რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« იანვარი 2025 »»
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ახალი ამბები
გორის მერია გვირაბების მშენებლებს ეძებს - ვის გადაუხდიან ბიუჯეტიდან 2,8 მლნ ლარს
გორის მერიამ, სამშენებლო სამუშაოების ზედამხედველობის მიზნით, 2,8 მლნ ლარი გამოიყო.

ზედამხედველობა გულიხმობს იმ სამუშაოების მონიტორინგს, რომლის ღირებულება 50 ათას ლარს აღემატება.

ეს სამუშაოები (გზების დაგება, სანიაღვრე არხების მოწესრიგება და ა.შ.) ჩატარდება 2025-26 წლებში. მასზე მონიტორინგის სურვილი წელს კვლავ გამოთქვა კომპანია ,,ოპტიმალ გრუპ პლიუსმა'', რომელიც წლებია გორის მერიის კონტრაქტორია.

ამჟამად, სატენდერო დოკუმენტაციის შერჩევა-შეფასების პროცედურები მიმდინარეობს.

როგორც ირკვევა, სატენდერო დოკუმენტაციაში არის ისეთი ჩანაწერები, რომლებიც სხვა კომპანიებს, ტენდერში მონაწილეობის შესაძლებლობას ართმევს. ყოველ შემთხვევაში ასე თვლის კომპანია ,,სქაისქავერი'' რომლის წარმომადგენელმა ნათია ბაკურაძემ საჩივარი უკვე წარადგინა შესყიდვების სააგენტოში.

ნათია ბაკურაძემ ყურადღება მიაქცია იმ გარემოებას, რომ გორის მერია სავალდებულო მოთხოვნებში უთითებს ისეთ სამუშაოების მონიტორინგსა და გამოცდილებას, რომელსაც მერია არ ახორციელებს. ასეთია, მაგალითად, გვირაბების მშენებლობა, გამოცდილება და მასზე ზედამხედველობა.

,,აღნიშნული დავალების მიხედვით შემსყიდველი არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს ტენდერში მონაწილე სხვა პირებს. უნდა აღინიშნოს რომ შემსყიდველი გვირაბების ტენდერებს არ აცხადებს და ასეთი მომსახურება მას უშუალოდ გვირაბების მომსახურებაზე არ სჭირდება. იგი მოცემული ჩანაწერით ხელს უშლის ისეთ კომპანიებს ტენდერში მონაწილეობაში, რომელთაც არ აქვს გვირაბების ზედამხედველობის გამოცდიელბა.'' - აღნიშნავს ნათია ბაკურაძე საჩივარში.

სატენდერო ჩანაწერის მიხედვით, როგორც ნათია ბაკურაძემ მიაქცია ყურადღება, არის კიდევ ერთი ჩანაწერი, რომელიც პრობლემატურია:

,,ითხოვენ ხიდებისა და გვირაბების მშენებლობაში ინჟინრის 10 წლიან გამოცდილებას. მოცემული ჩანაწერები არ გამომდინარეობს ტენდერის აუცილებლობიდან და შესაბამისად ვითხოვთ მის გაუქმებას. რადგან გვირაბების ზედამხედველობის გამოცდიელება და ასევე ასეთი პერსონალი საქართველოში შესაძლოა სულ 2 კომპანიას ჰქონდეს.'' - განმარტავს მომჩივანი კომპანიის წარმომადგენელი.

იგი მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ შემყისდველის, ამ შემთხვევაში გორის მერიის ყოველი ცალკეული მოთხოვნა საჭიროა იყოს ობიექტური, თვლადი და პროპორციული, რაც ნიშნავს პირობის დაწესებას გააზრებულად და არა შაბლონურად, იმის გათვალისწინებით, რომ იგი არ უნდა ახდენდეს კონკურენციის უსაფუძვლოდ შეზღუდვას:

,,მოცემულ შემთხვევაში ადგილი აქვს კონკურენციის შეზღუდვას მსგავსი ჩანაწერით კი შემსყიდველი ვერანაირ მოგებას ვერ ნახავს. შემსყიდველს შაბლონური მოთხოვნა აქვს ტენდერში რაც მისთვის არაფრის მომცემია. ხოლო თუკი ეს მოთხოვნა შეიცვლება ბევრად მეტი კომპანია შეძლებს მასში მონაწილეობის მიღებას და თავისთავად კონკურენცია გაიზრდება. მოცემული სატენდერო ჩანაწერით შემსყიდველმა ფაქტობრივად კონკურენტუუნარო გახადა ტენდერი.'' - აღნიშნავს მომჩივანი კომპანიის წარმომადგენელი.

შესყიდვების სააგენტოში საჩივარი ჯერ არ განუხილავთ. ნათია ბაკურაძე ითხოვს კონკურენციის შემზღუდავი და დისკრიმინაციული ჩანაწერების გაუქმებას.

დასრულდება თუ არა ,,ოპტიმალ გრუპ პლიუსის'' მრავალწლიანი მუშაობის პროცესი გორის მუნიციპალიტეტში, ეს შესყიდვების სააგენტოში მიღებული გადაწყვეტილების და ამ გადაწყვეტილების აღსრულების შემდეგ გახდება ცნობილი. სხვათა შორის, ,,ქართლის ამბებმა'' ვერ მიიღო პასუხი ,,ოპტიმალ გრუპ პლიუსისგან'' , თუ რა მოხდა სოფელ ნიქზოში, როდესაც მოზარდს ახლადგახსნილ სტადიონზე დენმა დაარტყმა. საზედამხედველო დოკუმენტებში ერთი სიტყვაც არაა ნახსენები, თუ რამ გამოიწვია ეს ფაქტი.

 

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
სოფელ ნიქოზში კი აცხადებენ, რომ დაკავება მოხდა იმ ტერიტორიაზე,
რომელსაც საქართველოს შს სამინისტროს

სოფელ ნიქოზში კი აცხადებენ, რომ დაკავება მოხდა იმ ტერიტორიაზე, რომელსაც საქართველოს შს სამინისტროს

13:05 / 06.01.2025
ქარელში ავარიას 20 წლამდე ასაკის ბიჭი ემსხვერპლა
ქარელში ავარიას 20 წლამდე ასაკის ბიჭი ემსხვერპლა
23:45 / 05.01.2025
ამის საფუძველი საერთაშორისო საზედამხედველო ორგანიზაცია - სს
„Egis International”-ის დასკვნა გახდა.

ამის საფუძველი საერთაშორისო საზედამხედველო ორგანიზაცია - სს „Egis International”-ის დასკვნა გახდა.

17:56 / 03.01.2025
,,2017-2018 წლის ზამთრის პერიოდში გამოვლინდა მომხმარებლებისათვის
ბუნებრივი გაზის
,,2017-2018 წლის ზამთრის პერიოდში გამოვლინდა მომხმარებლებისათვის ბუნებრივი გაზის
18:27 / 30.12.2024
ვიდეორეპორტაჟი
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან, მიხარია,
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა თანატოლი ჰყავს.

"ტრანსპორტი არ არის, სოფლამდე მოსასვლელი გზა არ იყო და ამის გამო არ დადიოდა

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.