რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აპრილი 2025 »»
31 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 1234
ახალი ამბები
,,ზიანი ანაზღაურებული არ არის'' - პროკურორმა მძღოლისთვის სასჯელის დამძიმება მოითხოვა
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ გომთან მომხდარ ავარიის ფაქტზე მძღოლს მინიმალური 4 წელი მიუსაჯეს.

პროკურორი შორენა მგალობლიშვლი თვლის, რომ ეს მსუბუქი სასჯელია,  არის ზედმეტად ლმობიერი, არ შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას, მის მიერ ჩადენილი ქმედების ხასიათს და ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

,,ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევა არის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დანაშაული. შესამცირებლად და თავიდან ასაცილებლად კი, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ღონისძიებაა მკაცრი სამართლებრივი რეაგირება და მკაცრი სასჯელი, განსაკუთრებით იმ შემთხვევებში, როდესაც დაზარალებულთათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურებული არ არის.'' - განაცხადა პროკურორმა.

უზენაესმა სასამართლოს აზრით, განაჩენი სამართლიანია, რადგან მ. ე–მ ჩაიდინა გაუფრთხილებელი დანაშაული, აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, მტკიცებულებები მიიჩნია უდავოდ, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას:

,,სასამართლომ მ. ე–ს საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-4 და მე-6 ნაწილებით გათვალისწინებული სანქციის მინიმალური, კანონიერი და სამართლიანი სასჯელი განუსაზღვრა. მოცემულ შემთხვევაში მ. ე–ეისთვის განსაზღვრული სასჯელი შესაბამისი მუხლის სანქციის ფარგლებშია, მასვე 1 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, შესაბამისად, სასჯელის განსაზღვრის წესი სრულად შეესაბამება, როგორც საქართველოს სსკ-ის მოთხოვნებს, ისე – საქმის ინდივიდუალურ გარემოებებს - ჩადენილი დანაშაულის ხასიათსა და მსჯავრდებულის პიროვნებას.' - აღნიშნავს უზენაესი სასამართლო.

უზენაესი სასამართლოს აზრით, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება საქმის განხილვის არცერთ ეტაპზე არ გამოვლენილა. ამასთან, პროკურორის საკასაციო საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებას, თუ რა განსხვავებული წინაპირობები არსებობს დანიშნული სასჯელის დამძიმებისათვის, რაც სასამართლომ არ გაითვალისწინა.

,,მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს მიზანშეუწონლად მიაჩნია მ. ე–სთვის დანიშნული სასჯელის დამძიმება, მით უფრო იმ საფუძვლით, რომ დაზარალებულთათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურებული არ არის. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ არაერთხელ განმარტა, რომ ზიანის ნებაყოფლობით ანაზღაურება არის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება და ამ წამახალისებელი ნორმის შეუსაბამო ქმედება პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად ვერ მიიჩნევა და ვერც სასჯელის გამკაცრებას დაედება საფუძვლად'' - წერს მოსამართლე.

შეგახსენებთ, საქმე ეხება 2022 წლის 10 ივნისს, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ გომთან ავტოსაგზაო შემთხვევას.

გამოძიების ცნობით, დაახლოებით 10:20 საათზე, "ტოიოტა პრიუსი"-ს მარკის ავტომობილით მოძრავმა მ. ე–მ, ვერ უზრუნველყო ავტომობილის უსაფრთხო მართვა, დაარღვია "საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მეხუთე პუნქტის მოთხოვნები, ყოველგვარი ხელისშემშლელი გარემოებების გარეშე გადავიდა საავტომობილო გზის მარჯვენა მხარეს და უკნიდან შეეჯახა გზის სარეზერვო ზოლში გაჩერებულ სატვირთო ავტომობილ "სკანია"-ს, რომელსაც მართავდა გ. ჯ–ი. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად "ტოიოტა პრიუსი"-ს მარკის ავტომობილის მგზავრი დ. კ–ე გარდაიცვალა, რ.თ–მ კი, მიიღო ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
საწარმოს გათვლებით, სპირტის წარმოება 1 მლნ ლიტრამდე
გაიზრდება.

საწარმოს გათვლებით, სპირტის წარმოება 1 მლნ ლიტრამდე გაიზრდება.

15:55 / 17.04.2025
გიგაური ამბობს, რომ სწორედ დაბრუნდაშვილის ოთახში, ბორკილებდადებულს
სცემა საქმეში
გიგაური ამბობს, რომ სწორედ დაბრუნდაშვილის ოთახში, ბორკილებდადებულს სცემა საქმეში
20:27 / 15.04.2025
საქმე ეხება 2024 წლის 29 ივლისს მომხდარ ფაქტს. პროკურატურის
ინფორმაციით,
საქმე ეხება 2024 წლის 29 ივლისს მომხდარ ფაქტს. პროკურატურის ინფორმაციით,
20:17 / 15.04.2025
ვიდეორეპორტაჟი
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის ასაკს იყო მიღწეული.
"სოფელში არაფერია. აქ არავინ არის. მხოლოდ ერთი ბიჭი, მაგისი დედა და მე ვართ.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან, მიხარია,
ხაშურში ამ სოფლის მცხოვრებლებს ცედნელებს უწოდებენ, მაგალითად, თუ ვინმეზე იტყვიან,
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.