც მათ ძალიან უყვართ. განსხვავებით, მისგან, რომელსაც საბუღალტროზე ისე ჩააბარებინეს, არც უნდოდა:
,,მე 11 კლასი რომ დავამთავრე, მამამ მე და ჩემი და ცხინვალის ტექნიკუმში შეგვიყვანა საბუღალტროზე, მაგრამ ვერაფერი გავუგე. სწავლაც დავამთავრე, კარგი ნიშნებიც მქონდა, დიპლომიც ავიღე, მაგრამ მაგ მიმართულებით მუშაობა არასდროს მდომებია, არ მინდოდა. აქედან გამომდინარე მე ჩემი შვილებისთვის არასდროს მითქვამს — აი ეს უკეთესია და მე როგორც მინდა, ისე უნდა აირჩიოთ-მეთქი. თვითონ როგორც აირჩიეს, ისე გამოვიდა მათი ამბავიც.“ - ამბობს ფატიმა.
ზემო აბრევის სკოლის დახურვის შემდეგ, ფატიმამ მუშაობა კოდისწყაროს სკოლაში დაიწყო რუსულის მასწავლებლად. ამ სკოლაში მოსწავლეები ოთხი სოფლიდან დადიან. კოდისწყაროს გარდა, სწავლობენ ყარაფილიდან, ზადიანთკარიდან და სარიბარიდან. სამივე სოფელი ოსებითაა დასახლებული.
კოდისწყაროს 9-კლასიან სკოლაში 22 მოსწავლე სწავლობს. საბაზო საფეხურის დამთავრების შემდეგ, მოსწავლეთა ნაწილს უწევს სხვა სოფელში, ან ქალაქში გადასვლა სასწავლებლად. ფატიმას შვილი, ელენა მიდელაშვილი იხსენებს, რომ ამ პროცესმა მას გარკვეული დისკომფორტი შეუქმნა:
,,ჯერ მომიწია ნიგოზას საჯარო სკოლაში გადასვლა, შემდეგ – გორში. ეს ჩემთვის იყო გარკვეული დისკომფოტი, იმიტომ, რომ კომფორტის ზონიდან გასვლა გარკვეულ სტრესს იწვევს. ასეა ზოგადად სხვა ბავშვებისთვის. ჩვენთან 9-კლასიანი სკოლაა. შემდეგ მიდიან სასწავლებლად, ზოგი აღარც ბრუნდება“ - გვიყვება ელენა.
ელენა ამჟამად სწავლობს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ბიზნეს ადმინისტრირების ფაფულტეტზე. პარალელურად, ორგანიზაციაც ჩამოაყალიბა, სადაც მენტორობას უწევს ისეთ ადამიანებს, რომელსაც პროფესია ჯერ არ აურჩევიათ:
,,ბევრ ადამიანს უჭირს პროფესიის არჩევა. ჩვენ ამაში ვეხმარებით. ძალიან ბევრი შემთხვევაა, როდესაც ადამიანი არასწორ გზას ირჩევს. შემდეგ აღმოაჩენს, რომ ეს არ იყო მისი სფერო. იმისათვის რომ ადამიანი იყოს წარმატებული, ის სწორედ იმ სფეროში უნდა იყოს, რომელიც ძალიან უყვარს. რაც უფრო ბევრი წარმატებული ადამიანი გვეყოლება, ეს უფრო კარგია მისთვისაც და ქვეყნისთვისაც“ - გვიყვება ელენა, რომელიც უქმეებზე სოფელში ჩამოვიდა.
მისი სურვილია, რომ გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში კვლევა ჩაატაროს, პირველ რიგში საკუთარ სოფელში მაინც და გაარკვიოს, რატომაა პრობლემები უმუშევრობის კუთხით, ესაუბროს ადამიანებს გამოწვევების შესახებ და შემდეგ რჩევებით დაეხმაროს. განსაკუთრებით ახალგაზრდებს.
,,ყველანი ქალაქში წავიდნენ'' - ელენა და ფატიმა კოდისწყაროდან

ამავე კატეგორიაში
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
"შავ პარასკევს", 29 ნოემბერს, თიბისი ყველა მომხმარებელს
საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.
საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე, ტანის ხეობაში
ღამის ულამაზესი პეიზაჟი იხატება, როცა მწერლის თვალით უყურებ " ბნელ
სივრცეში " როგორ " ირწევიან ღრუბლები,"
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ
ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა
თანატოლი ჰყავს.
რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი
ახალგაზრდების გამოცდილება
გასული თვის პოპულარული სიახლეები
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები