რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აპრილი 2025 »»
31 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 1234
ახალი ამბები
გორის პატრულმა საქართველოს მოქალაქე დააჯარიმა მანქანის სანომრე ნიშანზე რუსეთის დროშის წაშლის გამო
გორის პატრულმა დააჯარიმა საქართველოს მოქალაქე, რომლის მანქანის ნომერზე რუსეთის დროშა გადაფხეკილია.

მძღოლს, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსის 122-ე მუხლის მეოთხე ნაწილის საფუძველზე, 2000-ლარიანი ჯარიმა შეუდგინეს.

აღნიშნული მუხლი გულისხმობს: სატრანსპორტო საშუალების მართვა /.../ შენიღბული ან სხვაგვარად შეცვლილი სახელმწიფო სანომრე ნიშნით, რაც იწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.

საქართველოს მოქალაქემ ოქმი ჯერ შიდა ქართლის საპატრულო პოლიციაში გაასაჩივრა, სადაც არ დააკმაყოფილეს. ამის შემდეგ საქმის განხილვამ გორის სასამართლოში გადაინაცვლა.

დღეს სასამართლო სხდომაზე მოსამართლე ნინო გერგაულმა საპატრულო პოლიციის მიერ შედგენილი ოქმი გააუქმა.

სხდომაზე მთავარი საკითხი შეეხო იმ გარემოებას, იყო თუ არა უშუალოდ ნომერი შენიღბული ან შეცვლილი. ავტომანქანის სანომრე ნიშანზე დაზიანებული არ აღმოჩნდა არც სერია და არც სხვა მაიდენტიფიცირებელი ნიშნები, გარდა რუსეთის დროშისა.

,,სხდომაზე განვაცხადე, რომ ოკუპანტი ქვეყნის რუსეთის დროშის წაშლის გამო არა თუ ჯარიმა, ადამიანს ჯილდო ეკუთვნის. პოლიციელმა თქვა, რომ არ ვეთანხმებიო. რას არ ეთანხმებითო, ჩაეკითხა მოსამართლე ნინო გერგაული - რუსეთი რომ ოკუპანტიაო თუ ჯილდო რომ ეკუთვნისო? საბოლოოდ მოსამართლე ნინო გერგაულმა საჯარიმო ქვითარი გააუქმა, რაც ძალიან სამართლიანი და აღსანიშნავია ფაქტია,'' - გვითხრა მოქალაქემ.

მოქალაქემ გვითხრა, რომ მანქანის ნომრის შეცვლის უფლებას შს სამინისტროში არ აძლევენ.

მოქალაქის ინტერესებს სასამართლო სხდომაზე ადვოკატი კახა კალმახელიძე იცავდა.

,,იურისტმა კახა კალმახელიძემ შემთხვევით გაიგო, რომ რუსეთის დროშის წაშლის გამო დამაჯარიმეს, მოვიდა ჩემთან, ძალიან შეწუხებული იყო. ასეთი რამ როგორ შეიძლება მოხდესო და სრულიად უსასყიდლოდ დაიცვა ჩემი ინტერესები'' - გვითხრა მოქალაქემ.

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
საწარმოს გათვლებით, სპირტის წარმოება 1 მლნ ლიტრამდე
გაიზრდება.

საწარმოს გათვლებით, სპირტის წარმოება 1 მლნ ლიტრამდე გაიზრდება.

15:55 / 17.04.2025
გიგაური ამბობს, რომ სწორედ დაბრუნდაშვილის ოთახში, ბორკილებდადებულს
სცემა საქმეში
გიგაური ამბობს, რომ სწორედ დაბრუნდაშვილის ოთახში, ბორკილებდადებულს სცემა საქმეში
20:27 / 15.04.2025
საქმე ეხება 2024 წლის 29 ივლისს მომხდარ ფაქტს. პროკურატურის
ინფორმაციით,
საქმე ეხება 2024 წლის 29 ივლისს მომხდარ ფაქტს. პროკურატურის ინფორმაციით,
20:17 / 15.04.2025
ვიდეორეპორტაჟი
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის ასაკს იყო მიღწეული.
"სოფელში არაფერია. აქ არავინ არის. მხოლოდ ერთი ბიჭი, მაგისი დედა და მე ვართ.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან, მიხარია,
ხაშურში ამ სოფლის მცხოვრებლებს ცედნელებს უწოდებენ, მაგალითად, თუ ვინმეზე იტყვიან,
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.