რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
გორის მუნიციპალიტეტში ყოველწლიურად 8700 ტონა ნარჩენი გროვდება - კვლევა
2023-2027 წლების გორის ნარჩენების მართვის გეგმის მიხედვით ერთ-ერთ
ძირითად პრობლემად მიჩნეულია მოსახლეობის დაბალი ინფორმირებულობა,
ნარჩენების ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე ნეგატიური
ზემოქმედების მიმართულებით.
ამის შესახებ ორგანიზაცია ,,ქალი და განვითარების'' მიერ გამოქვეყნებულ კვლევაშია აღნიშნული. ორგანიზაციის ცნობით, ამ გეგმის მიხედვით, მუნიციპალიტეტში ყოველწლიურად უნდა ჩატარდეს საზოგადოებრივი ცნობიერების ასამაღლებელი მინიმუმ 4 კამპანია.
4-წლიანი გეგმის მიხედვით, გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე წლის განმავლობაში საშუალოდ 8700 ტონა ნარჩენის დაგროვება ხდება. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის ნაწილს არასრულფასოვნად მიეწოდება მომსახურება, უახლოეს მომავალში ეტაპობრივად იგეგმება მოსახლეობის ამ ნაწილისთვისაც სრულფასოვანი მომსახურების მიწოდება. შესაბამისად, მომსახურების დაფარვის არეალის გაფართოებასთან ერთად მოსალოდნელია, შეგროვილი ნარჩენების მოცულობის გაზრდა.
რაც შეეხება ქალაქ გორის ტერიტორიას ქალაქის ტერიტორიაზე ასევე მოსალოდნელია ნარჩენების რაოდენობის გაზრდა, რადგან აშკარად გამოკვეთილია წლიდან წლამდე შეგროვილი ნარჩენის რაოდენობის ზრდის დინამიკა.
გორის მუნიციპალიტეტის 2023-2027 წლების ნარჩენების გეგმის მიხედვით ასევე ირკვევა, რომ მუნიციპალიტეტს წარმოქმნილი ნარჩენების სახეობების და რაოდენობის შესახებ ზუსტი მონაცემები არ მოეპოვება, ვინაიდან არ მიმდინარეობს წარმოქმნილი მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების რაოდენობის აღრიცხვა, რადგან მუნიციპალიტეტის ფარგლებში წარმოქმნილი სამშენებლო და ნგრევის ნარჩენის გატანა არ ხდება და ამ ნარჩენს წარმომქმნელები არალეგალურ ნაგავსაყრელებზე ყრიან. გარდა ამისა, 2023-2027 წლების გორის მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმა აღიარებს, რომ იმ სოფლებში, სადაც არ მიმდინარეობს ნაგვის გატანა კონტეინერული სისტემით, ვერც ზარის სისტემით მომსახურება ხორციელდება, რადგან მუნიციპალიტეტს არ გააჩნია ღია თვითმცლელი. ამის გამო ამ სოფლებში საყოფაცხოვრებო და სამშენებლო ნარჩენი იყრება სტიქიურ ნაგავსაყრელებზე. თუმცა გეგმაში აღნიშნულია, რომ უახლოეს მომავალში ეტაპობრივად იგეგმება ამ სოფლების მოსახლეობისთვის ნარჩენების გატანის სრულფასოვანი მომსახურების მიწოდება.
გარდა ამისა, გორის მუნიციპალიტეტის ნარჩენების გეგმის ანალიზისას გაირკვა, რომ არალეგალური ნაგავსაყრელები მუნიციპალიტეტის თითქმის ყველა სოფელშია განთავსებული, რომელთა საერთო ფართობი სავარაუდოდ 1-2 ჰექტარს შეადგენს და გორის მუნიციპალიტეტის მიერ ეტაპობრივად მიმდინარეობს ამ ადგილების დახურვა–რემედიაცია, რაც მომავალშიც გაგრძელდება.
რაც შეეხება ნარჩენების აღდგენას, გორის მუნიციპალიტეტში არ არსებობს საწარმო, რომელიც მოახდენს აღდგენადი მასალების ცენტრალიზებულ შეგროვებას და გატანას.
მუნიციპალიტეტში ასევე არ არის დანერგილი ნარჩენების სეპარირებული შეგროვების სისტემა და არ არის შექმნილი სეპარირებული ნარჩენების შემგროვებელი პუნქტები.
2023-2027 წლების გორის ნარჩენების მართვის გეგმის ანალიზისას ასევე ნათლად წარმოჩინდა, რომ გორის მუნიციპალიტეტში არ არის დანერგილი კომპოსტირების პრაქტიკა და მოსახლეობა არ ახდენს ორგანული ნარჩენის კომპოსტად გამოყენებას და ზოგადად, ამ საკითხისადმი მოსახლეობა ნაკლებ ყურადღებას იჩენს.
მნიშვნელოვანია, რომ გორის მუნიციპალიტეტში ნარჩენების მართვასთან არსებული მდგომარეობისა და ნარჩენების მართვის სისტემების დახვეწის მიზნით შექმნილია ელექტრონული რუკები, სადაც ასახულია მარშრუტები და ურნები. ამ რუკების საფუძველზე მიმდინარეობს მარშრუტების ოპტიმიზაცია, რათა ეს პროცესი ხარჯთეფექტიანი იყოს.
გეგმის შესაბამისად სამოქალაქო მონიტორინგის ფარგლებში გამოკვლეული იქნა, რომ გორის მუნიციპალიტეტის მერიამ 2023 წელს შეიძინა მხოლოდ ერთი ნაგავმზიდი, მაგრამ არ შეუძენია ღონისძიებათა გეგმით გაწერილი 1 ცალი მუხლუხოიანი ტრაქტორი, 1 ცალი გადამტანი ლაფეტი და 2 თვითმცლელი.
გორის მუნიციპალური ნარჩენების მართვის ღონისძიებათა გეგმის მიხედვით მუნიციპალიტეტის სოფლებში საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანის კუთხით სრული მომსახურების მისაწოდებლად პირველ წელს (2023 წელი) იგეგმებოდა 130 ურნის შეძენა და განთავსება 35 სოფელში.
ამ საკითხების მონიტორინგისთვის გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციით გამოვლინდა, რომ 2023 წლის 1-ლი იანვრიდან 15 აგვისტომდე პერიოდში მუნიციპალიტეტის მერიას არ შეუძენია ნაგვის ურნები. 200 ერთეული 1100 ლიტრიანი ნაგავშემკრები კონტეინერი გორის მერიამ შეიძინა 2022 წლის ოქტომბერში და მათი განთავსება 2023 წლის დასაწყისში უზრუნველყო ა(ა)იპ ,,გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტომ''. ამ კონტეინერებითვე ჩანაცვლდა დაზიანებული ურნები.
მონიტორინგის შედეგად ასევე გამოკვლეული იქნა, რომ კონტეინერული სისტემითა და ნარჩენების გატანის სერვისით 2023 წელს დამატებით არცერთი ახალი სოფელი არ დაფარულა და ა(ა)იპ ,,გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტოს" დასუფთავების განყოფილება ამჟამად ქალაქთან ერთად ემსახურება მუნიციპალიტეტის 78 სოფელს.
გორის მუნიციპალიტეტის ნარჩენების მართვის ღონისძიებათა გეგმის მიხედვით სეპარირების ხელშესაწყობად განსაზღვრულია სპეციალური ურნების შეძენა და პირველ რიგში მათი განთავსება დიდი სოფლების სკოლებისა და სხვადასხვა ორგანიზაციებთან სიახლოვეს.
დასახელებულ საკითხთან დაკავშირებით გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მოწოდებული იქნა მხოლოდ შემდეგი ინფორმაცია: ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის მართვის სააგენტოს მიერ მიმდინარე წლის აგვისტოდან დღემდე (24.01.2024 წელი) ტანისა და თეძმის ხეობის სოფლების მოსახლეობასთან პერიოდულად ხდება შეხვედრების გამართვა ნარჩენების მართვისა და სეპარირების, ასევე ღია წვით გამოწვეული შედეგებისა და მდინარეების დაბინძურების საკითხებზე. ამ მიზნით 2023 წლის განმავლობაში მოსახლეობასთან ჩატარებულია 6 შეხვედრა.
გორის მუნიციპალიტეტის მერიამ მოწოდებული საჯარო ინფორმაციით ასევე გვაცნობა, რომ 2023 წელს სეპარირების სისტემის დანერგვის მიმართულებით არცერთი აქტივობა არ განხორციელებულა, შესაბამისად, არ მომხდარა მუნიციპალური ნარჩენების ღონისძიებათა გეგმის მიხედვით სეპარირების ხელშესაწყობად განსაზღვრული სპეციალური ურნების შეძენა და არც მათი განთავსება არ მომხდარა დიდი სოფლების სკოლებსა და სხვადასხვა ორგანიზაციებთან სიახლოვეს.

ამავე კატეგორიაში
"შავ პარასკევს", 29 ნოემბერს, თიბისი ყველა მომხმარებელს
საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.
საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე, ტანის ხეობაში
ღამის ულამაზესი პეიზაჟი იხატება, როცა მწერლის თვალით უყურებ " ბნელ
სივრცეში " როგორ " ირწევიან ღრუბლები,"
დოკუმენტის სახელწოდებაა ,,ატენის ხეობის და მიმდებარე ტერიტორიების სივრცის დაგეგმარება''.
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ
ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა
თანატოლი ჰყავს.
რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი
ახალგაზრდების გამოცდილება
გასული თვის პოპულარული სიახლეები
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები