რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« იანვარი 2025 »»
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ახალი ამბები
,,საბა კონსტრაქშენის'' დამფუძნებელი სოფელ ძლევიჯვარში ჭიდაობის ტურნირში 175 000 ლარს დახარჯავს
2024 წლის 11 სექტემბერს ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში გაიმართება ტურნირი ქართულ ჭიდაობაში.

მოჭიდავეებისთვის საპრიზო თანხა გათვალისწინებულია ჯამში 175 000 ლარი.

ტურნირის ორგანიზატორი და სპონსორია ამავე სოფლის მკვიდრი, სლავა შერაზადიშვილი. სალავა შერაზადიშვილი კომპანია ,,საბა კონსტრაქშენის'' დამფუძნებელია.

პირველ ადგილზე გასულ მოჭიდავეებისთვის, სხვადასხვა კატეგორიაში, გათვალისწინებულია 15 000 ლარი, ხოლო აბსოლუტურ წონაში - 20 000 ლარი.

ტურნირი შოთა ხაბარელისა და ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელს ატარებს.

ტენდერების მონიტორინგის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ცნობის მიხედვით, კომპანიას დაარსების დღიდან, მოგებული აქვს 498 მლნ 465 922 ლარის ტენდერი.

"საბა კონსტრაქშენი" 2012 წელს დაფუძნდა და მის 100%-იან წილს კომპანია "საბა ინვესტი" ფლობს. თავის მხრივ "საბა ინვესტის" 100%-იან წილს ბიზნესმენი სლავა შერაზადიშვილი ფლობს.

ორგანიზაცია ,,ფლანგვის დეტექტორის'' კვლევების თანახმად, "განახლებული რეგიონების" პროგრამაში ,,საბა კონსტრაქშენიც'' იღებს მონაწილეობას. ამ პროგრამაში 15 ტენდერიდან 6-ში გამარჯვებული შპს საბა კონსტრაქშენი გახდა, აქედან 3 შემთხვევაში მას კონკურენტი საერთოდ არ ჰყოლია.

,,განახლებული რეგიონების'' პროგრამაში 500 მლნ ლარი გამოიყო, საიდანაც 350 მლნ – ბიუჯეტის, ხოლო 150 მლნ ლარი დონორის დაფინანსებაა.

 

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
,,ჩვენთვის, როგორც ქალაქის ერთადერთი თავისუფალი ახალგაზრდული
სოციალური სივრცისთვის,
,,ჩვენთვის, როგორც ქალაქის ერთადერთი თავისუფალი ახალგაზრდული სოციალური სივრცისთვის,
20:39 / 29.01.2025
ვახო ფიცხელაური 26 ივნისს საღამოს გაიტაცეს და ცემეს.
ვახო ფიცხელაური 26 ივნისს საღამოს გაიტაცეს და ცემეს.
18:16 / 27.01.2025
"დაახლოებით 6 კილომეტრში გამიტაცეს, ზემოთ მინდორია, იქ. უნდა მოვეკალი, გამოვექეცი.
14:11 / 27.01.2025
,,დააბნელეს ყველაფერი. კიდევ ერთხელ გეუბნებით, რაც არ უნდა
დააბნელოთ
,,დააბნელეს ყველაფერი. კიდევ ერთხელ გეუბნებით, რაც არ უნდა დააბნელოთ
19:56 / 23.01.2025
ვიდეორეპორტაჟი
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის ასაკს იყო მიღწეული.
"სოფელში არაფერია. აქ არავინ არის. მხოლოდ ერთი ბიჭი, მაგისი დედა და მე ვართ.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან, მიხარია,
ხაშურში ამ სოფლის მცხოვრებლებს ცედნელებს უწოდებენ, მაგალითად, თუ ვინმეზე იტყვიან,
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.