რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
ოჯახში ძალადობაში ბრალდებულს სასჯელი შეუმცირეს 5 თვემდე ვადით - დამცავი ორდერის სანაცვლოდ
ოჯახში ძალადობაში ბრალდებულს სასჯელი შეუმცირეს 5 თვემდე ვადით, ხოლო
დარჩენილი ერთი თვე ჩაანაცვლეს დამცავი ორდერით.
საქმის მასალებით ირკვევა, რომ მსჯავრდებული უ.გ, გარდა ძალადობისა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ახორციელებდა ოჯახის წევრის მიმართ ადევნებასაც.
დაზარალებულების განცხადების შემდეგ, ბრალდებული 18 ივნისს დააკავეს. 20 ივნისს კი განაჩენი გამოცხადდა. როგორც ჩანს, ის გირაოს სანაცვლოდ იყო გათავისუფლებული.
გორის სასამართლოს 2024 წლის 20 ივნისის განაჩენით, ოჯახის წევრების მიმართ ჩადენილი ძალადობის გამო, მას მიესაჯა 6-თვიანი პატიმრობა, 1 წელი კი - პირობითი ვადით. ხოლო ადევნების ნაწილში მიუსაჯეს 6 თვე პატიმრობა, ხოლო 1 წელი და 6 თვე ჩაეთვალა პირობითად.
2024 წლის 17 სექტემბერს მიღებული ,,ამნისტიის კანონის'' მიხედვით, მსჯავრდებულს სასჯელი შეუმცირდა. ადევნების ნაწილში გაუნახევრდა 3 თვემდე, ხოლო ოჯახში ძალადობის ნაწილში შეუმცირდა 5 თვემდე..
იმისათვის, რომ მასზე გავრცელებულიყო ამნისტია, საჭირო გახდა დაზარალებული ქალების თანხმობა. დაზარალებულებმა სასამართლოს მიმართეს განცხადებით, რომ სასჯელი შემცირება მომხდარიყო დამცავი ორდენის სანაცვლოდ.
ამ კანონის მიხედვით, ბრალდებულმა ციხეში გაატარა 5 თვე, ხოლო 1 თვე აკრძალული ჰქონდა დაზარალებულებთან სიახლოვე, როგორც სახლთან, ასევე სამსახურთან.

ამავე კატეგორიაში
მზია ამაღლობელთან 3 საათის განმავლობაში არ უშვებდნენ ადვოკატებს და,
ასევე, უცნობი იყო,
"...კარზე კაკუნი გაისმა. გარეთ გავიხედე და ორი შუახნის ბიჭი დავინახე. ერთს სამხედრო ფორმა ეცვა.
სოფელ ნიქოზში კი აცხადებენ, რომ დაკავება მოხდა იმ ტერიტორიაზე, რომელსაც საქართველოს შს სამინისტროს
ქარელში ავარიას 20 წლამდე ასაკის ბიჭი ემსხვერპლა
,,ითხოვენ ხიდებისა და გვირაბების მშენებლობაში ინჟინრის 10 წლიან გამოცდილებას. მოცემული ჩანაწერები არ გამომდინარეობს
ვიდეორეპორტაჟი
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან,
მიხარია,
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ
ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა
თანატოლი ჰყავს.
გასული თვის პოპულარული სიახლეები
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები