რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ახალი ამბები
,,135 დაზიანება სიცოცხლის დროს " - გორში ტურისტის მკვლელობის საქმის განხილვა დასრულა
გორში, ბრიტანელი ტურისტის მკვლელობის ფაქტზე, 5 პირს საბოლოო განაჩენი გამოუტანეს. ოთხ მათგანს 20-20, ხოლო მეხუთეს - დანაშაულის დაფარვისთვის 6 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. ერთ-ერთ ბრალდებულს, რომელიც პირობითი მსჯავრის ქვეშ იყო, 1 წლიანი მოუხდელი ვადა დაემატა. ის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 21 წელი გაატარებს.

28 წლის გიორგი ბალაშვილი, 19 წლის ზურა ფალავანდიშვილი, 17 წლის გიორგი ოხანაშვილი და 20 წლის გიორგი ქარელი 2021 წლის 10 ოქტომბერს დააკავეს. ისინი მკვლელობას უარყოფენ, მაგრამ ქურდობას აღიარებენ. ამტკიცებენ, რომ კენედი ჩხუბს გაურბოდა, როცა მდინარეში ჩავარდა. ვასილ ოქროპირიძე ყაჩაღობასა და კენედის სიკვდილში მონაწილეობას უარყოფს. ერთ-ერთმა მათგანმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა იარაღი პირში ჩაუდო და გასროლით დაემუქრა, თუკი დანაშაულს არ აღიარებდა.

ბრიტანელი ტურისტი გორში 2021 წლის 7 ოქტომბერს გაუჩინარდა. გვამი სოფელ ქვახვრელში, გორიდან 15 კმ დაშორებით, მდინარე მტკვარმა გამორიყა.

ექსპერტმა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ გვამს აღენიშნებოდა 135 სიცოცხლისდროინდელი და სიკვდილის შემდგომი 4 დაზიანება. აქედან – 58 ნაჭდევი, დანარჩენი – სისხლნაჟღენთი.

,,დაზიანებები აღენიშნება სხეულის ყველა ნაწილზე – სახის, კისრის, გულმკერდის მიდამოში, გვერდით, წინა და უკანა ზედაპირებზე, ზედა და ქვედა კიდურებზე, რომლებიც შესაძლებელია, მიყენებული იყოს ხელებითა და ფეხებით ცემის შედეგად."" - აღნიშნა სასამართლო სხდომაზე.

ექსპერტმა განმარტა, რომ სამედიცინო ექსპერტად მუშაობის 40 წლის სტაჟი აქვს. სამსახურის ძირითადი დრო გაატარა მცხეთაში, რომლის სპეციფიკა ის არის, რომ კაშხალია და კასპიდან, ხაშურიდან და გორიდან წამოღებული გვამები ჩერდება. შესწავლილი აქვს ბევრი გვამი და წყალში დამხრჩვალ და წყალწაღებულ გვამს ამდენი დაზიანება არასოდეს ჰქონია.

ექსპერტმა გაიხსენა, რომ 20 წლის წინ ჰქონდა შემთხვევა, როდესაც სოფლის მოსახლეობამ მძღოლი ჩაქოლა, რომელიც ბავშვს დაეჯახა და მას ჰქონდა ამდენი დაზიანება.

,,ფილტვის ჭრილობა და შუასაყარში ვრცელი სისხლჩაქცევა, რაც აღენიშნებოდა ტომას კენედს, წყალში ჩავარდისას ძალიან შეუშლიდა ხელს კიდურების მოძრაობასა და ცურვაში. წყალში ჩავარდნისა და სუნთქვის შეწყვეტიდან ხუთიდან ათ წუთამდე დგება ადამიანის ბიოლოგიური სიკვდილი, რადგან ტვინს ჟანგბადი აღარ მიეწოდება. გამორიცხულია, რომ ხუთ-ათ წუთში მდინარეში ადამიანმა მიიღოს 135 სიცოცხლისდროინდელი დაზიანება."" - აღნიშნა ექსპერტმა.

სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, გვამს აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთები, ნაჭდევები და ჭრილობები. შინაგანად - სისხლჩაქცევები თავის რბილი საფარველის შიგნითა ზედაპირზე, კანქვეშ კისრისა და გულმკერდის მიდამოში, ფილტვებსა და შუასაყარში, ნასკდომი ჭრილობა ფილტვზე.

დაზიანებები მიყენებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედებით.

ოთხი მოყვითალო ნაჭდევი – ორი მარჯვენა ბარძაყის წინა ზედაპირზე ქვედა მესამედში და ორი – მარცხენა ბარძაყის წინა ზედაპირზე ქვედა მესამედში, მიყენებულია სიკვდილის შემდეგ.

დანარჩენი დაზიანებები მიყენებულია სიცოცხლის პერიოდში.

მარცხენა ფილტვის დაზიანება მიეკუთვნება სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხს. დანარჩენი დაზიანებები ატარებენ მსუბუქი დაზიანების ნიშნებს:

,,თუმცა სიკვდილი რომ არ დამდგარიყო, თავის მიდამოში არსებული დაზიანებები სიცოცხლეში პათოლოგიურად როგორ განვითარდებოდა და რას გამოიწვევდა, შეფასება შეუძლებელია. დაზიანებები მიყენებულია სიკვდილის დადგომამდე უახლოეს პერიოდში და არ არიან უშუალო მიზეზობრივ კავშირში დამდგარ შედეგთან. უკანა ტანის მიდამოში რაიმე ფიზიკური დაზიანების ობიექტური ნიშნები არ აღინიშნება."" - აღნიშნა ექსპერტმა.

ქიმიურ–ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ს გვამიდან აღებულ სისხლში აღმოჩნდა 2,12% ეთილის სპირტი. არ აღმოჩნდა აცეტონი, მეთილისა და იზოპროპილის სპირტები, ნარკოტიკული საშუალებები, ფსიქოტროპული ნივთიერებები, ფოსფორორგანული და ქლორორგანული პესტიციდები. ექსპერტმა დაადგინა, რომ ტომას კენედის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია სასუნთქ გზებში სითხის მოხვედრით.

პროკურატურის ცნობით, 2021 წლის 7 ოქტომბერს, დაახლოებით 21:00 საათზე, გორში, რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე ტომას კენედის კუთვნილი ნივთების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, თავს დაესხნენ მას და სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით დაეუფლნენ მის მობილურ ტელეფონს, საბანკო პლასტიკურ ბარათსა და ფულს.

,,ამის შემდეგ, გ. ო-მა, ზ. ფ-მა, გ. ქ-მა და გ. ბ-მა, სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით, ანგარებით, განსაკუთრებული სისასტიკით მოკლეს ტომას კენედი; განსაკუთრებული ტანჯვის გამოსაწვევად ხელებითა და ფეხებით სხეულზე 100-ზე მეტი დაზიანება მიაყენეს, რის შემგედაც მდინარე მ-ში დაახრჩვეს. მომხდარის შესახებ გ. ო-მა, ზ. ფ-მა, გ. ქ-მა და გ. ბ-მა დანაშაულის ჩადენამდე და ჩადენის შემდეგ, ინფორმაცია მიაწოდეს ვ. ო-ს, რომელმაც, მიუხედავად იმისა, რომ ნამდვილად იცოდა, რომ მზადდებოდა და ჩადენილი იყო მძიმე და გასაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულები, ამის შესახებ არ შეატყობინა სამართალდამცავ ორგანოებს."" - აღნიშნა პროკურორმა. სასამართლომ გამოძიების მიერ მიწოდებული ინფორმაცია სრულად გაიზიარა

ტომას კენედის გვამი ორი დღის შემდეგ გორიდან 15 კმ დაშორებით, სოფელ ქვახვრელის ტერიტორიაზე, მდინარის სანაპიროზე იპოვეს.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
"შავ პარასკევს", 29 ნოემბერს, თიბისი ყველა მომხმარებელს
16:42 / 22.11.2024
საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების
სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.

საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.

15:55 / 22.11.2024
საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე,
ტანის ხეობაში

საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე, ტანის ხეობაში

13:33 / 22.11.2024
ღამის ულამაზესი პეიზაჟი იხატება, როცა მწერლის თვალით უყურებ
ღამის ულამაზესი პეიზაჟი იხატება, როცა მწერლის თვალით უყურებ " ბნელ სივრცეში " როგორ " ირწევიან ღრუბლები,"
21:11 / 21.11.2024
დოკუმენტის სახელწოდებაა ,,ატენის ხეობის და მიმდებარე
ტერიტორიების სივრცის დაგეგმარება''.

დოკუმენტის სახელწოდებაა ,,ატენის ხეობის და მიმდებარე ტერიტორიების სივრცის დაგეგმარება''.

18:04 / 21.11.2024
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა თანატოლი ჰყავს.

"ტრანსპორტი არ არის, სოფლამდე მოსასვლელი გზა არ იყო და ამის გამო არ დადიოდა

რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.